რელიგია ქრისტიანობა და სექსი:როდის და რატომ გახდა ცოდვა? 2015, 13 დეკემბერი, 16:13 ქრისტიანობამ საუკუნეების განმავლობაში თანმიმდევრულად დაგმო ჰომოსექსუალობა, მრუშობა და აღვირახსნილი სექსუალური ურთიერთობები. მაგრამ იყო ადამიანის ინტიმური ურთიერთობა ყოველთვის ტაბუდადებული?
დასაწყისში იყო სიტყვა... ჩვენამდე მოღწეულ სიტყვებში იესო სექსზე ძალიან მცირედ საუბრობს.მიუხედავად ამისა სექსუალური ქცევები და მორალი ძლიერ აწუხებს საეკლესიო იერარქიას აი უკვე 2000 წელზე მეტია. ბოლო წლების განმავლობაში, დებატები, ჰომოსექსუალიზმზე, აბორტზე, განქორწინებაზე, კონტრაცეფციაზე და ბავშვების მიმართ განხორციელებული სექსუალურ ძალადობაზე აღაშფოთებს ქრისტიანული სამყაროს გულსა და სულს მთელ მსოფლიოში, მაგრამ თუ იესო ცოტას საუბრობს სექსზე და სექსუალურ ცხოვრებაზე, საიდან მოდის სექსუალური ცხოვრების ის წესები, რომელიც ეკლესიამ დაადგინა? რას ამბობს ბიბლია სექსზე? ბიბლია არის ძირითადი წყარო დოქტრინა, იქნება ეს ძველი აღთქმა (ძველი ებრაული წერილები) და ახალი აღთქმა (რომელიც მოიცავს ოთხ სახარებას და ეპისტოლეებს, რომელიც მიეკუთვნება წმინდა პავლეს და სხვა ქრისტიან ავტორებს I საუკუნეში). ეს იყო ძველი აღთქმის და ეპისტოლენი წმინდა მოციქული პავლესი, საფუძველი ქრისტიანული სექსუალური მორალისა და ეთიკისა. თუმცა, გვიან პერიოდში, სხვადასხვა ქრისტიანულმა კონცეფციებმა წმინდა წერილის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოხდინეს. ჰომოსექსუალიზმი "არ დაწვე კაცთან ისე, როგორც ქალთან წვები, ეს სისაძაგლეა."(ლევიანები თავი 18, მუხლი 22) "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს."(კორინთელთა, თავი 6, მუხლები 9-10) კათოლიკური და მართლმადიდბეული ეკლესია ჰომესექსუალიზმს სასიკვდილო ცოდვად მიიჩნევს.პროტესტანტულ კონფესიაში ზოგიერთი ეკლესია ჰომოსექსუალიზმს არ მიიჩნევს ისეთ დიდ ცოდვად, როგორც სხვა სექსუალურ ქცევებს.თუმცა ბევრი თეოლოგის აზრით მთავარი ამ საკითხში არის იესოს მოწოდება სიყვარულზე, ერთგულებაზე და თანაგრძნობაზე. თავშეკავება " კაცისათვის კარგია, არ გაეკაროს დედაკაცს. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს – თავისი ქმარი"(კორინთელთა მე-7 თავი-1, 2) იუდეიზმი, სადაც იესო გაიზარდა სრულ სექსუალურ თავშეკავებას მაინცდამაინც დიდი აპეტიტით არ უყურებდნენ.თავშეკავებისკენ მოწოდება ქრისტიანობაში მოხდა მოგვიანებით პავლე მოციქულის წერილებში კორინთელთა მიმართ. ქორწინება "და თქუა: ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხოჰრც." ვითარმდე არღარა არიან ორ, არამედ ერთ ვიორც. აწ უკუე რომელნი - იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ შანაშორებნ".(მათეს სახარება თავი 19 მუხლი-5-6.) მათემ მოიშველია იესოს სიტყვები მონოგამური ქორწინების განდიდებისა და განქორწინების წინააღმდეგ.მიუხედავად ამისა, მრავალი ქრისტიანი არ თვლიდა საჭიროდ ქორწინება ეკლესიაში გაეფორმებინათ.სიტუაცია შეიცვალა XI საუკუნეში, როდესაც პაპი გრიგოლ VII-მ გამოაცხადა, რომ ქორწინება არის ეკლესიის ექსკლუზიური პრეროგატივა. 