x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Sharpen (სიმკვეთრე) ჯგუფის ფილტრები (Photoshop CS 4 & 5)

Sharpen ჯგუფის ფილტრების გამოყენებით ხდება გამოსახულების სიმკვეთრის ამაღლება. ფილტრების გამოძახება შესაძლებელია ბრძანებით: მენიუ Filter > Sharpen > რომელიმე ფილტრი ჯგუფიდან (ნახ. 1).

Sharpen (სიმკვეთრე) ჯგუფის ფილტრები

ვიდრე უშვალოდ ფილტრების განხილვაზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ჯგუფის ფილტრები საოცრებას ვერ ახდენენ და დაბალი ფოკუსირების, გადარეცხილ სურათს ვერ გააუმჯობესებენ. სიმკვეთრის ასამაღლებელი ფილტრების გამოყენებით შესაძლებელია სიმკვეთრის ამაღლება ისედაც მკვეთრ სურათებზე (ნახ. 2).

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას.

Свиридова Ксения  Photoshop CS4 — это просто. Экспресс-методы обработки фотографий  2010

I. Sharpen (სიმკვეთრე) ფილტრი სიმკვეთრეს ამაღლებს მეზობელი პიქსელების კონტრასტის ამაღლების ხარჯზე. ფილტრა არა აქვს სადიალოგო ფანჯარა. ის წინასწარ დადგენილი პარამეტრებით მოქმედებს.

II. Sharpen More (სიმკვეთრე +) ფილტრი ისევე მოქმედებს როგორც წინა ფილტრი, იმ განსხვავებით, რომ კონტრასტის ზრდა უფრო ძლიერია.

III. Sharpen Edges (სიმკვეთრე კიდეებზე) ფილტრი აძლიერებს სიმკვეთრეს ფერების მკვეთრი გადასვლის საზღვრებზე.

IV. Smart Sharpen („ჭკვიანი“ სიმკვეთრე ანუ სიმკვეთრის დანაწევრებული გაძლიერება) ფილტრი გამოიყენება გამოსახულებაზე სიმკვეთრის დეტალური აღდგენისათვის, ფერის ტონური დიაპაზონისა და გამოსახულების გადარეცხვის ტიპების მიხედვით.

ფილტრი მუშაობს ორ რეჟიმში: Basic (ძირითადი) და Advanced (გაფართოებული).

Basic რეჟიმოს (ნახ.3) არჩევის შემთხვევაში, სიმკვეთრის დარეგულირება ხდება გამოსახულების ტონურ დიაპაზონზე მთლიანად, ყოველგვარი დაყოფის გარეშე.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ,  რომ სრულ ზომაზე გაიხსნას.

Amount (დონე) პარამეტრი განსაზღვრავს ფილტრის მოქმედების ძალას. რაც უფრო დიდია მაჩვენებელი, მით უფრო მკვეთრია გამოსახულება.

Radius (რადიუსი) პარამეტრი განსაზღვრავს პიქსელების რაოდენობას, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სიმკვეთრის ამაღლების პროცესში. რაც უფრო მეტია მნიშვნელობა, მით უფრო მეტია პიქსელების რაოდენობა.

Remove (გაუქმება) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია გადარეცხვის იმ ტიპის გარჩევა, რომელზეც უნდა მოხდეს სიმკვეტრია ამაღლება. ამოსარჩევად სამი ვარიანტია:

* Gaussian Blur (გადარეცხვა გაუსის მიხედვით);

* Lens Blur (არამკვეთრი ობიექტები);

* Motion Blur (გადარეცხვა მოძრაობაში).

Angle (კუთხე) პარამეტრი აქტიურია იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ხსენებული ჩამოსაშლელი მენიუდან, Motion Blur ვარეანტია არჩეული.

დარეგულირებული პარამეტრების ნაკრების შენახვა შესაძლებელია Settings (მარეგულილებლები) ჩამოსაშლელ მენიუში. ამისათვის, პარამეტრების შერჩევის შემდეგ, საჭიროა მენიუს გვერდით მოთავსებულ შენახვის ღილაკზე დაჭერა, რის შემდეგაც, ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა პარამეტრების ნაკრებისთვის სახელის მისანიჭებლად. OK ღილაკზე დაჭერის შემდეგ, მენიუში გაჩნდება პარამეტრების ახალი ნაკრები.

მენიუდან პარამეტრების გაუქმება შესაძლებელია, მისი მონიშვნის და შენახვის ღილაკის გვერდით მოთავსებულ, ურნის ღილაკზე დაწკაპუნებით.

Advanced რეჟიმში (ნახ.4) ფილტრის გადაყვანის შემთხვევაში შესაძლებელია სიმკვეთრის აღდგენა ტონურ დიაპაზონზე მთლიანად (Sharpen ჩანართი – იმეორებს Basic რეჟიმის პარამეტრებს) და მუქ (Shadow ჩანართს) და ღია (Highlight ჩანართი ) დიაპაზონებზე ცალ-ცალკე.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ,  რომ სრულ ზომაზე გაიხსნას.

Shadow და Highlight ჩანართებში მოცემულია შემდეგი პარამეტრები:

Fade Amount ( დონის დაწევა) განსაზღვრავს Sharpen ჩანართში დაფიქსირებული სიმკვეთრის შემცირების დონეს შესაბამის დიაპაზონებში.

Tonal Width (ტონური დიაპაზონის სიგანე) განსაზღვრავს ტონური დიაპაზონის ზომას. დაბალი მნიშვნელობა ამცირებს ტონური დიაპაზონის ზომას. ამ შემთხვევაში ფილტრის მოქმედების არეში ხვდება მხოლოდ მუქი და ღია პიქსელები.

Radius (რადიუსი) განსაზღვრავს არეს სარედაქციო პიქსელების ირგვლივ, რაც პროგრამას აძლევს ნათელი და მუქი პიქსელების განსაზღვრის საშუალებას.

V. Unsharp Mask (კონტურული სიმკვეთრე) ფილტრი ისევე მოქმედებს, როგორც Sharpen Edges ფილტრი, იმ განსხვავაებით, რომ აქ შესაძლებელია კონტროლის დაწესება ფილტრის მოქმედებაზე. ფილტრი პოულობს და სიმკვეთრეს ამაღლებს ფერებს შორის გადასვლის საზღვრებზე. ფილტრის სადიალოგო ფანჯარაში (ნახ.5) მოცემულია შემდეგი პარამეტრები:

Amount (ეფრქტი) განსაზღვრავს ფილტრის მოქმედების ძალას.

Radius (რადიუსი) ადგენს საზღვრის სიგანეს ანუ ფილტრის მოქმედების არეალს საზღვრების ირგვლივ.

Threshold (ზღვარი) განსაზღვრავს სიმკვეთრის დონეს ანუ არეგულირებს ფილტრის ეფექტს. ამ პარემეტრის ზრდასთან ერთად, მცირდება ფილტრის ეფექტი.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ,  რომ სრულ ზომაზე გაიხსნას.

P.S. ფილტრით მიღებული ეფექტის შეფასება ხდება გამოსახულების 100% მასშტაბის პირობებში.

0
43
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0