საზოგადოება ბრიუსელში სასტიკად მოკლული ქართველი ქალის შვილის ამაღელვებელი წერილი-"შენით ვსუნთქავდი, შენ კიდე უშენოდ დამტოვე… " 2015, 23 ოქტომბერი, 20:33 ბრიუსელში მეუღლის მიერ სასტიკად იქნა მოკლელი ქართველი ქალი, ხათუნა ტუღუში. პაატა გამბარაშვილმა საკუთარი 37 წლის მეუღლე შვილების თვალწინ მოკლა. დაჭრილი ხათუნას გადარჩენა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ვერ შეძლეს. 17 წლის ეკა გამბარაშვილი, გარდაცვლილ დედას სოციალურ ქსელზე ამაღელვებელ წერილს უძღვნის: "დედა.... ჩემი ყველაზე უსაყვარლესი დედიკო... სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ! შენ აზრზე არ იყავი და ხარ როგორ მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები. შენ ჩემი ყველაფერი ხარ. მთელი გული ამომაგლიჯე და თან წაიღე. შენ ჩემთვის ყოველთვის ნომერი პირველი იყავი, ხარ და მუდამ იქნები. მინდოდა რომ გცოდნოდა, რომ შენს გამო გულს, სულს, ყველაფერს მივცემდი და რომ ვიცოდე რომ შენი დაბრუნება შემეძლოს შეუძლებელს შევძლებდი. მიყვარხარ დე, სიგიჟემდე მიყვარხარ.... ყველაზე, ყველაზე ძალიან… რაც დამტოვე ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ, საერთოდ ვერაფერს. ყველაფერი თან წაიღე, მარტო ტანი დარჩა აქ ჩემი და ეგეც მინდა, რომ შენთან იყოს. ჩემი ულამაზესი ხარ და სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ... შენით ვსუნთქავდი, შენ კიდე უშენოდ დამტოვე… ჩემი ყველაზე ლამაზი, კეთილი და სამართლიანი იყავი! მინდა, რომ შენ გგავდე, მარა სამწუხაროდ შენნაირი კარგი და იდეალური ვერასდროს ვერ ვიქნები. თუ გესმის ჩემი მინდა რომ იცოდე, რომ შენთვის სიცოცხლეს მივცემდი და ყოველთვის მინდოდა შენზე ადრე წავსულიყავი ამ ცხოვრებიდან, რომ შენ მენახე ყოველთვის ცოცხალი… გეხვეწები, ერთხელ მაინც მოდი ჩემთან. ისე მენატრები, სიტყვები აღარ მაქვს, გული აღარ მაქვს, არც სული, აღარაფერი აღარ მაქვს უშენოდ. შენ იყავი ჩემთვის ეს ყველაფერი. მინდა რომ იცოდე, რომ შენზე მეტად ამ ქვეყნად არავინ მყვარებია არასდროს და მინდა რომ შენს ადგილზე მე ვიყ, შენ კიდევ ჩემს ადგილზე… ისევ ისეთი ლამაზი, ცოცხალი მიყვარხარ სიცოცხლზე მეტად, ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და შენი წასვლით მთელი გული გაიყინა გაქრობამდე…" 661 1-ს მოსწონს 1-ს არა
|