კომპიუტერები და პროგრამები Render (ვიზუალიზირება) ჯგუფის ფილტრები (Photoshop CS 4 & 5) 2015, 31 ოქტომბერი, 16:14 Render ჯგუფის ფილტრები გამოიყენება განათების სხვადასხვა სახის ეფექტების და გარკვეული კატეგორიის ტექსტურის შესაქმნელად. ფილტრების გამოძახება შეიძლება ბრძანებით: მენიუ Filter > Render > რომელიმე ფილტრი ჯგუფიდან (ნახ. 1). I. Clouds (ღრუბლები) ფილტრი გამოიყენება ღრუბლების ან კვამლის ეფექტის შესაქმნელად. ფილტრს არა აქვს სადიალოგო ფანჯარა და მუშაობს პროგრამაში დადგენილი პარამეტრებით. ღრუბლების ფერი დამოკიდებულია ხელსაწყოების პანელზე დაყენებულ ძირითადი ფერის ფერზე, ხოლო ფონის ფერს განსაზღვრავს უკანა ფონის ფერი. ფილტრის გამოყენება შესაძლებელია როგორც გამოსახულებაზე, ასევე გამოსახულების თავზე განთავსებულ ცარიელ ფენაზე (ნახ. 2). თუ ფილტრის გამოყენება მოხდება ცარიელ ფენაზე, ფენების პალიტრაში, ფენის რეჟიმების ცვლით, შესაძლებელია სხვადასხვა სახის ეფექტების მიღება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფილტრის გამოყენება მოხდება პირდაპირ გამოსახულებაზე, რეჟიმის შერჩევა შესაძლებელი იქნება Fade… ( მენიუ Edit > Fade Clouds…) სადიალოგო ფანჯრის გამოყენებით. გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას. II. Difference Clouds (ღრუბლები დადებით) ფილტრი ქმნის იგივე ეფექტს, რაც Clouds ფილტრი. არა აქვს სადიალოგო ფანჯარა. წინა ფილტრისგან იმით განსხვავდება, რომ მისი გამოყენება ცარიელ ფენაზე არ შეიძლება და ეფექტი ავტომატურად დაყენებულია Difference რეჟიმში, რის გამოც ეფექტის ფერების შერევა ხდება გამოსახულების ფერებთან. III. Fibers (ბოჭკოები) ფილტრი ქმნის დაწნული ბოჭკოების ეფექტს, ძირითადი და ფონური ფენების გამოყენებით (ნახ. 3). Variance (სხვადასხვაობა) ბერკეტი არეგულირებს ფერთა განაწილებას. Strength (ძალა) პარამეტრი განსაზღვრავს ეფექტის სტრუქტურას. Randomize (შემთხვევითი ძებნა) ღილაკი ბოჭკოვან სტრუქტურას ქმნის შემთხვევითობის პრინციპით. IV. Lens Flare (ანარეკლი) ფილტრი გამოიყენება ანარეკლის იმიტაციიეთვის (ნახ. 4). Brightness (სიმკვეთრე) ველში დგინდება ანარეკლის ნათების ინტენსიბობა. სადიალოგო ფანჯრის ნახევარი უკავია Flare Center (ანარეკლის ცენტრი) ველს, რომელიც ამავდროულად წინასწარი დათვალიერების ეკრანიც არის. მაუსის გამოყენებით საჭიროა ეკრანზე მოცემულ გამოსახულებაზე ანარეკლის ცენტრის განსაზღვრა, რომელიც აისახება ჯვრის სახით. Lens Type (ობიექტივის ტიპი) ველის გადამრთველებით შესაძლებელია ლინზის ტიპების არჩევა განსაზღრული ფოკუსური დაშორებით: * 50-300 mm Zoom * 35 mm Prime * 105 mm Prime Movie Prime V. Lighting Effects (განათების ეფექტი) ფილტრი გამოიყენება სხვადასხვა წყაროებით განათებული გამოსახულების შესაქმნელად (ნახ. 5). ფილტრის სადიალოგო ფანჯრის