x
image
ციცი
Mediator image
პარიზის ტერაქტს შეწირული წყვილის ტრაგიკული ისტორია-"ბილეთი სიკვდილის პრემიერაზე..."

image
ყველაზე საშინელმა ტერორისტულმა აქტმა საფრანგეთის დედაქალაქის, პარიზის ისტორიაში მთელი მსოფლიო შეძრა. ქართველი ემიგრანტი სულა სულაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" შეყვარებული წყვილის ტრაგიკულ ისტორიას აქვეყნებს, რომელთა სიცოცხლეც ტერაქტის დროს დასრულდა:


"ბილეთი სიკვდილის პრემიერაზე...
დილით, საუზმეს რომ ამზადებდა, გაბრიელის საყვარელი ფინჯანი ხელიდან გაუვარდა და დაემსხვრა... კლაუდიამ შუბლზე აკოცა შვილს და პირობა მისცა, სამსახურიდან დაბრუნებამდე აუცილებლად უყიდიდა ზუსტად ისეთივე ფინჯანს, რადაც უნდა დსჯდომოდა.
- მთელ პარიზს შემოვივლი და ვიშოვი, - ეუბნებოდა გაბრიელს და შოკოლადინს ძალით სტენიდა პირში, -აი, ეს ერთიც შეჭამე... შეჭამე და საღამომდე დაგავიწყდება...
გაბრიელი რომ გააცილა, თვითონაც შემოიცვა თხელი მანტო და ქალაქში გავიდა. შორს არც უფიქრია წასვლა. იქვე ახლოს, რესპუბლიკის ქუჩაზე, საკონცერტო დარბაზის მოპირდაპირედ, ეგვიპტური სუვენირების მაღაზიაში შევიდა. თვალები სიხარულისგან გაუნათდა, როდესაც მსგავსი ფინჯანი ისევ აღმოაჩინა თაროზე და ერთის ნაცვლად ორი იყიდა: მალე ცოლს შეირთავს, იყოსო, -გაიფიქრა გულში. შემდეგ საკონცერტო აფიშები გადაათვალიერა და სალაროსკენ გაეშურა. ჯერ სამი ბილეთი მოითხოვა. მერე იფიქრა: მე რაღა მინდა, ახალგაზრდები არიან, თან მთელი კვირაა ერთმანეთს არ შეხვედრიანო და ერთი ბილეთი ისევ უკან დააბრუნა...

გვიან საღამოს გიჟივით გავარდა აივანზე...
ქალაქი სირენების ხმამ შთანთქა...
- ვაიმე, შვილებო! - იყვირა და საკონცერტო დარბაზისკენ გაიქცა...
დღეს პროზექტურის კარებთან მდგარი, თმაგაწეწილი კლაუდია ყველას უყვებოდა, როგორ შეიძინა ბილეთები, რომელსაც თურმე "სიკვდილის პრემიერა" ეწერა ზედ და გულმოსაკლავი ხმით კიოდა: - დამიბრუნეთ მესამე ბილეთი სიკვდილის პრემიერაზე დასასწრებად!
გაბრიელის და ემილიას უსულო სხეულს ჯერ ისევ ოქროსფერი ქაღალდი ეფარა და მათ ჯიბეში დარჩენილი მობილურები დაუსრულებლად წკრიალებდნენ...
ეს იყო ხმა, რომელსაც სიკვდილის გაცოცხლება სურდა...
მათ მეგობრები, ნათესავები, ან უბრალოდ ნაცნობები ეძებედნენ და ელოდებოდნენ...
პარიზი 2015 წ. 13 ნოემბერი
სულა სულაშვილი..."

imageimageimageimage




image
image

1
276
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
276
  
2015, 16 ნოემბერი, 12:48
რამ დაგაუძლურად და რამ დაგაბერათ ასე ეს ფრანგები, ალბათ დიუმას გმირები თქვენი შემყურე სიმწრისაგან საფლავში ტრიალებენ, თქვენივე ქვეყანაში მუსლიმებს აბაირამებთ და ეს ყველაზე სანატრელი ქალაქი ტერორისტების საპარპაშო გახადეთ, დრო არის გამოიღვიძოთ.
0 1 1