კომპიუტერები და პროგრამები ნახატი ფოტოსურათიდან 2015, 13 დეკემბერი, 19:41 1) გამოსახულების ფოტოშოპში გახსნის შემდეგ, Layers პალიტრაში უნდა მოვახდინოთ ფენის დუბლირება > დუბლირებული ფენა გადავიყვანოთ შავ-თეთრ ფერებში (მენიუ Image > Adjustments > Black&White) > მოვახდინოთ შავ-თეთრი ფენის დუბლირება. 2) მოვახდინოთ მეორე დუბლირებული ფენის ინვერტირება (მენიუ Image > Adjustments > Invert). 3) ინვერტირებული ფენისთვის გამოვიყენოთ Gaussian Blur ფილტრი (მენიუ Filter > Blur > Gaussian Blur), 3 პიქსელიანი რადიუსით. 4) Layers პალიტრაში, ფენების დადების რეჟიმების ჩამოსაშლელი მენიუდან, ფილტრში გატარებული ფენისთვის, ავირჩიოთ Color Dodge რეჟიმი. 5) Layers პალიტრაში უნდა მოვახდინოთ სამივე ფენის დუბლირება და დუბლირებული ფენების ერთ ფენაში გაერთიანება ან დუბლირების ნაცვლად, გავააქტიუროთ პალირტის ზედა ფენა და გამოვიყენოთ Sift+Ctrl+Alt+E ღილაკების კომბინაცია. შედეგი იგივე იქნება: შეიქმნება ახალი ფენა, მის ქვემოთ მდებარე ფენების საფუძველზე, ხოლო ქვედა ფენები უცვლელი დარჩება > ფენის დადების ჩამოსაშლელი მენიუდან, ახალი ფენისთვის უნდა ავირჩიოთ Multiply რეჟიმი. თუ კონტური საკმარისად მუქი არ იქნება, შეგვიძლია მოვახდინოთ Multiply რეჟიმიანი ფენის დუბლირება. 6) შეგვიძლია გავაერთიანოთ ფენები და ამით დავასრულოთ. ამ შემთხვევაში, მივიღებთ ფანქარში ნახატს, მაგრამ თუ უკანა ფონის თავზე მდებარე შავ-თეთრი ფენის გამჭვირვალობას გარკვეული პროცენტით შევამცირებთ, ნახატი გაფერადდება. 46 7-ს მოსწონს
|