x
image
ციცი
Mediator image
თბილისში მოძალადე, ცალთვალა ტაქსის მძღოლი დადის-"SOS! ყურადღებით წაიკითხეთ და ჩემი დიდი თხოვნაა გაავრცელოთ!"
image
სოციალური ქსელის მომხმარებელი ელე სარიშვილი ქალბატონებს მოუწოდებს, რომ ფრთხილად იყვნენ, ვინაიდან თბილისში მოძალადე ტაქსის მძღოლი დადის:

"SOS! SOS! SOS! ყურადღებით წაიკითხეთ და ჩემი დიდი თხოვნაა გაავრცელოთ, ქალბატონებო და არა მარტო ქალბატონებო, ჟურნალისტებო და უბრალოდ მოქალაქეებო, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ მეორე დღეს ტელევიზიით და ჟურნალ-გაზეთებით ვრცელდება ინფორმაციები და შუქდება ქალებზე ძალადობის ფაქტების შესახებ, კვლავ და კვლავ მოიძებნებიან ისეთ ნაძირლები, რომელიც თქვენი დახმარებით უნდა ვიპოვოთ და დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. რადგან ბოლოსდაბოლოს ამ უმსგავსობას ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული.

1 დეკემბერს, ღამის 2-3 საათზე ტაქსის მძღოლის მიერ იქნა განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ახალგაზრდა ქალბატონის მიმართ, ამ ეტაპზე ამ ქალბატონის სახელს არ ვასახელებ გარკვეული მიზეზების გამო. ეს ნაძირალა, რომელიც ამ ეტაოზე მოძრაობს სედანის ტიპის მანქანით, მუქი ფერის და სამწუხაროდ მარკა ვერ ამოიცნო დაზარალებულმა, რადგან შოკურ მდოგმარეობაში მყოფი მხოლოდ იმას ცდილობდა, როგორმე ამ მხეცის შემოტევისაგან თავი დაეცვა, როცა ძირს დაგდებულს წიხლებით ურტყამდა, მხოლოდ იმის გამო რომ მისი მხეცური სურვილის და ჟინის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. მუქი ფერის სახელმწიფო ნომრით 213 და სერია ამ ეტაპზე დაუდგენელია, მამაკაცი არის დაახლოებით 40-50 წლის, საშუალო სიმაღლის, საკმაოდ ჩაფსკვნილი და დამახასიათებელი ნიშანი-არ ააქვს მარცხენა თვალი. ამ პირუტყვის საქციელებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იმისი პირველი შემთხვევა არაა, რადგან საკმაოდ თავხედურად და უწმაწური სიტყვებით იხსენიებდა სამართალდამცავ ორგამოებს, რომ ისინი თითსაც არ დააკარებენ და ასე შემდეგ. მინდა გავაფრთხილო თბილისის მოსახლეობა და განსაკუთრებით ქალბატონები მსგავს პიროვნებას ერიდონ, რადგან ეს არამზადა ჯერჯერობით თავისუფლად დადის. ყველას ვინც კი ამ პოსტს წაიკითხავს ვთხოვ პირადში მომწეროს თუ ასეთი აღნაგობის მამაკაცი ეცნობა. გპირდებით, რომ არ გავამხელ თქვენ ვინაობას და იმედი მაქვს რომ დაინტერესდებიან ამ საკითხით და თქვენი დახმარებით შევძლებთ ეს "არსება" წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, მადლობა ყურადღებისათვის.

P.S. და ორმაგად ამაზზრენი ის მინდა დავამატო, რომ ამ ამბავს შეესწრო რამოდენიმე პიროვნება, რომლებმაც ავტომობილი გააჩერეს და იმის მიუხედავად რომ დახმარებოდნენ ძირს დაგდებულ ქალს, პირიქით ამაყად დასძახოდნენ, მოგიხდება მასე ეგდე ძირსო...


ხალხო რა ხდება, სულ დაიკარგა ადამიანობა? ძაღლს რომ სცემენ ქუჩაში, იმას გამოუჩნდება დამცველი, და როგორ შეიძლება ადამიანი თუ გქვია შეესწრო ქალის ასეთი ცემის ფაქტს და კიდევ დაუმატო შეურაცხყოფა, გადაგვარდა სულ საქართველო? რკინის ქალამნებს ჩავიცმევ და ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, სადაც დამიძახებენ თუ რომელიმე ტელევიზია იქნება თანახმა ვარ ხმამაღლა ვილაპარაკო ამ საკითხზე."

