კომპიუტერები და პროგრამები Artistic (სამხატვრო) ჯგუფის ფილტრები (Photoshop CS 4 & 5) 2015, 25 ოქტომბერი, 21:07 Artistic ჯგუფის ფილტრები სხვადასხვა სამხატვრო ხელსაწყოების და ხატვის სტილების იმიტაციას ახდენენ, რითაც ქმნიან სამხატვრო ეფექტებს გამოსახულებაზე. Artistic ჯგუფში შემავალი ფილტრების გახსნა შესაძლებელია ფილტრების გალერეაში (Filter Gallery) ან Filter მენიუს Artistic ჯგუფის ფილტრებიდან რომელიმე ფილტრის არჩევით (ნახ. 1). I. Colored Pencil (ფერადი ფამქარი) ფილტრი ქმნის ფერადი ფანქრით შესრულებული ნახატის იმიტაციას (ნახ. 2).
განოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას. * Pencil Width (სისქე) პარამეტრი 1-დან 24-მდე დიაპაზონში ადგენს ფანქრის წვერის სისქეს „ხატვის“ დროს. * Stroke Pressure (დაწოლა) პარამეტრი 0-დან 15-მდე დიაპაზონში განსაზღვრავს ფანქრის წვერის ქაღალდზე დაწოლის ხარისხს. * Peper Brightness (ქაღალდის სიმკვეთრე) პარამეტრი 0-დან 50-მდე დიაპაზონში განსაზღვრავს ქაღალდის გაუნჭვირვალობის დონეს ფანქრის შტრიხების ქვეშ. II. Cutout (აპლიკაცია) ფილტრი ახდენს სხვადასხვა მასალიდან (ქაღალდი, ქსოვილი) გამოჭრილი ფრაგმენტებით შექმნილი გამოსახულების იმიტაციას (ნახ. 3). * Namber of Levels (დონეების რიცხვი) პარამეტრი განსაზღვრავს ფერის დონეების რაოდენობას 2-დან 8-მდე დიაპაზონში. რაც უფრო მაღალია პარამეტრის მნიშვნელობა, მით მეტი ტონამობა გამოიყოფა გამოსახულების თითოეულ ფერში. * Edge Simplicity (კიდეების სიმარტივე) პარამეტრი განსაზღვრავს აპლიკაციის ელემენტების საზღვრების განზოგადების დონეს 0-დან 10-მდე დიაპაზონში. რაც უფრო მაღალია მნიშვნელობა, მით უფრო მარტივია საზღვარი. * Edge Fedelity (კიდეების სიმკვეთრე) პარამეტრი 1-დან 3-მდე დიაპაზონში, ადგენს გამოსახულებაზე არსებული მკვეთრი საზღვრების ზუსტად გადმოცემის ხარისხს. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო კარგად გადმოიცემა ასეთი საზღვრები. III. Dry Brush (მშრალი ფუნჯი) ფილტრი ახდენს მშრალი ფუნჯით ხატვის ტექნიკის იმიტაციას (ნახ. 4). * Brush Size (ფუნჯის ზომა) პარამეტრი განსაზღვრავს ფუნჯის ანაბეჭდის (შტრიხის) ზომას 0-დან 10-მდე დიაპაზონში. * Brush Detail (დეტალურობა) პარამეტრი 1-დან 10-მდე დიაპაზონში ადგენს გამოსახულების ზუსტად გადმოცემის დონეს. * Texture (ტექსტურა) პარამეტრი განსაზღვრავს ხატვის ამ სტილისთვის დამახასიათებელი ტექსტურის იმიტაციის დონეს 1-დან 3-მდე დიაპაზონში. IV. Film Grain (ფოტოფირის მარცვლოვნობა) ფილტრი გამოიყენება მხატვრული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ხერხის – გამოსახულებაზე მარცვლოვნობის გაზრდის იმიტაციისთვის (ნახ. 5). * Grain (მარცვლოვნობა) პარამეტრი ადგენს მარცვლოვნობის დონეს 0-დან 20-მდე დიაპაზონში. * Highlight Area (ნათების ოლქი) პარამეტრი ადგენს განათების დონეს 0-დან 20-მდე დიაპაზონში. * Intensity (სიზუსტე) პარამეტრი ადგენს გამოსახულების დეტალურობის დონეს 0-დან 10-მდე დიაპაზონში. V. Fresco (ფრესკა) ფილტრი ახდენს სველ კედელზე შესრულებული ნახატის იმიტაციას (ნახ. 6). * Brush Size (ფუნჯის ზომა) პარამეტრი განსაზღვრავს ფუნჯის ზომას 0-დან 10-მდე დიაპაზონში. * Brush Detail (დეტალურობა) პარამეტრი განსაზღვრავს გამოსახულების ზუსტად ასახვის დონეს 1-დან 10-მდე დიაპაზონში. * Texture (ტექსტურა) პარამეტრი განსაზღვრავს ხატვის ამ სტილისთვის დამახასიათებელი ტექსტურის