x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პირველი ქალი დედამიწაზე,რომელმაც შეიცვალა გენი,რომ მუდმივად ახალგაზრდა დარჩეს
imageპირველად კაცობრიობის ისტორიაში განხორციელდა განსაცვიფრებელი სამეცნიერო ექპერიმენტი, ამერიკელი ელიზაბეტ პერიში გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც შეგნებულად შეიცვალა გენები, რომ მუდმივად ახალგაზრდა დარჩეს.


მედიკოსებმა ამერიკელ მკვლევარს, 44 წლის ელიზაბეტ პერიშს მოდიფიცირებული გენეტიკური მატერიალი შეუყვანეს.პრეპარატმა უნდა შეაღწიოს ორგანიზმის უჯრედებში და ამის შემდეგ დიწყოს გაახალგაზრდავების უკუპროცესი.

ამგვარად ავტორს და მკვლევარებს სურთ მიიღონ მუდმივი ახალგაზრდობის ეფექტი.



როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, აქამდე გაუგონარმა პროცედურამ, რომელსაც პირველად ცდიან ადამიანზე შესაძლოა ჯერ კიდევ უცნობი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.



გაურკვევლობა კიდევ უფრო აშინებთ მეცნიერებს.


თვით პეროში მზადაა გამოწვევას გაუძლოს:"თუ არ მივიღებდი ექსპერიმენტში მონაწილეობას, მაინც მოვკვდებოდი ავადმყოფობისგან, რომელიც თან სიბერეს ახლავს, მაგრამ თუ ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა, ის მილიონობით სიცოცხლეს გადაარჩენს.მოხუცი ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი იზრდება, ამასთანავე ეს ხალხი შესაძლოა იყოს პოტენციურად ჯანმრთელი და თვითდამკვიდრებულები და არა ისე, რომ საუკუნეს მიუკაკუნონ საწოლში დაუძლურებულებმა მოხუცთა სახლში"-განუცხადა ჟურნალისტებს ელიზაბეტ პეროშმა.

image


როგორ მუშაობს პრეპარატი?-ჩვენს ორგანიზმში ათასობით გენია, თუმცა ექსპერიმენტისთვის იქნა გამოყენებული ორი გენი:პირველია-ინჰიბიტორ მიოსტატინი-მას თერაპიაში გამოიყენებენ და მედიკოსებს კარგად აქვთ შესწავლილი, ანუ ცილა, რომელიც თრგუნავს კუნთებს.ამით მუხრუჭდება(ინჰიბირდება) მიოსტატინის გამომუშავება და წინ აღუდგება კუნთების დისტროფიას, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება.


გენური თერაპიის მეორე ნაწილი გახლავთ ტელომერაზა, რომლებიც განლაგებულნი არიან ქრომოსომების ბოლოებზე, ეს ფერმენტი პასუხიმგებელია ტელომერის სიგრძის აღდგენაზე, ანუ ქრომოსომების ბოლოებზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი დნმ-ს მთლიანობას და სტაბილურობას.(დროთა განმავლობაში, როდესაც ტელომერი მოკლდება, უჯრედი ნაკლებად დაცული ხდება, ამის შემდეგ ვითარდება სხვადასხვა ასაკობრივი დაავადებები, მათ შორის კიბო და სხვა სახიფათო დაავადებები.)

image

4
1945
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1945
  
2016, 30 ივნისი, 0:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 29 ივნისი, 11:21
რა თქმა უნდა სრული სიმართლეა, მაგრამ როცა მკურნალობს ადამიანი, რომ უფრო დიდხანს იცოცხლოს, მაშინ არ უნდა იმკურნალოს?
2015, 9 ნოემბერი, 13:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 8 ნოემბერი, 17:13
მაგარი საინტერესოა.....
0 1 4