კომპიუტერები და პროგრამები Texture (ტექსტურა) ჯგუფის ფილტრები. (Photoshop CS 4 & 5) 2015, 4 ნოემბერი, 16:49 Texture ჯგუფის ფილტრები გამოიყენება გამოსახულების ან მისი ფრაგმენტის დეკორაციული ნახატით შესავსებად. ფილტრების გამოძახება შეიძლება ბრძანებით: Filter > Texture > რომელიმე ფილტრი ჯგუფიდან (ნახ. 1) ან მენიუ Filter > Filter Gallery. ჯგუფში გაერთიანებულია 6 სახის ფილტრი, რომლებიც გამოსახულებას (ნახ.2) სხვადასხვა სახის ტექსტურას ამატებენ. I. Craquelure (ბზარი) ფილტრი გამოიყენება ზეთის საღებავებით შესრულებული ძველი ფერწერის იმიტაციისათვის, რომელიც დროთა განმავლობაში ბზარებით იფარება, არასათანადო პირიბებში შენახვის შემთხვევაში (ნახ.3). გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას. Crack Spacing (ინტერვალი) პარამეტრი განსაზღვრავს ბზარების სიხშირის დონეს გამოსახულებაზე 2-დან 100-მდე დიაპაზონში. Crack Depth (ბზარების სიღრმე) ადგენს ბზარების სიღრმეს 0-დან 10-მდე დიაპაზონში. Crack Brightness (განათებულობა) განსაზღვრავს ბზარების რელიეფურობას 0-დან 10-მდე დიაპაზონში. II. Grain (მარცვალი) ფილტრი გამოსახულებას გარდაქმნის მსხვილი ფერადი მარცვლების გაერთიანებად (ნახ. 4). Intensity (ინტენსივობა) პარამეტრი განსაზღვრავს მარცვლის სიდიდეს 0-დან 100-მდე დიაპაზონში. Contrast (კონტრასტი) ადგენს ფერად მარცვლებს შორის განსხვავების დონეს 0-დან 100-მდე დიაპაზონში. Grain Type (მარცვლის სტილი) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია მარცვლის სტილის არჩევა: * Regular (სტანდარტული) * Soft (რბილი) * Sprinkles (წუწები) * Crumple ( გუნდა) * Contrasty (კონტრასტი) * Enlarged (გადიდებული) * Stippled (პუნქტირული) * Horisontal (ჰორიზონტალური) * Vertical (ვერტიკალური) * Specie (ლაქები) III. Mosaic Tiles (მოზაიკური ფრაგმენტები) ფილტრი გამოიყენება ცალკეული ფრაგმენტებისგან შედგენილი გამოსახულების იმიტაციისათვის (ნახ.5). Tile Size (ფრაგმენტის ზომა) პარამეტრი განსაზღვრავს მოზაიკის ფრაგმენტის ზომას 2-დან 100-მდე დიაპაზონში. Grout Width (ნაპრალის ზომა) ადგენს ფრაგმენტებს შორის დაშორების სიდიდეს 1-დან 15-მდე დიაპაზონში. Lighten Grout (ნაპრალების სიმკვეთრე) განსაზღვრავს ფრაგმენტებს შორის ნაპრალების განათების დონეს 1-დან 10-მდე დიაპაზონში. IV. Patchwork (ფერადი ფილა) ფილტრი გამოიყენება ფერადი ფილებისგან შექმნილი გამოსახულების იმიტაციისათვის (ნახ. 6). Square Size (კვადრატის ზომა) პარამეტრი განსაზღვრავს ფილის ზომას 1-დან 10-მდე დიაპაზონში. Relief (რელიეფი) ადგენს კვადრატული ფილის სიმაღლეს 0-დან 25-მდე დიაპაზონში. V. Stained Glass (ფერადი მინა (ვიტრაზი) ფილტრი ახდენს ხუთქიმიანი მინის ფიგურებით შედგენილი ვიტრაჟული მინის იმიტაციას (ნახ. 7). Cell Size (კერის ზომა) განსაზღვრავს ვიტრაჟის ელემენტების ზომას 2-დან 50-მდე დიაპაზონში. Border Thickness (საზღვრების სისქე) ადგენს მინის ელემენტებს შორის საზღვრის სისქეს 1-დან 20-მდე დიაპაზონში. Light Intensity (სინათლის სიმკვეთრე) განსაზღვრავს განათების ინტენსივობის დონეს 0-დან 10-მდე დიაპაზონში. VI. Texturizer (ტექსტურიზატორი) ფილტრი ახდენს გამოსახულების ტექსტურულ ფუძეზე გადატანის იმიტაციას (ნახ. 8). Texture (ტექსტურა) ჩამოსაშლელ მენიუში მოცემულია ტექსტურის სახეები: Brick (აგური); Burlap (ჯუთის ქსოვილი); Canvas (ტილო) და Sandstone (ქვიშაქვა). აღნიშნული მენიუს გვერდით მოთავსებულია Load Texture (ტექსტურის ჩატვირთვა) ღილაკი, რომლის საშუალიბით შესაძლებელია PSD ფორმატში შენახული გამოსახულების გამოყენება ნახატის საფუძვლად. Scaling (მასშტაბი) განსაზღვრავს ტექსტურის მასშტაბს 50-დან 200%-მდე დიაპაზონში. Relief (რელიეფი) ადგენს ტექსტურის სისქეს 0-დან 50-მდე დიაპაზონში. Light Direction (სინათლე) პარამტრით, რომლის ჩამოსაშლელ მენიუში მოთავსებული სინათლის მიმართულები: Bottom (ქვემოთ); Bottom Left (ქვემოთ და მარცხნივ); Left (მარცხნივ); Top Left (ზემოთ და მარცხნივ); Top (ზემოთ); Top Right (ზემოთ და მარჯვნივ); Right (მარჯვნივ) და Bottom Right (ქვემოთ და მარჯვნივ), შესაძლებელია ტექსტურის რელიეფურობის დონის განსაზღვრა. Invert (ინვერტირება) გადამრთველი ახდენს ღია და მუქი პიქსელების ინვერტირებას.
37 4-ს მოსწონს
|