ფოტო ჟურნალისთვის ანუ გლამურული რეტუსში. პრაქტიკუმი (Photoshop CS 4 & 5)
![ფოტო ჟურნალისთვის ანუ გლამურული რეტუსში ფოტო ჟურნალისთვის ანუ გლამურული რეტუსში](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201511/2015111216081373439.png)
ვარსკვლავები ჟურნალებში ყოველთვის კარგად გამოიყურებიან და ამაში მათ ფოტოშოპიც ეხმარებათ.
ფოტოსურათზე ადამიანი უნაკლოდ რომ გამოიყურებოდეს:
1) უნდა მოვახდინოთ, Layers პალიტრაში, გამოსახულების დუბლირება.
2) რეტუშის ხელსაწყოების გამოყენებით (იხ. რეტუში - სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები), დავამუშაოთ სახის კანი: მოვაცილოთ ხალები, სინათლის ანარეკლები და ყველაფერი, რაც თვალში ცუდად მოგვხვდება.
გამოსახულებაზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას.
3) Color Range (მენიუ Select > Color Range) ხელსაწყოს გამოყენებით, გამოვყოთ და კოპირებით (Ctrl+J) ახალ ფენაზე გადავიტანოთ სახის კანი და გავთიშოთ ფონის ფენა.
4) კოპირებულ ფენაზე, რბილი საშლელით (Eraser Tool), წავშალოთ ყველაფერი კანის გარდა.
5) მოვახდინოთ კანის ფენის დუბლირება > ფენების დადების ჩამოსაშლელი მენიუდან, ქვედა ფენისთვის ავირჩიოთ Darken რეჟიმი, ხოლო ზედა ფენისთვის – Lighten > ქვედა (Darken რეჟიმიან) ფენაზე გამოვიყენოთ Gaussian Blur (მენიუ Filter > Blur > Gaussian Blur) ფილტრი, ისეთი რადიუსით, რომ ციფრული ხმაური (შავი წერტილები) და კანის დარჩენილი დეფექტები, სრულად გადაირეცხოს > ჩავრთათ ზედა ფენა და იგივე ფილტრი გამოვიყენოთ, გაორმაგებული რადიუსით (ამ შემთხვევაში, I ფენის რადიუსი არის 4 პიქსელია, ხოლო II ფენისის – 8 პიქსელი).
6) გავაერთიანოთ კანის ფენები და დავარეგულიროთ ფენის გამჭვირვალობა, ისე რომ, კანი ბუნებრივად გამოიყურებოდეს.
7) რბილი საშლელის გამოყენებით, წავშალოთ კანის ფენა იმ ადგილებში (თვალები, წარბები, ტუჩები, თმა), სადაც მოხდა გადაფარვა, ფენების გადარეცხვის შემდეგ, რომ აღვადგინოთ სიმკვეთრე გადაფარვის ადგილებში.
8) ავამაღლოთ კანის ფენის სიმკვეთრე, ბრძანებით: Filter > Sharpen > Sharpen More (ან სიმკვეთრის ასამაღლებელი ნებისმიერი ფილტრით).
9) კანი რომ მეტისმეტად გადარეცხილი არ იყოს და უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდეს, აღვადგინოთ კანის ტექსტურა: Filter > Noise > Add Noise (Amount -1%).
10) ბრძანებით : მენიუ Image > Adjustments > Levels, გავხსნათ სადიალოგო ფანჯარა Levels და ჰისტოგრამის ქვემოთ მოთავსებული ნაცრისფერი ბერკეტი ოდნავ მარცხნივ გადმოვწიოთ, რომ გავანათოთ კანის ფენა.
11) გავაერთიანოთ ფენები.
![ფოტო ჟურნალისთვის ანუ გლამურული რეტუსში ფოტო ჟურნალისთვის ანუ გლამურული რეტუსში](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201511/2015111216132873439.png)