მომღერალი ნუკა კვალიაშვილი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია. იგი ცნობილი მომღერლის ეკა კვალიაშვილის ერთადერთი ქალიშვილია. ნუკა საზოგადოებამ მუსიკალური სატელევიზიო ტელე პროექტის "საქართველოს ვარსკვლავის" მეშვეობით გაიცნო. თავისი განსხვავებული იმიჯით და ძლიერი ხმით საზოგადოების დიდი სიყვარული დაიმსახურა. პროექტის განმავლობაში ნუკას იცნობდნენ, როგორც ნუკა გვალიას. მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ ვინაიდან მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს ცნობილი დედის გვარზე გადასულიყო. მას შემდეგ იგი უკვე ნუკა კვალიაშვილი გახდა.
ნუკა პროექტის ფინალში გავიდა, მაგრამ საბოლოო გამარჯვება სხვას ერგო. ამის შემდეგ მან მიიღო მონაწილეობა კიდევ ერთ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში "ერთი ერთში".
ნუკა კვალიაშვილი გათხოვილია, მისი მეუღლე ნიკუშა კობახიძეა, რომელიც ინტერნეტით გაიცნო და შემდეგ შეუყვარდათ ერთმანეთი. მათ ყავთ ორი წლის უსაყვარლესი ბიჭუნა, პატარა ლუკა.
მისი მეუღლე ლამბერსექსუალია. მათი ოჯახური წყვილი ყველაზე განსხვავებულ და არაორდინალურ წყვილად ითვლება ქართველ ცნობილ წყვილებს შორის. ცოლსაც და ქმარსაც უყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება.
განსაკუთრებით კი ნუკი არ ინდობს საკუთარ თავს და თმებს. ბუნებაში თუ რაიმე ფერი არსებობს ყველა საკუთარ თმაზე აქვს გამოცდილი. ახლაც ცისფერი თმებით გამოგვეცხადა.
"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მომღერალი საკუთარ თმას მადლობას უხდის გაძლებისათვის და ფოტოს აქვეყნებს სადაც მისი თმის ფერთა ცვლილებების ისტორიაა გამოსახული:
"ძალიან დიდ მადლობას ვუხდი საკუთარ თმას გაძლებისთვის და ასევე თავს... ეს არის ჩემი თმის ფერების სრული ისტორია, მხოლოდ აკლია ლურჯი, როდესაც მქონდა 11 წლის ასაკში... უბრალოდ სურათი აღარ მაქვს... ბედნიერ დათვალიერებას გისურვებთ..."