ასტროლოგია ხასიათი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით (მეორე ნაწილი) 2012, 27 მაისი, 11:37 ![]() ლომი_ დიდი ნებისყოფის მქონენი, ძნელად ემორჩილებიან სხვას. არიან დიდსულოვნებითა და კეთილშობილებით სავსენი, თავდაჯერებულები, ამაყნი და მამაცნი. ძანაუფლების მოყვარულები და მომთხოვნები, ზოგჯერ ზედმეტად ხელგაშლილები; ქედმაღლები და ფუფუნების მოყვარულნი. სიამოვნებით ემსახურებიან მაღალ იდეებს. შეუძლიათ იყვნენ უხეშები და ფიცხები.მფარველობენ ყველას, ვინც საჭიროებს მათგან მზრუნველობას. უყვართ კარგი ცხოვრება და განცხრომა, იზიდავთ სპორტი. მათში გაერთიანებულია უნარი, გაიღონ მსხვერპლი, გააჩნდეთ დიდი გრძნობა და ამავე დროს, იყვნენ საოცრად ანგარიშიანები. არასოდეს არ ავიწყდებათ საკუთარი თავი. ქალწული_ დიდი შინაგანი, სულიერი მონაცემები; აღქმულის ადვილად ათვისების უნარი, მეცნიერების ყველა დარგის მოყვარულები. მუდამ განწყობილნი საქმისთვის, არიან მეთოდურები. ბუნებით მომთმენნი, მეოჯახენი. არიან პრაქტიკულნი და საღი მსჯელობის პატრონები, ყოველთვის ემყარებიან ფაქტებს; ხშირად წვრილმანდებიან და თავს კარგავენ. სკეპტიკურობა ხელს უშლის მათ ფართო გაქანებას. ამ ტიპის ზოგიერთი ადამიანი უნდა ერიდოს სხვათა მეტისმეტად განსჯას. მათ შორის არიან იდეალისტებიც და მაღალი სულით დაჯილდოვებული ადამიანებიც. სიყვარულისადმი კრიტიკულად არიან განწყობილნი და ამ საკითხს რამდენადმე გულგრილად ეკიდებიან. 763 9-ს მოსწონს |