x
image
natia.a
„ამ ღიმილზე გავცვლიდი ყველაფერს…“ - ნანკა კალატოზიშვილის ემოციური პოსტი

image
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იმ გრძნობაზე საუბრობს, რომელსაც თავისი პატარა შვილის მიმართ გრძნობს:


„ღამის ორ საათზე, მეძახის დანი, შევრბივარ და ამ დროს სძინავს. სავარაუდოდ, ან ვესიზმრები, ან ვჭირდები იქ, სადაც ძილში მოგზაურობს. არ ვაღვიძებ, ერთადერთი, სიახლოვეს მოფერებით ვაგრძნობინებ და ძალიან მინდა, ამ შეგრძნებით სიზმარშიც დამინახოს და დამშვიდდეს. ყველაფერთან ერთად, ძალიან მაინტერესებს, რას ხედავს, რა ესიზმრება. ყოველ დღე მის შეცნობაში ვარ და სიზმრებით ალბათ, კიდევ უფრო კარგად გავიცნობდი მის დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ.

უცებ თავისით ეღვიძება, მხედავს და ისე უხარია, რომ ამ ღიმილზე გავცვლიდი ყველაფერს, მიხუტებს და მეფერება სახეზე. მერე ისევ დედას ძახილით იძინებს ჩახუტებული.

საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ უნდა გამოვხატო ემოცია, რომელიც დანის დანახვაზე, ან მასზე ფიქრით და მისი ხსენების დროს მეუფლება. სისულელეა სიყვარულის ახსნა, სიყვარულს უნდა გრძნობდე და სიტყვები ამ დროს მხოლოდ აქსესუარია. კინგ დანიუს…“ – წერს ნანკა სოციალურ ქსელში.


image



0
688
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
688
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0