კომპიუტერები და პროგრამები Noise (ხმაური) ჯგუფის ფილტრები (Photoshop CS 4 & 5) 2015, 30 ოქტომბერი, 23:08 Noise ჯგუფის ფილტრები გამოიყენება გამოსახულებაზე ციფრული ხმაურის (შემთხვევითი ციფრული მნიშვნელობის პიქსელები) შესამცირებლად ან პირიქით, ციფრული ხმაურის დასამატებლად, მაგ. სახის კანის ტექსტურის იმიტაციისთვის ან სხვადასხვა სახის ეფექტების შესაქმნელად. ფილტრის გამოძახება შესაძლებელია ბრძანებით: Filter > Noise > რომელიმე ფილტრი ჯგუფიდან (ნახ. 1). I. Add Noise (ხმაურის დამატება) ფილტრი უზრუნველყოფს პიქსელების შემთხვევით განაწილებას გამოსახულებაზე (ნახ. 2). Amount (ეფექტი) პარამეტრი განსაზღვრავს ხმაურის დონეს 1-დან 999-მდე დიაპაზონში. Distribution (განაწილება) ველის გადამრთველები ადგენენ ხმაურის განაწილების მეთოდს: Uniform (თანაბარი) – ხმაურის ფერის ციფრული მნიშვნელობები ნაწილდება შემთხვევითი შერჩევის გზით 0-დან Amount პარამეტრზე დაყენებულ მნიშვნელობამდე. Gaussian (გაუსის მიხედვით) – ციფრული ხმაურის ციფრული მნიშვნელობები ნაწილდება გაუსის მრუდის მიხედვით. Monochromatic (მონოქრომული) გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, მხოლოდ ნაცრისფერი წერტილები მიიღება. II. Despeckle (რეტუში) ფილტრი გამოიყენება გამოსახულებიდან წვრილმანი ხმაურის მოსაცილებლად. ფილტრს არა აქვს სადიალოგო ფანჯარა. ის მოქმედებს წინასწარ დაყენებული პარამეტრებით. III. Dust&Scratches (მტვერი და ნაკაწრები) ფილტრი გამოიყენება გამოსახულებიდან წვრილმანი დეტალების მოსაცილებლად, გადარეცხვის გზით (ნახ. 3). Radius (რადიუსი) განსაზღვრავს გადარეცხვის რადიუსს 1-დან 100 პიქსელამდე დიაპაზონში. Threshold (ზღვარი) ადგენს ტონის დონეს, რომლის ზემოთაც ხდება გადარეცხვა 0-დან 255-მდე დიაპაზონში. IV. Median (მედიანა) ფილტრი ასაშუალოებს პიქსელების სიმკვეთრეს. Radius (რადიუსი) ადგენს გადარეცხვის რადიუსს 1-დან 100 პიქსელამდე დიაპაზონში. V. Reduce Noise (ხმაურის შემცირება) ფილტრი გამოიყენება ხმაურის შესამცირებლად გამოსახულებაზე (ნახ. 5). ფილტრი მუშაობს ორ რეჟიმში: Basic (ძირითადი) გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, შესაძლებელია მხოლოდ გამოსახულების სრული რედაქტირება, ხოლო Advanced (დამატება) გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, ჩნდება ორი ჩანართი: Overall (საერთო), რომელიც იმეორებს Basic რეჟიმის პარამეტრებს და Per Channel (ცალკეული არხები), რომელშიც შესაძლებელია ცალკეული არხის რედაქტირება. Settings (მარეგულირებელი) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია დარეგულირების ვარიანტის არჩევა. ჩამოსაშლელი მენიუს მარჯვნივ მდებარე შენახვის ღილაკიზე დაჭრის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის New Filter Settings ფანჯარა, რომელშიც OK ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ფილტრში დაფიქსირებული პარამეტრები ინახენა ჩამოსაშლელ მენიუში. თუ საჭირო აღარ არის რომელიმე მარეგულირებელი, შეიძლება მისი მონიშვნა და წაშლა, ურნის ღილაკზე დაჭერით. Strength (ინტენსივობა) პარამეტრი განსაზღვრავს ტონური ხმაურის შემცირების დონეს 0-დან 10-მდე დიაპაზონში. Preserve Details (დეტალების შენახვა) უზრუნველყოფს გამოსახულების დეტალების შენახვას 0-დან 100%-მდე დიაპაზონში. Reduce Color Noise (ფერადი ხმაურის შემცირება) ამცირებს ფერადი ხმაურის დონეს 0-დან 100%-მდე დიაპაზონში. Sharpen Details (დეტალების სიმკვეთრე) გამოიყენება კონტრასტისა და დეტალურობის ასამაღლებლად 0-დან 100%-მდე დიაპაზონში. Remove JPEG Artifact (JPEG ხმაურის შემცირება) გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, მცირდება ციფრული ხმაური, რომელიც წარმოიქმნა გამოსახულების JPEG ფორმატში გადაყვანის დროს. Per Channel (ცალკეული არხები) ჩანართზე მოთავსებულია სამი პარამეტრი: Channel (არხები) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია სარედაქციოდ არხის არჩევა. Strength (ძალა) განსაზღვრავს ციფრული ხმაურის შემცირების დონეს 0-დან 10-მდე დიაპაზონში. Preserve Details (დეტალების შენახვა) განსაზღვრავს დეტალების შენარჩუნების დონეს 0-დამ 100%-მდე დიაპაზონში.
54 8-ს მოსწონს
|