x
image
ვიზა კოხაძე
ბიძინა ივანიშვილი: - "2 ათას კაცს ნებისმიერ ქელეხზე მოაგროვებ. "რუსთავი 2" კი დაათრევს ამ 2 ათას კაცს - ზოგს ფულს უხდის, ზოგი ნათესავია, ზოგი მეგობარია და აწვალებს"

imageვინ მოხვდა ივანიშვილის კრიტიკის ქარცეცხლში?
- "2 ათას კაცს ნებისმიერ ქელეხზე მოაგროვებ. "რუსთავი 2" კი დაათრევს ამ 2 ათას კაცს - ზოგს ფულს უხდის, ზოგი ნათესავია, ზოგი მეგობარია და აწვალებს".
- "მე ვიქნები არანაკლებ აქტიური მომავალ არჩვენებში, ვიდრე ვიყავი 2011-2012 წლებში"
- განაცხდა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ ინტერვიუში ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილმა ქვეყნაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ვრცლად ილაპარაკა, მისი კრიტკის ქარცეცხლში კი ტრადიციულად ქვეყნის პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობა" მოხვდნენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო" უწოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა კანონი დაარღვია, როდესაც მოსმართლეს გარკვეული გადაწყვეტიების მიღებისკენ მოუწოდა.

ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება ივანიშვილმა შეაფასა და თქვა, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბრობს, "დაუძლურებულ "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს. "მას მოუწევს განმარტებების გაკეთება. ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც ხატავს სიტუაციას, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიდის ქვეყანა, უნდა რომ მხარი მხოლოდ ამ დაუძლურებულ ძალას დაუჭიროს და "გააპრაოს", - "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იყო პრეზიდენტის გამოსვლა და კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა საზოგადოებას. კიდევ ერთ გაუგებრობაში მოყვა ეს კაცი. კაცმა, რომელსაც კონსტიტუციით ევალება კონსტიტუციური ბალანსი, დაარღვია კანონი. მარგველაშვილს არ აქვს უფლება მოსამართლეს მიანიშნოს. ისივე როგორც, არ ჰქონდა უფლება განაცხადოს ის, რომ რაღაც ხდება. სხვათა შორის, ხიდაშელმა უპასუხა ძალიან კარგად. მე უფრო მწვავედაც ვუპასუხებდი"განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, ყოფილ პრემიერს ეჭვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ განცხადებიდან რამდენიმე საათში "ნიუ იორკ თაიმსში" სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც გიორგი მარგველაშვილის განცხადება დადებითადაა შეფასებული,

0
135
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0