x
image
ციცი
Mediator image
გიგი უგულავა რუსთავი 2-თან დაკავშირებით ციხიდან მიმართვას ავრცელებს-"თქვენ გარბევენ, შეურაცხყოფას გაყენებენ, გდევნიან, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანებს!"

image
ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ციხიდან მიმართვას ავრცელებს:


"არ ვაპირებ სასამართლოს უსამართლობაზე საუბარს, ეს მოცემულობაა! მოცემულობაა ოლიგარქ ივანიშვილის მიერ ქვეყნის პრივატიზაციის შემდეგ, მედიის სრული უზურპაცია. მედიისა და სიტყვის თავისუფლების გარეშე ჩვენ დავკარგავთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის შესაძლებლობას. თავისუფლება ადამიანის ბუნებაა. ამიტომ საბოლოოდ თითოეულ მოქალაქეზე და მის აქტიურობაზე დადის – შევდგებით თუ არა ჩვენ თავისუფლების მოყვარულ ერად.
ასეთ ვითარებაში უდიდესი როლი აკისრიათ პოლიტიკურ პარტიებს და განსაკუთრებით "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", როგორც მთავარ პოლიტიკურ ძალას. მე ვარ ამ პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და მინდა მოგმართოთ ჩვენს მომხრეებს: თქვენ გარბევენ, შეურაცხყოფას გაყენებენ, გდევნიან, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანებს. თქვენ გაბრაზებული და აღშფოთებულები ხართ, მაგრამ არ მინდა მათ დავემსგავსოთ ვინც გვარბევს. ბოღმამ და შურისძიებამ არ უნდა დაისადგუროს ჩვენს გულში. მხოლოდ ასე შევძლებთ მთელ საზოგადოებას ვაჩვენოთ მაგალითი, რომ წინ უნდა ვიყუროთ და ქვეყანა კრიზისს ავაცილოთ. სწორედ ლიდერს აქვს ეს პასუხისმგებლობა და თქვენ დღეს ხართ ლიდერი და უნდა იყოთ სიმშვიდის მაგალითი.
მინდა მივმართო ივანიშვილს: ჩვენ უკვე საკმარისზე მეტად ვატკინეთ ერთმანეთს, ახლა თქვენ ჩვენთან ბრძოლით მხოლოდ ქვეყანას აზიანებთ. ჩვენ ვდგავართ უფსკრულის წინაშე და ეს უფსკრული დღეს ჩვენ გვიყურებს თვალებში."imageimage

0
101
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0