x
image
ერეკლე ცოცანიძე
გლდანის პატიმრის დღიური 4-6 ივლისი

imageგამეღვიძა, ჯერ
ისევ ბნელა. ფიქრი ამეკვიატა. დღეს ხომ პირველი სასამართლო მაქვს. ჩუმად ავდექი არ
მინდა ვინმე შევაწუხო. გავემზადე. სანთელი ავანტე და ლოცვა წავიკითხე. კონტროლიორმა
თავი შემოყო.
ცოცანიძე გღვიძავს?
კი მზად ვარ. იყო
პასუხი.

კარგი დაგიძახებ.




ცოტა ხანში კარი
გაიღო. გასვლის წინ კობამ დამიძახა ღმერთი შენსკენო და გავედი. აბანოში შემიყვანეს. იქ კიდევ რამდენმე ადამიანი დამხვდა. ჩხრეკა ჩაგვიტარეს. მწკრივში დაგვაყენეს, ხელები უკანალზე დაგვალაგებინეს და წაგვიყვანეს. პირველ სართულზე შეგვკრიბეს ყველა ვინც სასამართლოზე მიდის. გვარები ამოიკითხეს და ეზოში გაგვიყვანეს.


ვიგრძენი როგორ
მეტკინა ფილტვები, რამ მატკინა და სუფთა ჰაერმა.მთელი თვეა სუფთა ჰაერი არ მღირსებია. ხარბად ვსუნთქავ. ვიცი მხოლოდ რამოდენიმე წამს გაგრძელდება ეს ყველაფერი. ადმინისტრაციის კორპუსში ნაცნობი სიმყრალე ვიგრძენი. ფუქსები. დიდი ავტოფარეხი, ჩამორთმეული სიგარეტი და პირველად ნანახი ციხის ღია კარები. ავტომობილში სკამები ტითქმის არ არის, ერთმანეთს ვასწრებთ დავინახოთ რა ხდება გარეთ. გომბორის ქედს ჩავდივართ . აგერ სეროდანი, პანტიანი, თეთრი წყლები. შუამთა. ჩემი შუამთა, ბურთი ყელში იჭედება, როგორ მომნატრებია აქაური ბუნება და ჰაერი. შუამთის ცნობილ წყაროს ჩავცდით. შემდეგ ცნობილი ხეივანი. ულამაზესი ბუნება.


თელავი, ეს ცალკე განზომილებაა, ყველგან ფუსფუსია, მუშაობა რეაბილიტაცია და მომწონს, მომწონს და ჯერ არ ვიცი რომ თელაველებს სანანებელი გაუხდებათ ეს „აღმშენებლობა“. სასამართლოში გვერდიდან შეგვიყვანეს.დაბლა მიწურში ჩაგვიყვანეს. ნესტის სუნი დგას. ისევ იგინება ბადრაგი. სიჩუმისკენ მოგვიწოდებს. არადა მაქსიმალურად დაბალ ხმაზე ვსაუბრობთ. პოლიციამ დაკავებული ჩამოიყვანა. ნაცნობი
სახეა. ჩემი მეზობელი ბიჭია. ჩემზე პატარა მაგრამ ერთად გავიზარდეთ. ერთმანეთს პატივს ვცემთ. გაუკვირდა აქ რა გინდაო. რავიცი ასეც ხდება მეთქი. ვუთხარი ჩემებს გააგებინე იქნბ სიგარეტი მოგვაწოდონ თქო. მერე დავითას, ჩემს „პაძელნიკს“ მოაკითხა ახლობელმა. მანდატურად მუშაობს აქ. ულუფა გავხსენით. ორი ნაჭერი პური, ცოტა ბრინჯი. ორი სოსისი და ერთი ცალი ვაფლია. კიდევ ერთი წვენი. ეს არის მთელი დღის საჭმელი. საატები საუკუნეებად მეჩვენება.


ცოცანიძე-როსტომაშვილი,
ავდივართ. დაიძახა ბადრაგმა.




ავედით სასამართლო დარბაზში. სხდომა გაიხსნა. ჩემმა ადვოკატმა დათოსას გადაულაპარაკა წელიწადნახევარიო. ყურში ცუდად მომხვდა. მაგრამ არ შევიმჩნიე. სხდომა გაიხსნა. გავხედე დარბაზს. დედაჩემი მარტო ზის. ვერავის ვხედავ ნაცნობს. დათოშ მშობლების და ახლობლების გარდა. გული დამწვა. გამიკვირდა, მზია და მისი ოჯახი რომ არ არის. ვერც შოტიკოს ვხედავ. ვერც სოფოს. ვერც სანდროს. გაიხსნა სხდომა. მოსამართლე კითხვებს სვავს. დათო პასუხობს. მოყვა ყველაფერი რაც მოხდა. მეც იგივე ვუთხარი. მოსამართლემ იკითხა თუ ეს ყველაფერი ასე იყო ეს კაცი რატომ ზის აქო და ჩემსკენ გამოიხედა. პროკურორმა, უპასუხა მაგასთან შეხვდნენ თანა მონაწილეები არიანო. სხდომა სამი კვირით გადაიდო. დედაჩემის თვალებზე ცრემლები დავინახე და გული დამეწვა. მანქანა სასამართლოს ეზოდან გამოვიდა. დავინახე დედაცემი მარტო დგას და მანქანას უყურებს. მინდა სულ წამით გაჩერდეს მანქანა მაგრამ, სულ ტყუილად. ისევ გლდანი, ისევ ფუქსები. ფუქსში ერთ პატიმარს გამოყოლილი სიგარეტი უპოვეს. დადგა გინების და წიხლების კორიანტელი. რიგრიგობით ზუზუნჯებს ხელკეტები, ურტყავენ ყველას ვინც მოხვდებათ ღრიალებენ, იგინებიან, ისევ ურტყავენ, პატიმრები ცხვირპირიდან სისხლის გასდით, ორი კაცი დაბლა გდია და სულს ვერ ითქვავს, ახლა წიხლებით შესდგნენ. ვბღავივართ. სისხლის სუნით გაიჟღინთა ყველაფერი. ნახევარი საათის მერე, ჩაწყნარდნენ, გავიდნენ გინებ გინებით. ძლივს მივაღწიეთ კამერებამდე. შევედი, ოფიცერმა დაიძახა დაწოლილი არ დაგინახოთ არც ერთი სანამ დენი არ ჩაქრებაო. სიმწრიგან და ტკივილისგან ცრემლები წამომივიდა.


