მხატვრობა "მისი აღმატებულება ადოლფ ფიურერის" 14 სურათი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები ნიურნბერგის აუქციონზე სულ რაღაც 700 ევროდ გაიყიდება 2015, 12 ივნისი, 21:20 როდესაც სრულიად სამყარო ემორჩილებოდა და ყველაფერი მის ხელში იყო, როდესაც " ფიურერის" სახელის ხსენებაზე სამყაროს აზანზარებდა, დღეს " მსოფლიოს დაპყრობის სურვილის მანიით" შეპყრობილი ადოლფ ჰიტლერის ნამუშევრებს - მათ შორის ტილოებს, ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ნატურმორტებს მომავალ კვირას ( ზედმეტად დაინტერესებული მკითხველისთვის ზუსტად 18 ივნისს გაიმართება აუქციონი )" ჩაქუჩის" ქვეშ იქნება გატანილი ნიურნბერგის აუქციონზე.
საუკუნის ქმნილებები 1904 და 1922 წლებით არის დათარიღებული, რომელთა ნაწილი 32 000 ევროდ იყო შეფასებული.აკვარელის პეიზაჟები, პორტრეტები და ნატურმორტის 14 სხვადასხვა ნამუშევარი, რომელთაც სტატიაში წარმოგიდგენთ.
1) - ყველაზე ძვირადღირებული ნახატი მეფე ლუდვიგ II - ის ნოიშვანშტაინის სასახლის, რომელიც ბავარიაში მდებარეობს.ეს სურათი ნამდვილი "ტურისტული მაგნიტია", რამდენადაც მის სანახავად უამრავი ტურისტი ჩამოდის - წერს წყარო.
2) -
"პრაღა ნისლში"- სურათის სახელწოდება და ესაა ქალაქის კაპრიზული არქიტექტურული ანსამბლი. 3 ) - ესკიზი სახელწოდებით " Damenakt". 4 ) - სურათი სახელწოდებით "Kalkbrennerei" და ეს არის ერთერთი ნახატი, რომელსაც ხელს აწერს ადოლფ ჰიტლერი.სრულიად ახალგაზრდა ადოლფმა 1914 წლის ნოემბერში ეს სურათი 130 000 ევროდ გაყიდა მიუნხენში, თუმცა არც მაშინ და არც მერე ცნობილი არ იყო მყიდველის ვინაობა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღემდე ანონიმურად დარჩა. 5 ) - ფანქრით ნახატი გოგონას პორტრეტი, რომელიც აუქციონზე გასატანი ნამუშევრების ჩამონათვალშია.6 ) - ჰიტლერის მელნით შესრულებული ნახატი სახელწოდებით "Minoritenkirche Vienna", სადაც ვენის ეკლესიაა გამოსახული. 7 ) - ნატურმორტი სახელწოდებით "Blumenstillleben". 8 ) - ესკიზი "Rosenstrauss" ანუ ვარდების თაიგული, რომელიც შავ ჩარჩოშია წარმოდგენილი და რომელსაც ჰიტლერის ხელმოწერა აქვს. 9 ) - უძველესი ვენის ღირსშესანიშნაობები - 1890 წელი. 10 ) - მეფე კარლოსის ციხესიმაგრე ვენაში. 11 ) - ხელმოწერის ანალიზი: - ეს დოკუმენტი ექსპერტების აზრით წარმოადგენს ადოლფ ჰიტლერის ავტოგრაფს "on Ober". 12 ) - ჰიტლერის ხელმოწერების კატალოგი. 13 ) - ნატურმორტი სახელწოდებით "Nelkenstrauss" ანუ მიხაკების თაიგული. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, თითოეული ნამუშევარი უღიმღამოდ იყო შესრულებული და შესაბამისად ხარისხიც დაბალია - წერს წყარო. 287 11-ს მოსწონს
|