x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცხოვრება რომ გააგრძელოთ...

ცხოვრება რომ გააგრძელოთ...


40 წლის ასაკისთვის, არწივის ბრჭყალები მეტისმეტად გრძელი და მოქნილი ხდება, ნისკარტიც გრძელი აქვს და მოღუნული, მკერდზე და ფრთებზე ბუმბული უმძიმდება. მძიმე ბუმბულისა და დრეკადი კლანჭების გამო, არწივს უჭირს ფრენა და ნადავლის დაჭერა, ხოლო მოღუნული ნისკარტი, მას საკვების მიღებასთან დაკავშირებით, პრობლემებს უქმნის. და არწივი არჩევანის წინაში დგება: ან სიკვდილი, ან ხანგრძლივი და მტკივნეული ცვლილება, რომელიც 150 დღე გრძელდება...

ის მიფრინავს თავის ბუდეში, რომელიც მაღლა, მთებში მდებარეობს და იქ, ხანგრძლივი დროის მანძილზე, კლდეს ნისკარტით ეჯახება, ვიდრე ნისკარტი არ დაემტვრევა და არ მოსძვრება... შემდეგ ის ელოდება ახალი ნისკარტის გაზრდას, რომლითაც ბრჭყალებს იგლეჯს... შემდეგ, ელოდება ბრჭყალების გაზრდას, რომლებითაც მძიმე ბუმბულს იგლეჯს მკერდიდან და ფრთებიდან... და მაშინ, ხუთთვიანი ტკივილისა და ტანჯვის შემდეგ, არწივი მეორედ იბადება და მას შეუძლია კიდევ 30 წელი იცოცხლოს...

ძალიან ხშირად, ცხოვრების გასაგრძელებლად, ცვლილებები არის საჭირო, ხან ამ პროცესს ტკივილი, შიში და ეჭვი ახლავს… ჩვენ თავს ვაღწევთ წარსულის მოგონებებს, ჩვევებს და ძველ ტრადიციებს… მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარსულის ტვირთს მოვიცილებთ, შევძლებთ საკუთარი თავის მომავლისთვის მომზადებას და ცხოვრების გაგრძელებას...

0
313
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0