x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე უნიკალური ნიძლავები, მსოფლიო ისტორიის მანძილზე

ნიძლავი და კამათი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს და თუ ისტორიას გადავხედავთ, შესაძლებელი გახდება არაერთი წიგნის დაწერა ხელისუფალთა, მწერლების, ხელოვანების და ბევრი დიდი ადამიანის ნიძლავების შესახებ. აქ კი, მოცემულია, ნიძლავებს შორის, 5 ყველაზე უნიკალური ნიძლავი.



მარგალიტის კოკტეილი

ყველაზე უნიკალური ნიძლავები,  მსოდლიო ისტორიის მანძილზე

ერთხელ, კლეოპატრამ ნიძლავი დადო მაკ ანტონიუსთან, რომ ვახშმის დროს, დალევდა 10 მილიონი სესტენცის (ვერცხლის მონეტა) ღვინოს.
ეშმაკ კლეოპატრას ყველაფერი წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული და დანიშნულ ვახშმამდე, ერთი დღით ადრე, ღვინის ჭიქაში, რომლითაც თავად უნდა დაელია, ჩადო საყურე, შავი მარგალიტით.
შედეგად, კალციუმის კარბონატი (CaCO3) რიაქციაში შევიდა ძმრის მჟავასთან (CH3COOH) და ღვინო უვნებელ სასმელად იქცა, რომლის დალევაც ნებისმიერი რაოდენობით შეიძლებოდა. ასე მოიგო კლეოპატრამ ნიძლავი.



ყასაბთან შეჯიბრი

ყველაზე უნიკალური ნიძლავები,  მსოდლიო ისტორიის მანძილზე

ერთმა მოხერხებულმა ყასაბმა – ბულოკმა, რომელიც XVIII საუკუნეში ცხოვრობდა ქ. ბრაიტონში, ნიძლავი დადო გრაფ ბერიმორთან. მან გრაფს შესთავაზა, მასთან სირბილში შეჯიბრი, 100 მ. დისტანციაზე.

ნიძლავის თანახმად, თუ ბულოკი წააგებდა, მას გრაფისთვის თავისი ბიზნესი ანუ ხორცის მაღაზია უნდა მიეცა, ხოლო თუ მოიგებდა, გრაფს მისთვის იმდენი ფული უნდა გადაეხადა, რაც მაღაზია ღირდა (თანხას შემფასებელი დაადგენდა, შეჯიბრის შემდეგ).

მათ შორის წონაში სხვაობა დიდი იყო. ყასაბი ჩაფსკვნილი მსხვილი კაცი იყო, ხოლო გრაფი გამხდარი, სუსტი აგებულების და ამასთან მსუბუქი ათლეტიკით იყო გატაცებული. პირობის თანახმად, სარბენი ადგილი ყასაბს უნდა შეერჩია.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ბულიკმა შეჯიბრისთვის ყველაზე ვიწრო ქუჩა აირჩია და როდესაც გრაფი მას დაეწია, ვიწრო გასასვლელში, უბრალოდ ვეღარ გადაასწრო მსუქან ყასაბს – ვერ გაეტია. შეჯიბრის შემდეგ, გრაფმა წაგება აღიარა, ხოლო ყასაბი გამდიდრდა.




ბალზაკის ქალები

ყველაზე უნიკალური ნიძლავები,  მსოდლიო ისტორიის მანძილზე

ქალების მოყვარული ბალზაკი, იმითაც იყო ცნობილი, რომ უცნობ ქალბატონებს ხშირად უგონებდა ავტობიოგრაფიებს.
ერთხელ, ის მეგობართან ერთად სეირნობდა პარკში და დაინახა, რომ სკამზე ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, ქალი იჯდა. მან თავის მეგობართან ნიძლავი დადო, გემრიელ ვახშამზე. მისი თქმით, ქალი თმაში თეთრი ყვავილით, ფრანგი უნდა ყოფილიყო, გაუთხოვარი და უშვილო, ხოლო მეორე, შავგვრემანი – მარტოხელა დედა, რომელმაც შვილი ქორწინების გარეშე გააჩინა და საკუთარ დედას გადასცა აღსაზრდელად.
ბალზაკი გაკვირვებული დარჩა, როდესაც მათთან მივიდა და ქერა ქალი, რომელიც ფრანგი ეგონა, გერმანელი აღმოჩნდა და თან ორი შვილის დედა, ხოლო შავგვრემანი – ფრანგი და უშვილო. მოკლედ, ბალზაკმა ნიძლავი წააგო.



მთვარის ნიძლავი

ყველაზე უნიკალური ნიძლავები,  მსოდლიო ისტორიის მანძილზე

1960 წელს ბრიტანელმა დევიდ ტრელფოლმა ბუკმეიკერულ ოფისში ფსონი დადო იმაზე, რომ უახლოეს 10 წლის მანძილზე, ადამიანი მთვარეზე გაფრინდება.
მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ნიძლავში დაწესებული ვადის ამოწურვამდე, 1 წლით ადრე, ნილ არმსტრონგმა მთვარეზე დაადგა ფეხი.

მოგებული ფულით, დევიდმა სპორტული მანქანა იყიდა და ერთი წლის შემდეგ, ამავე მანქანით გაკეთებულ ავარიაში დაიღუპა.



მსოფლიოს გარშემო 80 დღეში

ყველაზე უნიკალური ნიძლავები,  მსოდლიო ისტორიის მანძილზე

ერთხელ, ამერიკელმა ჟურნალისტმა ჰელი ბლაიმ გადაწყვიტა წიგნის «80 დღე დედამიწის გარშემო», პერსონაჟის – ფილეას ფოგის მიერ გავლილი გზა გაევლო. მან სთხოვა ხელმძღვანელებს ის მივლინებაში გაეშვათ და ექსპედიციისთვის, 200 ფუნტი გამოეყოთ.
ჟურნალისტის თხოვნა დააკმაყოფილეს და ამავდროულად, Cosmopolitan-ის რედაქციამ გადაწყვიტა, პარალელურად საკუთარი ჟურნალისტის გაგზავნა, რომ ენახათ ვინ დაბრუნდებოდა პირველი.

ნელი სამოგზაუროდ 1889 წლის ნოემბერში გაემგზავრა და საკუთარი მარშრუტების შესახებ, დეპეშებით ატყობინებდა ორგანიზატორებს. ის 1890 წლის 21 იანვარს ამერიკაში დაბრუნდა, მაშინ როდესაც, კოსმოპოლიტენის ჟურნალისტი ჯერ კიდევ ატლანტიკის ოკეანეში, გემზე იმყოფებოდა.

2
2727
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2727
  
2015, 13 ნოემბერი, 22:51
დიდი მადლობა :)
2015, 13 ნოემბერი, 22:09
ძალიან, ძალიან საინტერესო სტატიაა, ბრავო როგორც ყოველთვის! არ შემეძლო არ გამეზიარებინა:)
0 1 2