საზოგადოება "რამდენიმე საათიც და ჩამოვა..."-ვისი ჩამოსვლა უფერადებს ცხოვრებას ნანუკა ჟორჟოლიანს. 2015, 13 დეკემბერი, 13:02 ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი და საავტორო გადაცემის "ნანუკას შოუს" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჟურნალისტია. პოსტავს თითქმის ყველაფერს, შვილების სიყვარულსა და ყოფილ მეუღლესთან დაშორების შესახებ, აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და მთავრობის მიმართ მწარე კრიტიკას გამოთქვავს. ერთი სიტყვით მისი "ფეისბუქით" ბევრ რამეს შეიტყობთ. ახლაც ბედნიერი ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს სტატუს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მისი გოგონა, მარიამ გეგუჩაშვილი, რომელიც ამერიკაში სწავლობს, საშობაო არდადეგებს თბილისში გაატარებს: "რამდენიმე საათიც და ჩამოვა. ჩემი შემდეგი სამი კვირა იქნება ფერადი, ბევრი ენდორფინით... მარიამ როგორ გელოდები... და ასეთ დროს, ყოველთვის მინდა მივაწერო, ყველას შვილი ბედნიერი უნდა იყოს!" შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ორჯერ იყო გათხოვილი. პირველი უიღბლო ქორწინებიდან ყავს 18 წლის შვილი, მარიამ გეგუჩაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, Bard College-ში სწავლობს და რომელსაც ასე სულმოუთქმელად ელოდება. პირველად ნანუკა 16 წლის ასაკში გათხოვდა და 18 წლისას უკვე ჰყავდა მარიამი. მეორედ კი უკვე ზრდასრულ ასაკში სოდ-ის ყოფილ უფროსზე ერეკლე კოდუაზე დაქორწინდა და კარგად აცნობიერებდა ამ ნაბიჯს. მასთან ყავს 6 წლის საბა, თუმცა ერეკლესთან ქორწინებაც დაშორებით დასრულდა. იგი მეორე მეუღლეს რამდენიმე თვეა რაც დაშორდა. 787 3-ს მოსწონს 1-ს არა
|