იმიტაციის დონეს 1-დან 3-მდე დიაპაზონში. VI. Neon Glow (ნეონის შუქი) ფილტრი გამოიყენება ნეონის ფერებით ხატვის იმიტაციისთვის (ნახ. 7). * Glow Size (ოლქი) პარამეტრი განსაზღვრავს ნეონის ფერების გავრცელების ოლქს -24-დან +24-მდე დიაპაზონში. VII. Paint Daubs (ფერწერა ზეთის საღებავებით) ფილტრი გამოიყენება ზეთის საღებავებით შექმნილი ნახატის იმიტირებისათვის (ნახ. 8). * Brush Size (ფუნჯის ზომა) პარამეტრი განსაზღვრავს ფუნჯის ზომას 1-დან 50-მდე დიაპაზონში. * Sharpness (სიმკვეთრე) პარამეტრი ადგენს ფუნჯის კიდის სიმაგრისა და მეზობელ შტრიხებს შორის შეერთების ხარისხს. * Brush Type (ფუნჯის ტიპი) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია ფუნჯის ტიპის არჩევა: Simple (ჩვეულებრივი); Light Rough (ნათელი უხეში); Dark Rough (ბნელი უხეში); Wide Sharp (განიერი მკვეთრი); Wide Blurry (განიერი რბილი) და Sparke (ნაპერწკლები). VIII. Palette Knife (შპატელი – პალიტრის გასაწმენდი დანა) ფილტრი გამოიყენება ზეთის საღებავებით, შპატელით ხატვის იმიტაციისთვის (ნახ. 9). * Stroke Size (შტრიხის ზომა) პარამეტრი განსაზღვრავს ანაბეჭდის ზომას 1-დან 50-მდე დიაპაზონში. * Stroke Detail (დეტალურობა) პარამეტრი ადგენს გამოსახულების ზუსტად გადმოცემის ხარისხს 1-დან 3-მდე დიაპაზონში. * Softness (მოსწორება) პარამეტრი განსაზღვრავს მეზობელი შტრიხების ერთმანეთთან გადაბმის დონეს 0-დან 10-მდე დიაპაზონში. IX. Plastic Wrap (პოლიეთილენით შეფუთვა) ფილტრი გამოიყენება პოლიეთილენით შეფუთული ნახატის იმიტაციისთვის (ნახ. 10) * Highlight Strength (მინათება) პარამეტრი განსაზღვრავს პოლიეთილენის ნაოჭებზე შუქის ანარეკლის დონეს 0-დან 20-მდე დიაპაზონში. * Detail (დეტალურობა) პარამეტრი განსაზღვრავს ნაოჭების რიცხვს პოლიეთილენზე 1-დან 15-მდე დიაპაზონში. * Smoothness (შერბილება) პარამეტრი განსაზღვრავს შუქ-ჩრდილების სირბილის დონეს 1-დან 15-მდე დიაპაზონში. X. Poster Edges (კიდეების დამუქება) ფილტრი გამოიყენება გამოსახულების მკვეთრი კონტურების დასამუქებლად (ნახ. 11). * Edge Thicknes (ხაზის სისქე) პარამეტრი განსაზღვრავს კონტურის სისქეს 0-დან 10-მდე დიაპაზონში. * Edge Intensity (ინტენსიობა) პარამეტრი განსაზღვრავს კიდეების კონტურით გამოყოფის დონეს 0-დან 10-მდე დიაპაზონში. * Posterization (პოსტერიზება) პარამეტრი განსაზღვრავს ფერის ტონებად დაყოფის რიცხვს 0-დან 6-მდე დიაპაზონში. XI. Rough Pastels (პასტელი) ფილტრი გამოიყენება ფერადი ცარცებით შექმნილი ნახატის იმიტაციისათვის (ნახ. 12). * Stroke Length (შტრიხის სიგრძე) პარამეტრი ადგენს შტრიხის ზომას 0-დან 40-მდე დიაპაზონში. * Stroke Detail (დეტალურობა) პარამეტრი განსაზღვრავს გამოსახულების დეტალურად გადმოცემის ხარისხს 1-დან 20-მდე დიაპაზონში. * Texture (ტექსტურა) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია მასალის აჩევა პასტელის ნახატისთვის: Brick (აგური); Burlap (ჯუთის ქსოვილი); Canvas (ტილო) და Sandstone (ქვიშაქვა). აღნიშნული მენიუს გვერდით მოთავსებულია Load Texture (ტექსტურის ჩატვირთვა) ღილაკი, რომლის საშუალიბით შესაძლებელია PSD ფორმატში შენახული გამოსახულების გამოყენება ნახატის საფუძვლად. * Scaling (მასშტაბი) პარამეტრით ხდება ტექსტურის მასშტაბის განსაზღვრა 50-დან 200%-მდე დიაპაზონში. * Relief (რელიეფი) პარამეტრი ადგენს შტრიხის სისქის დონეს 0-დან 50-მდე დიაპაზონში. * Light (სინათლე) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია სინათლის წყაროს მიმართულების არჩევა: Bottom (ქვემოთ); Bottom Left (ქვემოთ და მარცხნივ); Left (მარცხნივ); Top Left (ზემოთ და მარცხნივ); Top (ზემოთ); Top Right (ზემოთ და მარჯვნივ); Right (მარჯვნივ) და Bottom Right (ქვემოთ და მარჯვნივ). * Invert (ინვერტირება) გადამრთველი ცვლის გამოსახულების ღია და მუქი უბნებს ასახვას. XII. Smudge Stick (გადარეცხვა) ფილტრი გამოიყენება ფანქრით ან ცარცით შექმნილი ნახატების, თითით, ნაჭრით ან სპეციალური საშლელით გადარეცხვის იმიტაციისათვის (ნახ. 13). * Stroke Length (შტრიხის სიგრძე) პარამეტრი ადგენს შტრიხის სიგრძეს, რომლის გადარეცხვაც ხდება 0-დან 10-მდე დიაპაზონში. * highlight Area (ნათელი ოლქები) პარამეტრი ადგენს განათებულობიდ დონეს 0-დან 20-მდე დიაპაზონში. * Intensity (ინტენსივობა) პარამეტრი განსაზღვრავს გამოსახულების სიმკვეთრის ხარისხს 0-დან 10-მდე დიაპაზონში. XIII. Sponge (ღრუბელი) ფილტრი გამოიყენება საღებავში დასველებული ღრუბლით შესრულებული ნახატის იმიტაციისათვია (ნახ. 14). * Brush Size (ფუნჯის ზომა) პარამეტრი განსაზღვრავს ღრუბლის ზომას 0-დან 10-მდე დიაპაზონში. * Definition (კონტრასტულობა) პარამეტრი ადგენს ფერთა სხვაობის დონეს 0-დან 15-მდე დიაპაზონში. * Smoothness (შერბილება) პარამეტრი ადგენს ფერებს შორის გადასვლის წესს 1-დან 15-მდე დიაპაზონში. XIV. Underpainting (ზემოდან ხატვა) ფილტრი გამოიყენება ზეთის საღებავით სხვადასხვა სახის ტექსტურაზე შესრულებული ნახატის იმიტაციისთვის (ნახ. 15) * Brush Size (ფუნჯის ზომა) პარამეტრი ადგენს ფუნჯის შტრიხის ზომას 0-დან 40-მდე დიაპაზონში. * Texture Coverage (ტექსტურის ფონი) პარამეტრი განსაზღვრავს ტექსტურული გამოსახულების გამოყენების დონეს 0-დან 40-მდე დიაპაზონში. * Texture (ტექსტურა) ჩამოსაშლელ მენიუში მოთავსებულია გამოსაყენებელი ტექსტურის სახეობები: Brick (აგური); Burlap (ჯუთის ქსოვილი); Canvas (ტილო) და Sandstone (ქვიშაქვა). აღნიშნული მენიუს გვერდით მოთავსებულია Load Texture (ტექსტურის ჩატვირთვა) ღილაკი, რომლის საშუალიბით შესაძლებელია PSD ფორმატში შენახული გამოსახულების გამოყენება ტექსტურად. * Scaling (მასშტაბი) პარამეტრით ხდება ტექსტურის მასშტაბის განსაზღვრა 50-დან 200%-მდე დიაპაზონში. * Relief (რელიეფი) პარამეტრი ადგენს შტრიხის სისქის დონეს 0-დან 50-მდე დიაპაზონში. * Light (შუქი) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია შუქის წყაროს მიმართულების არჩევა: Bottom (ქვემოთ); Bottom Left (ქვემოთ და მარცხნივ); Left (მარცხნივ); Top Left (ზემოთ და მარცხნივ); Top (ზემოთ); Top Right (ზემოთ და მარჯვნივ); Right (მარჯვნივ) და Bottom Right (ქვემოთ და მარჯვნივ). * Invert (ინვერტირება) გადამრთველი ცვლის გამოსახულების ღია და მუქი უბნებს ასახვას. XV. Watercolor (აკვარელი) ფლტრი გამოიყენება აკვარელის საღებავებით შესრულებული ნახატის იმიტაციისთვის (ნახ. 16). * Brush Detail (დეტალურობა) განსაზღვრავს ფუნჯის ანაბეჭდის ზომას 1-დან 14-მდე დიაპაზონში. * Shadow Intensity (ჩრდილების სიღრმე) პარამეტრი განსაზღვრავს გამოსახულების ჩრდილების უბნების დამუშავებისა და გაჯერებულობის ხარისხს 0-დან 10-მდე დიაპაზონში. * Texture (ტექსტურა) პარამეტრი განსაზღვრავს ხატვის ამ სტილისთვის დამახასიათებელი ტექსტურის იმიტაციის დონეს 1-დან 3-მდე დიაპაზონში. 60 8-ს მოსწონს
|