კომპიუტერები და პროგრამები თმის და თვალის ფერის შეცვლა ფოტოშოპში. პრაქტიკუმი (Photoshop CS 4 & 5) 2015, 8 ნოემბერი, 17:06 ფოტოშოპში, თმისა და თვალის ფერის შეცვლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, აქ განხილულია ყველაზე მარტივი, ამ მეთოდებს შორის:
თმის ფერის შეცვლა
1) ფოტოშოპში გამოსახულების გახსნის შემდეგ, გავხსნათ Chennels პალიტრა, დავათვალიეროთ არხები და მოვახდინოთ ყველაზე კონტრასტული არხის კოპირება > ჩავრთათ RGB არხი. 2) Select მენიუში ავირჩიოთ Load Selection პუნქტი და გამოსულ სადიალოგო ფანჯარაში, Channel ჩამოსაშლელი მენიუდან, ამოვირჩიოთ ჩვენს მიერ კოპირებული არხის სახელი > დავაჭიროთ OK ღილაკს. გამოსახულებაზე მივიღებთ გამოყოფას > მოვახდინოთ გამოყოფის ინვერტირება (მენიუ Select > Inverse). 4) შევამოწმოთ აქტიურია თუ არა ფენის ნიღაბი > თეთრი და შავი რბილი ფუნჯების გამოყენებით, მოვახდინოთ ნიღბის დამუშავება: თეთრი ფუნჯი გადავატარით თმაზე, ხოლო შავი ფუნჯით, წავშალოთ ფენის სხვა ელემენტები. იმ ადგილებში, სადაც თმა კანს ან ტანსაცმელს ეხება, უნდა შევამციროთ ფუნჯის გამჭვირვალობის პროცენტი. (განსაკუთრებული ძალისხმევა არ არის საჭირო ნიღაბზე მუშაობისას, მისი ჩასწორება, მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე, შეიძლება). ჩავრთათ Background – ის ფენის „თვალი“. 6) საკორექციო ფენის მინიატურებზე 2-ჯერ დაწკაპუნებით, გავხსნათ ფენების სადიალოგო ფანჯრები და დავარეგულიროთ პატამეტრები: Brightness/Contrast საკორექციო ფენის Brightness პარამეტრის ბერკეტი უნდა გადავწიოთ მარჯვნივ, Levels საკორექციო ფენის, ჰისტოგრამის ქვემოთ მოთავსებული თეთრი და ნაცრისფეტი ბერკეტები უნდა გადავწიოთ მარცხნივ, ხოლო Hue/Saturation სადიალოგო ფანჯარაში უნდა ჩავრთათ Colorize გადამრთველი და შევარჩიოთ თმის ფერი.
თვალის ფერის შეცვლა
P.S. იმ შემთხვევაში, თუ მუქი ფერის თმას ქერად „ვღებავთ“, რბილი, დაბალი გამჭვირვალობის შავი ფუნჯით, თმის ნიღაბზე, უნდა დავამუშაოთ თმის ძირები. 1158 10-ს მოსწონს
|