ვარსკვლავები "მეუღლეს უფრო უნდა უყვარდეს ცოლი, ვიდრე ცოლს ქმარი"-ჯანეტ ქერდიყოშვილის მოსაზრებები ოჯახსა და ურთიერთობებზე დიდ სკანდალად იქცა 2015, 16 დეკემბერი, 0:46
"არიან ქალები, რომლებისთვისაც აუცილებელია თანასწორი უფლებები ჰქონდეთ. მეც უნდა მქონდეს ჩემი აზრი, უნდა შემეძლოს ამის თქმა და შენ მე უნდა მომისმინო ან დამიჯერო... მე მართლა არა მაქვს ამაზე პრეტენზია. ზოგი ამბობს, რომ ქალმა აუცილებლად უნდა იმუშაოს. არც ამაზე მაქვს პრეტენზია, რა თქმა უნდა ქალს უნდა ჰქონდეს თავისი საქმე, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, რომ ქალიც უნდა მუშაობდეს ზუსტად იმდენს, რამდენსაც მუშაობს მამაკაცი. ახლა რომ ვიყვირო და ვთქვა, რომ ღალატს კაცს არასდროს ვაპატიებ და როგორც კი გავიგებ, წავალ სახლში ჩემი სამი შვილით, არა, ამას არ ვიზამ! როგორ?! ეს თუ გააკეთე, შენ ხარ ეგოისტი თუ არ გყავს შვილები კიბატონო.. არც უნდა იყოს განხილვის თემად ქალის ღალატი და კაცის ღალატი, ეს არის ისეთი ორი სხვადასხვა დანაშაული, რომ ვერც შევადარებ, იმიტომ, რომ კაცის "გაგულავება" და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და ნუ ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ არის ამორალური. იმიტომ რომ ის ისევ და ისევ დედაა!" 280 3-ს მოსწონს
|