მარცხენა ნაწილი უკავია წინასწარი დათვალიერების ეკრანს. ეკრანის ქვემოთ მოცემულია Preview გადამრთველი, რომლის გათიშვის შემთხვევაში, ეფექტი ქრება და გამოსახულება ჩნდება. მისი დროებითი ჩართვა-გამორთვით შესაძლებელია ეფექტის შეფასება. ეკრანის ქვემოთ მოთავსებულია „ნათურის“ პიქტოგრამა. მისი ეკრანზე გადათრევით, შესაძლებელია გამოსახულებაზე ახალი სინათლის წყაროს დამატება, ხოლო სინათლის წყაროს მოცილება შეიძლება მისი, ეკრანის ქვეშ მოთავსებული, „ურნის“ პიქტოგრამაზე გადათრევით. ეკრანზე სინათლის წყაროს გადასაადგილებლად საჭიროა სინათლის წყაროს ცენტრზე მაუსით დაჭერა და გადატანა სასურველ ადგილზე. სინათლის წყაროს ირგვლივ ელიფსის მარკერების გადაადგილებით, შესაძლებელია განათების არის გაზრდა ან შემცირება. მარკერის გადაადგილების წინ Shift ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, იცვლება ელიფსის ზომა, Ctrl ღილაკზე დაჭერით, მარკერის გადაადგილება, ცვლეს განათების დახრის კუთხეს, ხოლო Alt ღილაკზე დაჭერით და სინათლის წყაროზე დაწკაპუნებით, შესაძლებელია მისი კოპირება. ერთ გამოსახულებაზე მხოლოდ 17 სხვადასხვა სინათლის წყარო შეიძლება იყოს. ამასთან, ერთდროულად შესაძლრბელია მხოლოდ სამი ტიპის და ოთხი სტილის განათების არსებობა. განათების სტილების და ტიპების შერჩევა ხდება ფილტრის სადილოგო ფანჯრის მარჯვნივ მოთავსებული პარამეტრების მეშვეობით. Style (სტილი) ჩამოსაშლელ მენიუში მოთავსებულია წინასწარ გამზადებული სტილების სია (ნახ.6), როლელშიც შესაძლებელია მომხმარების მიერ შქმნილი სტილის შენახვაც. ამისათვის, სტილის შექმნის შემდეგ, საჭიროა მენიუს ქვეშ მოთავსებულ Save ღილაკზე დაჭერა, ხოლო თუ სტილის გაუქმებაა საჭირო, უნდა მოხდეს გასაუქმებელი სტილის მონიშვნა და მენიუს ქვემოთ მოთავსებულ Delete ღილაკზე დაჭერა. Style მენიუში 16 სახის სტილია მოცემული: * Default — საშუალო ინტენსივობის და განიერი ფოკუსის ერთი თეთრი სინათლის წყარო; * 2 O’clock Spotlight — საშუალო სიმკვეთრის ერთი ყვითელი სინათლის წყარო; * Blue Omni — ცისფერი სინათლის წყარო მაქსიმალური სიმკვეთრით; * Circle of Light — მაქსიმალური სიმკვეთრის წითელი, ლურჯი, ყვითელი და თეთრი სინათლის წყაროები; * Crossing — თეთრი სინათლის წყარო საშუალო სიმკვეთრით; * Crossing Down — ორი თეთრი სინათლის წყარო საშუალო სიმკვეთრით; * Five Lights Down — ზედა განათების ხუთი თეთრი სინათლის წყარო მაქსიმალური სიმკვეთრით; * Five Lights Up — ქვედა განათების ხუთი თეთრი სინათლის წყარო მაქსიმალური სიმკვეთრით; * Flashlight — ყვიღელი სინათლის წყარო საშუალო სიმკვეთრით; * Flood Light — თეთრი სინათლის წყარო საშუალო სიმკვეთრით; * Parallel Directional — თეთრი და ცისფერი სინათლის წყაროები დიდი სიმკვეთრით; * RGB Lights — წითელი, მწვანე და ლურჯი სინათლის წყაროები საშუალი