ტკივილმა მთელი ღამე არ დამაძინა. დილით ძლივს ჩამოვფორთხდი
საწოლიდან. საჭმელი ბიჭებმა აიღეს. არ მიჭამია, მთელი დღეა რადიოს ვუსმენ არც, წაკითხვა მინდა, არც წერა. ნერვები საშინელ მდგომარეობაში მაქვს. მაკანკალებს. კბილმა ყრუდ დამიწყო ტკივილი. ოფიცერი ყოველ ხუთ წუთში იხედება. ყოველ 5 წუთში ფეხზე უნდა ვიდგეთ. ადექი დაჯექი, მონოტონურად, რობოტულად, თითქოს მანქანები ვართ და არა ადამიანები, ოფიცერი, მთელი დღე გინებით დადის დერეფანში. ვსაუბრობ პოლიტიკაზე ხელოვნებაზე და სულ წამით მოვეშვით.
მოვეშვით და კარებზე წიხლის მორტყმის ხმაც გაისმა. ადექით თქვე ყ....ბო, რა მოგივიდათ, დედისტ...ის გაჩენა გინდათ? თქვენი სულები მოვტყან. ახლა ფეხზე დადექით და არ დაგინახოთ დასხდეთ სანამ მე არ გეტყვით. ავდექით ფეხზე. ოფიცერი, შემოიხედება, გაიცინებს და გაივლის გავიდა ერთი საათი, ორი, მთელი დღე. შემოწმებამდე არცერთი არ დავმსხდარვართ გელას გარდა. ავადმყოფია და მოხუცი. ამიტომ დასვეს. შემოწმებაზე, რომ გავედით, ვიკითხეთ შეიძლება თუ არა დავსხდეთო და დამცინავი ღიმილით მივიღეთ თანხმობა. რადიო ჩავრთეთ. კვირის რეპორტაჟია მაესტროზე, განმეორებით. გამეცინა, ჩვენი სიუჟეტია ბურებზე, სიუჟეტი რომელმაც აქამდე მომიყვანა. საკუთარი ხმა მეცნო. ღამემ მშვიდად ჩაიარა.





დილაა, ოფიცერი შეიცვალა თუ არა, კონტროლიორმა გამიძახა. არა ეს ადვოკატი არაა. სად მეძახიან ნეტავ? ოფიცერთან შედი, მოისმა ჩემს ზურგს უკან. შევედი. ასე 25 წლის კაცი დამხვდა.

ცოცანიძე შენ ხარ?


დიახ ბატონო ოფიცერო.
(ასეთია მირებული ფორმა)


მერე შენ ვინ გტ..ს, ვის ჩამოასახლებენ საქართველოში, შენს ტრა..ზე
ვერ დაეტევი? არ იცი რომ ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერს ქვეყნის წინსვლისთვის აკეთებს? (როგორც ჩანს, მაესტროზე გასულ სიუჟეტს უყურა.) გამომყევი. მითხრა და აბანოს მიმართულებით წამიყვანა. შევედი. რა დედის.....ნა გინდა, შე ყ...ო. - თქვა და ქამრიდან პოიეთილენის მილი ამოღო. მილმა გაიზუზუნა და ჩემს ბეჭებზე დაეშვა. სული შემიგუბდა. სიტყვებს ვეღარ ვარჩევ. ვატყობ იგინება. და მთელი ძალით მირტყავს. დავეცი. სული შემიგუბდა.


ადექი - მესმის
არაადამიანური ბღავილი. ფერდში წიხლი მომხვდა. ადექი შენი დედა. ვერ ვდგები. გული იჯერა
ცემით და თავი მიმანება. ძლივს ავდექი. საკანში სევლასლასდი და დავჯექი. წამოწოლა მინდა.
უფლება არ მაქვს. ფიქრმა წამიღო. რა მინდა ამ ცხოვრებისგან. ვინ ვარ და რატომ ვარ საერთოდ
აქ.

3
370
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
370
  
2015, 29 ნოემბერი, 20:38
ოფიციალურად გამყალბებელი ვარ, თუმცა ჩემი დაპატიმრება, ტელეკომპანია მაესტროზე გასულ სიუჟეტს მოჰყვა სადაც ხელისუფლების პირველ პირებს და მაშინდელ პირველ ლედის, "ბურები"-ს ანუ იმ ხალხის ჩამოსახლების გამო დავუპირისპირდი რომელიც საკუთარმა სამშობლომ. ჰოლანდიამ გააძევა სამხრეთ აფრიკაში.
2015, 28 ნოემბერი, 15:59
ეს ლამაზი კაცი რისტვის ჩასვეს?
2015, 28 ნოემბერი, 11:43
რისთვის იჯდა ეს ბიჭი?
0 1 3