კომპიუტერები და პროგრამები Other (სხვა) ჯგუფის ფილტრები. სიმკვეთრის ამაღლება სურათზე High Pass ფილტრის გამოყენებით. (Photoshop CS 4 & 5) 2015, 5 ნოემბერი, 16:33 Other ჯგუფში შედის ფილტრები, რომლებიც უკვე განხილული ფილტრების ჯგუფებიდან, ვერცერთში ვერ მოხვდა. ფილტრების გამოძახება შეიძლება ბრძანებით: მენიუ Filter > Other > რომელიმე ფილტრი ჯგუფიდან (ნახ. 1). I. Custom (შეკვეთილი) ფილტრი, მეზობელი პიქსელების შერევის გზით, გამოსახულებაზე ზრდის ან ამცირებს სიმკვეთრეს, ქმნის რელიეფურ გამოსახულებას და ა. შ. ფილტრის სადიალოგო ფანჯარაში წარმოდგენილია, წინასწარი დათვალიერების ფანჯარა, მატრიცა ციფრული ველებით 5X5 და ორი ველი: Scale (მასშტაბი) და Offset (გადაადგილება). Preview (დათვალიერება) გადამრთველი ფილტრის მოქმედების შედეგს ასახავს გამოსახულებაზე (ნახ. 2).
გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას. ფილტრის მუშაობის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: პიქსელების არსებული სიმკვეთრე მრავლდება ცენტრალურ ველში მოთავსებულ რიცხვზე, შემდეგ მეზობლად მდებარე პიქსელები მრავლდება ცენტრალური ველის ირგვლივ მდებარე რიცხვების მნიშვნელობებზე, მიღებული შედეგები ჯამდება, იყოფა Scale ველის მნიშვნელობაზე და ემატება Offset ველის მნიშვნელობა. ციფრულ ველებში შესაძლებელია რიცხვების ჩაწერა -999-დან +999-მდე დიაპაზონში, მაგრამ რეალურად გამოიყენება -9-დან +9-მდე დიაპაზონი. უფრო მაღალი მნიშვნელობების გამოყენების შემთხვევაში, ყველა პიქსელი ხდება თეთრი ან შავი. Scale ველში შესაძლებელია რიცხვითი მნიშვნელობის ჩაწერა 1-დან 9999-მდე დიაპაზონში. Offset ველში შესაძლებელია რიცხვითი მნიშვნელობის ჩაწერა -9999-დან 9999-მდე დიაპაზონში. Save ღილაკის მეშვეობით შესაძლებელია ფილტრის პარამეტრების შენახვა მყარ დისკზე, ხოლო Load ღილაკის მეშვეობით, შენახული პარამეტრების ჩატვირთვა ფილტრში. II. High Pass (ფერის კონტრასტი) ფილტრი გამოიყენება გამოსახულებაზე ფერებს შორის მკვეთრი გადასვლების გამოსავლენად (ნახ. 3). Radius (რადიუსი) პარამეტრი განსაზღვრავს გამოსაყოფი კონტურის კონტრასტის დონეს 0, 1-დან 250 პიქსელამდე დიაპაზონში. High Pass ფილტრს ხშირად იყენებენ გამოსახულებაზე სიმკვეთრის ასამაღლებლად: 1) გავხსნათ გამოსახულება პროგრამაში. 2) მოვახდინოთ მისი დუბლირება და დუბლირებული ფენა ფენა გადავაქციოთ შავ-თეთრ გამოსახულებად. 3) შავ-თეთრ გამოსახულებაზე გამოვიყენოთ High Pass ფილტრი, ისეთი რადიუსით რომ კონტურები მკრთალად ჩანდეს ნაცრისფერ ფონზე. 4) გადავიყვანოთ ფილტრში გატარებული ფენა Overlay რეჟიმში. თუ საჭირო გახდა, მოვახდინოთ ფილტრში გატარებული ფენის დუბლირებს, სიმკვეთრის გაძლიერების მიზნით. 5) შევადაროთ გამოსახულება რედაქტირებამდე და რედაქტირების შემდეგ: III. Maximum (მაქსიმუმი) ფილტრი გამოიყენება გამოსახულების ნათელი უბნების გასაფართოებლად (ნახ. 4). Radius (რადიუსი) პარამეტრი განსაზღვრავს გაფართოების ზონას 1-დან 10 პიქსელამდე დიაპაზონში. IV. Minimum (მინიმუმი) ფილტრი გამოიყენება გამოსახულების მუქი უბნების გასაფართოებლად (ნახ. 5). Radius (რადიუსი) პარამეტრი განსაზღვრავს გაფართოების ზონას 1-დან 10 პიქსელამდე დიაპაზონში. V. Offset (გადაადგილება) ფილტრი გამოიყენება გამოსახულების ან მისი გამოყოფილი ნაწილის გადასაადგილებლად. ფილტრის სადიალოგო ფანჯარაში (ნახ. 6) მოცემულია ორი ბერკეტიანი და ერთი გადამრთველებიანი ველი. Horizontal… pixels right (ჰორიზონტალურად… პიქსელები მარჯვნივ) и Vertical… pixels down (ვერტიკალურად… პიქსელები ქვევით) ველები გამოიყენება გამოსახულების გადასაადგილებლად – 30, 000 დან +30, 000 პიქსელამდე დიაპაზონში. გადაადგილების შემდეგ გამოსახულებაზე ცარიელი ადგილების შესავსებად გამოიყენება Undefined Areas (გაურკვეველი ოლქები) ველი შემდეგი გადამრთველებით (ნახ. 7): Set To Background (ფონური ფერით შევსება) Repeat Edge Pixels (სასაზღვრო პიქსელებით შევსება) Wrap Around (ჩამოჭრილი ფრაგმენტებით შევსება)
34 8-ს მოსწონს
|