x
image
მანჩო 777
კანადელმა ძმებმა "წლის სელფი" გადაიღეს მოულოდნელ სტუმართან ერთად
ონტარიოელი ძმები მაიკლ ფლეტჩერი და მისი ძმა ნილი მწყერზე სანადიროდ წავიდნენ, მაგრამ ნანადირევის ნაცვლად იქედან უცნაური ფოტოსურათით დაბრუნდნენ, რომელმაც ისინი ერთ დღეში გახადა ინტერნეტ-პოპულარულები.


image


ტყის სიღრმეში შესვლისას ძმებმა უცნაური ფრინველი შენიშნეს, რომლის მსგავსიც არასოდეს ენახათ.


image



როცა ისინი ახლოს მივიდნენ, ეს უბრალო ჩიტი კი არა, უიშვიათესი თეთრთავიანი არწივი აღმოჩნდა, რომელიც ერთი ფეხით ხაფანგში იყო გაბმული და მთელი ძალით ცდილობდა იქედან თავის დაღწევას. ფრინველი ბევრი ბრძოლისაგან არაქათგამოცლილი ჩანდა.

მაიკლი და ნილი ფრინველს მიუახლოვდნენ, მაიკლმა ქურთუკი გაიხადა, მათ მოახერხეს ქურთუკის გადაფარება არწივზე და მისი ფეხის გათავისუფლება ხაფანგიდან.


მაიკლს ტელეფონი გვერდით ედო, რათა ეს სცენა ვიდეოზე დაეფიქსირებინა, ამ დროს ნილს შესანიშნავი აზრი მოუვიდა: "მოდი, სელფი გადავიღოთ!"-უთხრა მან ძმას.


და აი შედეგიც: ორი კანადელი ყმაწვილი და მათ გვერდით თავმომწონედ მომზირალი თეთრთავიანი არწივი. "ყველა გვეუბნება, რომ ეს წლის სელფია"- ამბობს მაიკლი.


image


აღშსანიშნავია, რომ ახლოდან ფრინველის თვალები საოცრად გამოყურება, ხოლო მისი ზომები მართლაც რომ შთამბეჭდავია.


image


შემდეგ ნილმა რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და ფრინველი გაათავისუფლა.


რაც შეეხება ნადირობას, ძმები სრულიად ცარიელი ხელებით დაბრუნდნენ, მათ არწივის გარდა არანაირი ფრინველი არ უნახავთ.








2
1920
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1920
  
2019, 24 აპრილი, 22:18
კი, სტატიაშიც წერია, რომ არწივია.
2019, 23 აპრილი, 13:35
არწივი არ არის ეს?
0 1 2