კოტე თოლორდავას ქვრივი, განო მელითაური სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სტატუს აქვეყნებს
"ხშირად ამნეზიას ვიბრალებთ კონკრეტული მოვლენების, ფაქტების და რაც მთავარია ადამიანების მიმართ... რა მოხდება თუკი ყველაზე ფარულ სურვილებს სისუსტეებთან ერთად თავს მოვუყრით და გამოვამზეურებთ?
"იზმების" და "ისტების" ეპოქაში, სადაც ბოლომდე გააზრებული არც არის ვინ ვის მხარესაა და რატომ, სადაც კომფორმიზმი ბატონობს პრინციპებზე და მორალურ ღირებულებებზე, უფრო და უფრო აფსურდული ხდება ყოფა.
-თბილისი პატარა ქალაქია-გაიძახიან გაუთავებლად, მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი წილი თბილისზე მოდის... ჩვენ ყველას გვეზარება საკუთარი გარსის იქით გახედვა, რადგან პეიზაჟები ზედმეტად უსახური, საგანგაშო ნაცრისფერი და დისკომფორტის მომტანი იქნება... ამიტომაც ვიგონებთ რეალობას, რომელშიც ჩვენ გვსურს არსებობა, ვიჯერებთ ფაქტებს და ვქადაგებთ მტკიცებულებებს, რომლებიც ჩვენთვის არის კომფორტული. განვიხილავთ სხვა ადამიანებს და ვერც კი ვხვდებით - ირონია, ცინიზმი და პოზიცია თავდაპირველად სარკესთან, საკუთარ ანარეკლზე დაკვირვებისას უნდა გამოვხატოთ...
შეგახსენებთ, განო მელითაურმა ცოტა ხნის წინ იმშობიარა და პატარა ლოლა თოლორდავა მოევლინა ქვეყანას. გარდა ამისა, იგი ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გახდა.
წარმატებები ვუსურვოთ განო მელითაურს და წინსვლა!