1184 წელს ქორწინება გამოცხადდა როგორც საიდუმლონი(ურღვევი ქმედება, რომლის მეშვეობითაც გადაეცემათ ღვთის მადლი ), ისევე როგორც ნათლობა და ზიარება. მიუხედავად იმისა, რომ იესო მხარს უჭერდა მონოგამიას, მან ასევე იქადაგა პატიება სხვა მრავალი სათნოებით. " მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.(იოანეს სახარება-თავი 8 მუხლი 7) კონტრაცეფცია "და ხმამაღლა წამოიძახა: „კურთხეული ხარ ქალებს შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი!"(ლუკას სახარება თავი 1 მუხლი-42) "იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა ეს თესლი, და როცა შედიოდა ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა მას, რომ ძმისთვის არ მიეცა თესლი. " არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა."(ძველი აღთქმა, დაბადება თავი 38, მუხლი 9-10) XX საუკუნეში ახლამა კონტრაცეფციებმა პრობლემა შეუქმნა ეკლესიას.თუმცა XX საუკუნის 30 წლებში ჯერ ანგლიკანურმა ეკლესიამ და შემდეგ მსოფლიოს უმეტესმა ქრისტიანულმა ეკლესიებმა შეარბილეს და კონტაცეფციას ცოდვად აღარ მიიჩნევდნენ. თუ ქრისტემ არ დაადგინა სექსუალური დოგმები, მაშ ვინ? ქრისტიანების 300 წლიანი დევნის შემდეგ რომის იმპერიაში, მოულოდნელად იმპერატორმა კონსტანტინემ შეცვალა კურსი და ქრისიტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, თუმცა ახალმა ლათინურმა ეკლესიამ(Ecclesia Latina) გადაწყვიტა არ შემოფარგლულიყო მხოლოდ ბიბლიით და გადაწყვიტა ახალი წესები დაედგინა, თეოლოგებისა და ფილოსოფოსების გამოყენებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა დასავლეთ კათოლიკურ ქრისტიანობაში რჩება ნეტარი ავგუსტინე(354 – 430) ქრისტიანი თეოლოგი და ფილოსოფოსი, სწორედ მან რადიკალურად შეცვალა ეკლესიის შეხედულებები სექსუალურ ურთიერთობებზე. ავგუსტინემ მიაჩნდა, რომ სწორედ სექსუალურმა სურვილმა აიძულა ადამი დაეგემოვნებინა აკრძალული ხილის ნაყოფი. ავგუსტინემ პირველად ქრისტიანობის ისტორიაში ჩამოაყალიბა პირდაპირი კავშირი სექსუალურ სურვილსა და ცოდვა შორის, რომელიც ჩაიდინა ჩვენმა პირველმა წინაპარმა. ამ დოგმით ცხოვრობდა მთელი ქრისტიანული სამყარო მუდმივ სიმორცხვეში და სირცხვილში XVI საუკუნემდე, ანუ სანამ არ გამოჩნდა გერმანიაში ერთი ადამიანი. სექსუალური რევოლუცია მარტინ ლუთერი( 1483-1546) გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი.სწორედ მან პირველად უარყო აუგუსტინეს მოძღვრება იმის შესახებ, რომ სექსუალური ლტოლვა ცოდვაა. მან განაცხადა, რომ ინტიმური ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის არის ღვთის მადლი ქორწინების ფარგლებში. მანვე დაგმო კათოლიკური ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ყველა მღვდელი უნდა მიეცეს აღთქმას და უბიწო უნდა იყოს, მან აღნიშნა, რომ დაუკმაყოფილებელმა სექსუალურმა სურვილებმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი და სახიფათო მოვლენები. ლუთერმა მოუწოდა მღვდლებს დაქორწინდნენ და მისცენ მაგალითი სამწყსოს. მან კიდევ ერთი რადიკალური ნაბიჯი გადადგა, აღნიშნა, რომ ქორწინება არ არის ეკლესიის საიდუმლონი. 807 6-ს მოსწონს
|