"იმედია, ეს ჩემი პოსტი იმაზე გაცილებით საჭირბოროტოა, ვიდრე ჩემი სამეგობრო ვინ, სად და რას ჭამს რომ პოსტავთ, და ისედაც უამრავი მომხმარებელი ყველაფერს აქვენებს, ლამის "ტრუსიკის" ფერიც იცის ქვეყანამ, და იმის იმედიც მაქვს რომ პირველ რიგში ჩემი სამეგობრო გააზიარებს და ამით თუნდაც ელემენტარულ წვლილს შეიტანს, რომ დამეხმარონ. და როცა მჭირდება მეგბრების დახმარება მაშინ უნდა იდგეთ ჩემს გვერდით, თორე გაშლილ სუფრაზე ყველა მაგარია..."

4
5261
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
5261
  
2015, 13 დეკემბერი, 11:04
მაგარი მთხლე ზღაპარია, კი მაგრამ ჟანდარმერიას ესენი არ აგებინებენ და რომც მიაგნონ ნეტა რას უზავენ? ალბათ მეორე თვალსაც ამოჩიჩქნიან. ისე ყველაზე მაგარი ის მომენტი იყო სხვა მძღოლებიც რო მოგროვდნენ "-- და იმის მიუხედავად რომ დახმარებოდნენ ძირს დაგდებულ ქალს, პირიქით ამაყად დასძახოდნენ, მოგიხდება მასე ეგდე ძირსო..."
ეს იმ ზღაპრების სერიიდანაა ავტობუსიდნ რო ზანგი ჩააგდეს ამას ებოლას ვირუსი ექნებაო და მძღოლმაც რო ერთი ორი წიხლი უთავაზა და ასფალტზე დაგდებული აქვითინებული დატოვეს.
საინტერესოა აი ესეთი ჭკუამოკლე მატყუარები რის მიღწევას ცდილობენ? ალბათ ყურადღები ცენტრში უნდათ ყოფნა, აწი და თქვე კაი ხალხო მართლა გასაკეთებელი ცოტაა, ამ უაზრობაზე რომ არ გვახარჯინო კალორიები?
ხოდა ეხლა ყველა ტაქსის მძღოლის სახელით, აგრეთვე ყველა პატიოსანი მანიაკის სახელით, და არგეთვე ყველა ჩვენი გულუბრყვილი მოქალაქის სახელით მინდა ამ მუცლითმეზღაპრეებს მივმართო: -- აი მეხი კი დაგათხლიშეთ მაგ უნიჭო თავებში!!!
2015, 12 დეკემბერი, 22:31
არ წამიკითხიდა და ამდენ ბჟუტურს, პოლიციაში დაერეკა ჯობდა.
2015, 12 დეკემბერი, 14:02
:)))))))))ხო ცალთვალა იყო და კიდე მარცხენა საკვერცხე არ ჰქონია თურმე:))))))))))))
ესეთი გამოგონილი სტატიები ჟურნალ ,,გზა,, და თბილისელებში იწერება,რომ ჟურნალში გვერდები შეივსოს და ბვევრ ჭორიკანა მკითხველის ინტერესი დააკმაყოფილოს,სათაურიდან ეტყობა ხოლმე რომ არ უნდა წაიკითხო ესეთი სისულელე:))) მაგალითად ესეთი სათაურებით:: ,, სიდედრი შემიყვარდა,,, :)))) ცოლი თურმე ძაღლთან მღალატობდა:)))) ქმარი მცემდა და მხოლოდ თვეში ერთხელ მაპატიურებდა :))),,16 წლის პუტანკის აღსარება,, და ა. შ. :)))))
ასე რომ ვინც ეს სტატია წაიკითხა და აღელდა, დაწყნადით:))))))
2015, 11 დეკემბერი, 20:05
რატომ მგონია რომ ზრაპრებს წერ, ნორმალურმა ადამინმა იცის სად გადასცეს ეგ მონაცემები პოლიცია ქვია ს, ტუ არ იცი იმედია ახლა მაინც ტუ მარტალს ამბობ პოლციას მისცემ მაგ მონაცემესბ და არა ფბზე დადებ რომ ხალხმა გაგიცნოს? გამოგივიდა!
0 1 4