საზოგადოება შოკისმომგვრელი ფაქტი თბილისის მაღაზიაში - გაეცანით ეტიკეტს! 2015, 2 ნოემბერი, 14:28 პროდუქტის შეძენისას, განსაკუთრებით, როცა უცნობ პროდუქტს ყიდულობთ, ეცნობით თუ არა ეტიკეტზე მის შემადგენლობას? დარწმუნებბული ვარ, ეცნობით. თუმცა ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე საკვებ პროდუქტს ეხება. მაშინ ხელი ასწიოს იმან, ვინც, მაგალითად ჭურჭლის შეძენისას ეცნობა მასალის შემადგენლობას. ალბათ ძალიან ცოტა აწეულ ხელს თუ დავინახავთ... ან იქნებ საერთოდაც ვერ დავინახოთ.
არადა თურმე უნდა გავეცნოთ! ალბათ ბევრს გაუგია, რომ არ შეიძლება პლასტმასის ჭურჭლის ცხელი საკვებისთვის გამოყენება, ერთჯერადი ბოთლის მრავალჯერადად მოხმარება და ა.შ. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ჭურჭელზე უბრალოდ ხელის შეხებაც კი მომწამვლელი შეიძლება იყოს. თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი იმდენად "პატიოსანია", რო ეს ყველაფერი ეტიკეტზეც დააქვს. ახლა რიგი მხოლოდ ჩვენზეა, უბრალოდ ყურადღებით უნდა გავეცნოთ ხოლმე ეტიკეტს ყველაფერზე, რასაც ვყიდულობთ. და კიდევ, თურმე აუცილებლად უნდა ისწავლოთ ინგლისური! ეს შესავალი კი იმისთვის დამჭირდა, რომ სოციალურ ქსელში ახლახანს გავრცელებულ ფოტოზე მომეთხრო. შოკისმომგვრელი პოსტი ფეისბუკის ერთ-ერთმა მოხმარებელმა გამოაქვეყნა. „SOS!!!!! ეს მაღაზიაში გადავიღე, გაგიკვირდებათ რა იყო აქ გადასაღები ან დასაპოსტი, ვინც ინგლისური იცით აუცილებლად წაიკითხეთ და მერე თქვენ გადაწყვიტეთ უნდა შეიძინოთ ეს ნივთი თუ არა, სამზარეულოს აქსესუარებში უდევთ. მეც ვიფიქრე 3-4 ცალს ვიყიდი სასალათედთქო, აი როდესაც წავიკითხე მისი შემადგენლობა სასწრაფოდ სანიტარული სითხე წავისვი, ბევრს აღარ გავაგრძელებ და გადაგითარგმნით ვინც ვერ მიხვდით: "ეს შეიცავს ისეთ ნივთიერებას რომელიც იწვევს სწრაფ სიმსივნეს და ხელის მოკიდების შემდეგ ხელები აუცილებლად დაიბანეთ" - ეს არის ძირითადი შინაარსი. სამწუხაროა როდესაც მსგავსი ნაგავი გასაყიდად დევს თან სამზარეულოს აქსესუარებში. ამ იარლიყის აცლის უფლება არ აქვთ, ვინც წაიკითხავს არ გაეკარება, ვინც არა კისერიც გიტეხიათო რააა. ეს პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომელმაც კალიფორნიის შტატის ინფორმაციით, (როგორც ცნობილია) გამოიწვია სიმსივნე, მშობიარობის დეფექტები და სხვა მსგავსი ზიანი. დაიბანეთ ხელი მისი ხელში აღების შემდგომ“ - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში. 235 6-ს მოსწონს
|