მხატვრობა ივანიშვილს, ცუკერბერგსა და ჰარლის ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული რამდენიმე მილიონ დოლარიანი ტილოს შეძენა ჯერ კიდევ 2 წლის წინ სურდათ 2015, 16 დეკემბერი, 2:05 ბიძინა ივანიშვილს, ცუკერბერგსა და ჰარლის ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის რომან კ რ იხელის მიერ შესრულებული რამდენიმე მილიონ დოლარიანი ტილოს შეძენა ჯერ კიდევ 2 წლის წინ სურდათ. როგორც მაშინდელი New York Post იუწყებოდა, კრიხელის ახალი ტილოს შეძენის მსურველთა შორის იყვნენ Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, YouTube-ის თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველოს პრემიერ - მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, "რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული არტკოლექ ციის მფლობელია". ეს ინფორმაცია ორი წლის წინ გავრცელდა და მაშინდელი პრესა დეტალურად განიხილავდა ნიუ - იორკში მოღვაწე ქართველი ფერმწერის რომან კრიხელის ახალ ნამუშევარს სახელწოდებით "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი". გამოცემის ინფორმაციით, რომან კრიხელი ამ დრომდე არ ამხელს ტილოზე გამოხატული ქალბატონის ვინაობას. ქართველი მხატვარი რომან კრიხელი მსოფლიოს 3 უდიდეს ფიგურატიულ ხელოვანთა შორის სახელდება."მსოფლიოს ცნობილი ხელოვანები დიდი ინტერესით ელოდნენ "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ ქალს". მას თანამედროვე "მონა ლიზაც" უწოდეს. ორიგინალის ფასი მილიონი დოლარი იყო, თუმცა კერძო აუქციონზე 4 500 000 დოლარად გაიყიდა და ყატარის სამეფო ოჯახმა შეიძინა", - წერს წყარო. ცოტა რამ ამერიკაში მოღვაწე ქართველ ფერმწერზე, რომელიც ფასდაუდებელი პროფესიით მსოფლიოს სამ უდიდეს ფიგურატიულ ხელოვანს შორის დასახელდა; რომან კრიხელი დაიბადა საქართველოში 1956 წელს. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში. 16 წლის ასაკში ისრაელში გაემგზავრა. მხატვარს ისრაელის დატოვება 6 თვის შემდეგ მოუხდა, რადგან სასტუმროს გვერდით, სადაც იგი ცხოვრობდა, ტერორისტული აქტი მოხდა... ისრაელიდან რომან კრიხელი იტალიაში წავიდა, შემდეგ ამერიკაში. 302 5-ს მოსწონს
|