რელიგია ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში "ჯოკონდაზე" ლოცულობენ - ფოტო, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა 2015, 26 ნოემბერი, 19:15 ფოტო, რომელზეც ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატი, "ჯოკონდა" ეკლესიაში ხატად არის დაბრძანებული და სანთლები აქვს დანთებული, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ ფეისბუქის გვერდზე განათავსა: "ჩვენი ასოციაციის წევრები წალკის მუნიციპალიტეტში გამართული ექსპედიციისას, ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში ასეთ ვითარებას წააწყდნენ", - ნათქვამია სტატუსში. ამ ფაქტმა სოციალური ქსელის უმრავლესობას ღიმილი მოჰგვარა: " წმინდა ქალწულ ჯოკონდას მადლი გფარავდეთ"; "ღიმილისა და იდუმალების მფარველი წმინდანი ჯოკონდა უკაცრიელი" - ვკითხულობთ კომენტარებში. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამ ყველაფერს ურალოდ ფოტოგრაფის ხუმრობად აღიქვამს. 546 6-ს მოსწონს
|