მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი რამაზ ნოზაძე საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს ეხმიანება და ფეისბუქის პირად გვერდზე ტერორისტებს მიმართავს:
"შეიძლება ვიღაცას გონია, რომ ტერორისტების ეშინია ვინმეს! სულ ცალ ფეხზე მკიდია თითოეული გაბრაზებული ტერორისტი. მოკვლის მეტი არაფერი არ შეუძლიათ, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან - იქ, სადაც უშვებენ თავიანთ მსხვერპლებს, იქ მივლენ თვითონაც) ამ ხორციელ ცხოვრებაში შეგიძლიათ გაგვაუბედუროთ, მაგრამ თქვენი მეშვეობით თითეული მოკლული ადამიანი სამოთეში მიდის - იქ, სადაც თქვენთვის გზა დაკეტილია!"- წერს რამაზ ნოზაძე.