x
image
natia.a
"ქართველი მამაკაცები არ უვლიან საკუთარ თავს... მაგრამ მე ისინი აღმოვაჩინე" - რას წერს ამერიკელი სტუმარი

imageნიუ-იორკში მოღვაწე, ამერიკელი მწერალი, ფოტოგრაფი და სტილისტი ნატალი ჯუსი, რომელიც მოდის სამყაროში საკმაოდ გავლენიან პიროვნებად ითვლება, ცოტა ხნის წინ თბილისში Mercedes Benz Fashion Week-ზე იმყოფებოდა. საკუთარი შთაბეჭდილებები მან თავის ბლოგზე გამოაქვეყნა:


"ოთხი მილიონი ქართველი. 500 000 მარტოხელა ქალი. როგორი გიჟური სტატისტიკაა, არა? არადა საკმაოდ ზუსტი და ტრაგიკული ფენომენია. რადგან თუ თქვენ ახალგაზრდა ქართველი ქალი ხართ, ე.ი გულწრფელად შეწუხებული ხართ თქვენი თანამემამულე მამაკაცებით. ან როგორც ერთ-ერთმა ქართველმა გოგონამ თქვა (რომლის შეყვარებულიც იტალიელია), "ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი მამაკაცები". (თუ პირიქით?). მგონი ვხვდები რატომაც. პირადად მე თბილისში, ქუჩაში სეირნობისას ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი კაცი, რომელიც კარგად გამოიყურებოდა.

შენ იმედი გაქვს დაინახო მაღალი, მუქთმიანი, სიმპათიური მამაკაცები, მაგრამ არაფერი მსგავსი. ისინი არ უვლიან საკუთარ თავს, არ ზრუნავენ გარეგნობაზე ან რატომ უნდა მოიქცნენ ასე? გოგონები მათ მაინც არ უყურებენ, რჩეულის საპოვნელად ისინი საზღვებსმიღმა იხედებიან. როდესაც Mercedes Benz Fashion Week-ზე გოგონებმა ფოტოგრაფი ჟულიენ ბუდე დაინახეს, თითქოს ველურებად იქცნენ, შეხვედრას სთხოვდნენ და ამაში არც ვადანაშაულებ ... ბრავო, ჯულიენ.

თუმცა, თბილისი სილამაზეს მოკლებული ნამდვილად არ არის. ეს აბსოლუტურად შესანიშნავი ქალაქია, ხანდახან თანამედროვე და არქიტექტურულად ექსპერიმენტული, ზოგჯერ კი ნაცრისფერი, მიტოვებული და საბჭოთა, საერთო ჯამში უცნაური და სცენიურია. ქალაქის ძველი ნაწილი კი ტიმ ბარტონის სასცენო დეკორაციას ჰგავს. გეგონება სახლებში მოჩვენებები ცხოვრობენ. სოფლები კი უნგრეთსა და ავსტრიას მახსენებს თავისი უძველესი ტაძრებითა და ციხესიმაგრეებით, რომლებიც მწვანე მთებშია ჩაფლული. პატარა სოფლები ბუდეებივითაა აღმოცენებული მდინარის ნაპირებზე.

ზამთარში ქართველები ზამთრის კურორტებზე სრიალებენ, ზაფხულობით კი შავი ზღვის პლაჟებზე ირუჯებიან. საქართველო ძვირფასეულობის ზარდახშას ჰგავს. როგორც ჩანს, კოკო შანელმა საკუთარი სამკაულების ხაზის შთაგონებად საქართველო აიღო.

შეგიძლია თბილისი ერთ დღეში მთლიანად ნახო. მოიარო ძველი ქალაქი, ჩაჯდე საბაგიროში, ნახო ნარიყალა, გოგირდის აბანოები, საყიდლებზე იარო, ეწვიო "გაბრიაძის კაფეს", ისადილო ფუნიკულიორზე.

image
მაგრამ არსებობს რამდენიმე იშვიათი რამ, რისი ნახვაც ნამდვილად ღირს, მაგალითად, შეგიძლია დაესწრო "სუხიშვილების" - ნაციონალური ბალეტის რეპეტიციას, რაც ძალიან ამაღელვებელია. აი, თურმე სად იმალებიან ეს ბრწყინვალე, მაღალი, მუქთმიანი, სიმპათიური ბიჭები. აი ისინი არიან ნამდვილი მეომრები.


imageასევე ვეწვიეთ "სამოსელი პირველს", სადაც ტრადიციული ქართული სამოსი იყიდება, ეს საოცრებაა. მე მეცვა მათი ერთ-ერთი კაბა მოდის კვირეულის ბოლო დღეს და საოცრად ვამაყობ ამით.
მოდაში კი, ქართველები საკმაოდ ნიჭიერები არიან, ჩემი შთაბეჭდილებები ძალიან პოზიტიური იყო. მათი უკრაინელი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ავნაგარდული და მუქი სტილით გამოირჩევნიან, ქართველი დიზაინერების ფერები თბილია და ახალგაზრდული.

სილუეტები ქალურია. მოდის კვირეულზე რამდენიმე დიზაინერი ძალიან მომეწონა, მაგალითად ატელიე "მატერია", ასევე "კიკალა", "ელოში", "ბესსარიონი". რამდენიმე მშვენიერი მოდელიც აღმოვაჩინე. ერთ-ერთი მათგანის, ლიკას (ლიკა რიგავა) ფოტო ჩემს Instagram-ზეც კი დავდე და რამდენიმე ნიუ-იორკული სააგენტოს გამოხმაურება მივიღე.


დროც არ მქონდა ყველაფერი მენახა. აქ ხალხი საოცრად გულუხვი და სტუმართმოყვარეა. სტუმარი "უფლისგან გამოგზავნილად". ისინი თბილი სიტყვებით, საოცარი საკვებით და ღვინით გმასპინძლობენ, გჩუქნიან საჩუქრებს. ხუთ დღეში ხუთ ფუნტამდე მოვიმატე! აქ ჩვეული ინგრედიენტებია ყურძენი, ბროწეული, ბადრიჯანი, ნიორი, ისპანახი, ნიგოზი და ყველი.

კლიმატი სამხრეთულია, თბილი, შესანიშნავი; ძირითადი რელიგია ქრისტიანობაა, მართლმადიდებლობა; ენა სრულიად გაუგებარია; ანბანი უფრო უარესი; ფასები კი ძალიან დაბალია. ქართული ეკონომიკა კარგ დღეში ნამდვილად არაა, რადგან ქვეყანას არ აქვს განსაკუთრებით ეფექტური რესურსები, გარდა სოფლის მეურნეობისა.

და ბავშვები? ისინი ერთობიან როგორ 1999-იან წლებში. მინდა კვლავ დავბრუნდე იქ და ზაფხულზე შავ ზღვას ვეწვიო, სოფლები ვნახო. ამჯერად კი კმაყოფილი ვარ საქართველოში მოგზაურობით და ასობით ფოტოთი და ვიდეოთი, რომლებიც იქ გადავიღე."

0
685
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
685
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0