სხვა 15 საინტერესო აზრი დასაფიქრებლად 2015, 27 ნოემბერი, 12:21 ბედნიერება – სულისა და ტვინის მდგომარეობა არის. და თუ ადამიანი სულში ბედნიერებას ვერ გრძნობს, ამ მდგომარეობის გამოსწორება ტვინით შეუძლია, თუ წარმოიდგენს რომ ბედნიერია. მართალია, თავდაპირველად ეს მოჩვენებითი ბედნიერება იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად იგრძნობს შედეგს. და ვიდრე ეს მომენტი დადგება, ეს ციტატები დაგეხმარებათ იმაში, რომ თავი უფრო მშვიდად და ბედნიერად იგრძნოთ: რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ცოტა რამ არის ამ ქვეყანაზე, რაც დიდი ხნის მანძილზეა მნიშვნელოვანი. რემარკი ის რასაც მშვიდად აღიქვამთ, თქვენს მართვას ვეღარ შეძლებს. როდესაც ზღვას დიდი ხნის მანძილზე უყურებთ, ადამიანები გენატრებათ, ხოლო როდესაც ადამიანებს უყურებთ დიდ ხნის მანძილზე – ზღვა. ჰარუკი მურაკამი ვინც იღებს – ავსებს ხელს ვინც გასცემს – ავსებს გულს რაც უფრო სულმდაბალია ადამიანი, მით უფრო მაღლა სწევს ცხვირს. ის ცხვირით მიისწრაფის იმისკე, რასაც სული ვერ შესწვდა. ომარ ხაიამი ღმერთმა უკეთესად იცის, ჩვენთვის რა არის კარგი და რა ცუდი. ადრე, თუ გვიან, ის შეგვახვედრებს საჭირო ადამიანებს და დაგვაშორებს იმათ, ვისთანაც ურთიერთობა გვავნებს ან სარგებელს არ მოგვიტანს. ცხოვრებაში აუცილებლად უნდა იყოს პაუზები. ისეთი პაუზები, როდესაც ცხოვრებაში არაფერი ხდება – უბრალოდ ზიხართ და სამყაროს უყურებთ, ხოლო სამყარო თქვენ გიყურებთ. კარლ რენცი ბედნიერება ყველასთან მოვა. აუცილებელი არ არის ეს კვირის განსაზღვრულ დღეს ან წლის წინასწარ დაგეგმილ თვეში მოხდეს. მაგრამ, აუცილებლად მოულოდნელად მოვა... არ არსებობს ბედნიერების გასაღები. მისი კარები ყოველთვის ღია არის. დედა ტერეზა სიგარეტის კოლოფზე – “მოწევა კლავს" ნაცვლად, უნდა ეწეროს: “ბედნიერები არ ეწევიან". სუსტი შურს იძიებს, ძლიერი აპატიებს, ხოლო ბედნიერი დაივიწყებს. სამყარო ოპტიმისტებს ეკუთვნით, პესიმისტები მხოლოდ მაყურებლები არიან. ბედნიერ ადამიანებს ყველაფერი საუკეთესო არა აქვთ, მაგრამ ისინი იღებენ საუკეთესოს იქიდან, რაც აქვთ. ნუ შეაჩერებთ იმას, ვინც მიდის და ხელს ნუ ჰკრავთ იმას, ვინც მოდის და მაშინ, ბედნიერება თავად გიპოვით. ომარ ხაიამი
ერთხელ, სრულიად შემთხვევით, აღმოჩნდებით საჭირო დროს, საჭირო ადგილზე და მილიონობით გზა გადაიკვეთება ერთ წერტილში. 1190 6-ს მოსწონს 1-ს არა
|