x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბზინვარება. პრაქტიკუმი (Photoshop CS 4 & 5)

ბზინვარება
1. გამოსახულების ფოტოშოპში გახსნის შემდეგ, მასზე უნდა გამოვყოთ და კოპირებით სხვა ფენაზე გადავიტანოთ, გამოსახულების ის ნაწილი, რომელმაც უნდა იბზინოს ანიმაციაში.

ბზინვარებადა გავაკეთოთ კოპირებული ფენის კიდევ ორი ასლი.

ბზინვარება

2. გავააქტიუროთ I კოპირებული ფენა და ფენსზე მოთავსებულ გამოსახულებაზე დავამატოთ ხმაური (სხვადასხვა ფერისა და სიმკვეთრის პიქსელები). ამის გაკეთება შეიძლება ბრძანებით: მენიუ Filter > Noise > Add Noise, გამოსულ სადიალოგო ფანჯრის Amout ველში უნდა ჩავწეროთ ეფექტის ციფრული მაჩვენებელი.

ბზინვარება

მაჩვენებლის შერჩევა ყველი გამოსახულებისთვის ინდივიდუალურად ხდება. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მისი მნიშვნელობა 10 – ის ტოლია. Distribution ველში უნდა ჩავრთათ Gaussian გადამრთველი და დავაჭიროთ OK ღილაკს.
იგივე ქმედება უნდა გავიმეოროთ მეორე და მესამე კოპირებული ფენებისთვის, იმ განსხვავებით, რომ უნდა გავზარდოთ Amout ველის ციფრული მაჩვენებლები (ამ შემთხვევაში, II ფენისთვის არის 20 %, ხოლო III ფენისთვის – 30 %).

3. გავხსნათ ანიმაციის პალიტრა (პალიტრის გახსნის წინ, Layers პალიტრა იმ მდგომარეობაში უნდა იყოს, როგორც ზემოთ მოცემულ სურათზე არის ნაჩვენები). პალიტრაში მხოლოდ ერთი, I კადრი იქნება დაფიქსირებული. უნდა მოვახდინოთ კადრის კოპირება 2 – ჯერ (სულ სამი კადრი უნდა გვქონდეს). კოპირების შემდეგ, ყველა კადრზე ერთნაირი გამოსახულება იქნება. უნდა მოვინიშნოთ II კადრი და Layers პალიტრაში ჩავრთათ და გავააქტიუროთ II კოპირებული ფენა (ფენა 20 % ხმაურით), ხოლო III კადრის მონიშვნის შემდეგ, უნდა გავააქტიუროთ III კოპირებული ფენა (ფენა 30 % ხმაურით). თითოეულ კადრზე უნდა დაფიქსირდეს უკანა ფონი (Background) და თითო კოპირებული ფენა Noise ეფექტთ.

ბზინვარება

კადრის ეკრანზე შეჩერების დრი – 0, 1 წამი.

ჩვენების ციკლი – Forever (უწყვეტი).

ბზინვარება

4. ანიმაცია შევინახოთ GIF ფორმატში ბრძანებით: მენიუ File > Save for Web & Devices.

ბზინვარება

0
31
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0