ქალი და მამაკაცი შეყვარებულებმა გადაწყვიტეს ოპერაციების მეშვეობით "ბარბის და კენის" დამსგავსებოდნენ 2015, 23 ოქტომბერი, 10:32 ანასტასიამ და კვენტინმა ოპერაციებში 209 ათასი ევრო დახარჯეს და არ აპირებენ მიღწეულს დასჯერდნენ.
20 წლის ანასტასია რასკოსმა და მისმა შეყვარებულმა 23 წლის კვენტინ დეჰარმა ერთმანეთი 2013 წელს გაიცნეს სან-ტროპეში(საფრანგეთი). გაცნობის შემდეგ წყვილმა აღმოაჩინა, რომ ორივე გადამკვდარი ფანატია "ძველი-კეთილი" "ბარბისა და კენისა". მალევე რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეს შორის დაიწყო ურთიერთობა, ხოლო რამდენიმე თვიანი ნაცნობობის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა გარეგნობის შეცვლა. -ჩემი მშობლები ყოველთვის ყიდულობდნენ ჩემთვის ბარბის-აღნიშნა გამოცემა Metro-სთან საუბარში ანასტასიამ-დაახლოებით 100 ცალზე მეტი მქონდა და ისინი ყველა მიყვარდა, სადღაც 14 წლის ასაკიდან გადავწყვიტე, რომ მსურდა ისეთივე ვყოფილიყავი, როგორც ბარბის თოჯინა. -ჩემ თავს განვუცხადე, რომ უნდა დავუბრუნდე ჩემი ბავშვობის კუმირს და გავხდე კენი!-თავის მხრივ აღნიშნა კვენტინმა. ორი წლის განმავლობაში წყვილმა რამდენიმე ათეული ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა, მომავალში ანასტასია აპირებს გადაიკეთოს ყურები, ხოლო კვენტინი მზადაა მკერდში ჩაიდგას იმპლანტანტები. როგორც წყვილის ნათესავები აცხადებენ, ანასტასიას და კვენტინს ოდნავღა თუ შერჩათ უწინდელი გარეგნობა, ახლობელები მათ უკვე -ბარბის და კენის ეძახიან. 580 7-ს მოსწონს 1-ს არა
|