სიმკვეთრით; * Soft Direct Lights — თეთრი და ლურჯი სინათლის წყაროები დაბალი სიმკვეთრით; * Soft Omni — საშუალო სიმკვეთრის რბილი სინათლის წყარო; * Soft Spotlight — თეთრი სინათლის წყარი მაღალი სიმკვეთრით; * Three Down — სამი თეთრი სინათლის წყარო ზომიერი სიმკვეთრით; * Triple Spotlight — სამი სინათლის წყარო ზომიერი სიმკვეთრით; მენიუდან ამორჩეული განათების სტილი ავტომატურად აისახება ფილტრის წინასწარი დათვალიერების ეკრანზე. განათების წყაროს ტიპის ამორჩევა შესაძლებელია Light type (წყარო) ჩამოსაშლელ მენიუში (ნახ.7): Directional (დღის სინათლე)- ქმნის მზის შუქის ეფექტს, რომელიც ეცემა გარკვეული კუთხით. Omni (ნათურა)- ქმნის ნათურის შუქის იმიტაციას, რომელიც ცენტრიდან ყველა მიმართულებით ერთნაირად ასხივებს. Spotlight (პროჟექტორი)- ქმნის ფოკუსირებული სინათლის ეფექტს, რომელიც ცენტრში უფრო ძლიერია, ცენტრიდან მოშორებით კი უფრო სუსტი. მოცემულ ჩამოსაშლელის მენიუს ქვემოთ მოთავსებულია On (ჩართული) გადამრთველი, რომლის მეშვეობით შესალებელია სინათლის აქტიური წყაროს გათიშვა და ისევ ჩართვა. ფილტრის სადიალოგო ფანჯრის დანარჩენი პარამეტრები გამოიყენება უკვე არსებული სინათლის წყაროების რედაქტირებისათვის და გამოსახულებაზე დამატებითი ეფექტების შესაქმნელად. Intensity (სიმკვეთრე) ველის ბერკეტის გადაადგილებით შესაძლებელია ნათების ინტენსიობის გაძლიერება (Full) ან შემცირება ( Negative). Focus (ფოკუსი) პარამეტრი აქტიურია მხოლოდ Spotlight ტიპის ნათების დროს და განსაზღვრავს სხივის ფოკუსირების არეალს Narrow (ვიწრო )-დან Wide (განიერი)-მდე. სინათლის წყაროს ცენტრს განსაზღვრავს ფერთა ველი, რომელიც წარმოდგენილია კვადრატის სახით. ფერთა ველზე დაწკაპუნებით ეკრანზე გამოდის ფერთა პალიტრა და შესაძლებელი ხდება ნებისმიერი ფერის შერჩევა სინათლის წყაროსთვის. Properties (მახასიათებლები) ველის პარამეტრებით შესაძლებელია გამოსახულებისთვის დამატებითი ეფექტების მინიჭება: Gloss (ფაქტურა) ანიჭებს გამოსახულების ზედაპირს სხვადასხვა სახის ფოტოქაღალდის ეფექტს. Material (ნედლეული) ქმნის ეფექტს სხვადასხვა სახის იმიტაციით. Exposure (ექსპოზიცია) განსაზღვრავს შუქ-ჩრდილების პარამეტრებს: Over (მეტი) აძლიერებს განათებულობას, ხოლო Under (ნაკლები)-ამცირებს სინათლეს. Ambience (გარემო) პარამეტრი არეგულირებს სხვადასხვა სახის სინათლის წყაროების შეთავსებულებას. სამ განზომიანი სინათლის ეფექტის მისაღებად გამოიყენება Texture Channel (ტექსტურული არხი) ველი. პარამეტრის ჩამოსაშლელი მენიუდან საჭიროა რომელიმე არხის არჩევა და Height (რელიეფი) პარამეტრის ბერკეტის დარეგულირება. White is high (თეთრი შავზე) გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, რელიეფის თეთრი ნაწილები ზემოთ იწევა, ხოლო გამორთვისას -სიღრმეში ჩადის. 39 5-ს მოსწონს
|