მხატვრობა გამაოგნებელი ნიჭისა და უცნაური წარმოსახვის მქონე მხატვარი, რომელიც ფრესკებს მიტოვებული სახლის კედლებზე ქმნის და წყალში ნავით გადაადგილდება ( + ვიდეო ) 2015, 7 ივნისი, 17:48 გამაოგნებელი ნიჭისა და წარმოსახვის მხატვარი, რომელმაც შეძლო და მოკლე დროში საკუთარი ნამუშევრების ფოტოებით 8 000 - ზე მეტი მიმდევარი გაეჩინა ინსტაგრამზე. შემსრულებელმა შეძლო გარდაექმნა მიტოვებული შენობები ჰავაიზე, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. მისი სახელია შონ იორო, თუმცა როგორც ფრესკების საუკეთესო კონსტრუქციების შემქმნელს იცნობენ სახელად - " ჰულას". მან შექმნა ულამაზესი ნამუშევრები, ( ქალების უზარმაზარი სახეები და ფიგურები, მათი თავები წყალში, მოცურავე მდგომარეობაში და ა. შ. ), რომელთა უმეტესობა გვიჩვენებს ქალთა სახეებს როგორც წყლის ტალღებში ჩაძირულებს, ასევე სხვადასხვა სტილში.როგორც წყარო წერს, ჰულას შეუძლია სულ რამდენიმე საათი იმუშაოს და შექმნას უზარმაზარი და ყველაზე რეალისტური ფრესკა. ამჟამად ცნობილი მხატვარი ნიუ - იორკიდან მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰულასთან იმის თაობაზე, რომ ბრუკლინში, უილიამსბურგის სანაპიროზე იქნას გადატანილი ეს უმშვენიერესი ქმნილებები.წყაროს ინფორმაციით განსაკუთრებული და რაღაც უცნაური ნიჭისა თუ ხედვის ახალგაზრდა ამ მიტოვებულ ნანგრევებში, რომლებიც ნახევრად წყლითაა დაფარული, ჰულა ძირითადად პატარა ნავით გადაადგილდება, რაც როგორც თავად განუცხადა dailymail- ს, არანაირ კომფორტს არ უქმნის და პირიქით, ნავით გადაადგილება "ჩემთვის უდიდესი ბედნიერება და ხელოვნების ნიმუშების შექმნის სტიმულატორია". ინსტაგრამზე კი მის უახლოეს სურათებს ასეთი წარწერა აქვს: - " საკმარისია მქონდეს საღებავები და ფუნჯი და რაც შეიძლება შორს წამიყვანა ქუჩიდან" ან კიდევ: - " ... როდესაც ყველა ხმა წყდება და მხოლოდ საკუთარ გულისცემას უსმენთ, როცა ირგვლივ ყველაფერი იკარგება და რჩებით აბსოლუტურად მარტო, ეს ერთადერთი ადგილია, რომელსაც მე ჩემს სახლს ვუწოდებ.. დიდი მადლობა თქვენ მეგობრებო ყველას მხარდაჭერისათვის"! 281 9-ს მოსწონს
|