“ ქართული ოცნების " აქცია თავისუფლების მოედანზე დასრულდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ეს იყო მისი საარჩევნო კამპანიის გახსნა, და დღეიდან ის იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის."ბედნიერი ვარ, რომ ერთად ვიწყებთ ბრძოლას საქართველოს გაერთიანებისთვის. გავიხსენოთ 9 აპრილის მოვლენები, რომლებიც ამ ადგილთან ახლოს განვითარდა. გავიხსენოთ ისინი, ვინც ერთი წლის წინ 26 მაისს ხელისუფლების გაუგონარი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
აქციის მიმდინარეობის დროს არანაირ ინცინდენტს არ ჰქონია ადგილი.