ვარსკვლავები ვინ არის “მის საქართველო 2015“ ნუკა ყარალაშვილი (+ფოტოები) 2015, 4 ნოემბერი, 1:55
1 ნოემბერს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში "მის საქართველო 2015-ის" ფინალური შოუ გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული 24 წლის ნუკა ყარალაშვილი გახდა.ის სამოდელო ბიზნესში 16 წლიდანაა ჩართული. ქართველმა საზოგადოებამ კი ის "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსიდან გაიცნო. გოგონა მხოლოდ მოდელობით როდია გატაცებული, მან უმაღლესი განათლების მიღებაც მოასწრო. ნუკას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტა აქვს დამთავრებული, ტურიზმის განხრით. გოგონა თავის მოვლის ნატურალურ საშუალებებს ანჭებს უპირატესობას და დამწყებ მოდელებს მეტი ბუნებრიობისკენ მოუწოდებს: "თავს ბუნებრივად ვუვლი, მაგრამ ძალიან მიყვარს body lotion_ები და ასევე ვხმარობ თმის ნიღბებს, რომლებიც კარგია თმისთვის. მოდელისთვის მნიშვნელოვანია იყოს ფორმაში და იყოს კომუნიკაბელური, დამწყებ მოდელებსაც იგივეს ვურჩევდი იყვნენ ბუნებრივები." მიუხედავად პროფესიისა ნუკა ზედმეტ სიშიშვლეს ერიდება: "მქონდა შემოთავაზება, სადაც საკმაოდ შიშველი უნდა ვყოფილიყავი და უარი ვთქვი. მაინც მოქმედებს ქართული მენტალიტეტი და ოჯახიც." 1422 3-ს მოსწონს
|