x
image
natia.a
"ექიმების" წამყვანის ემოციური პოსტი "რუსთავი 2"-ს
imageგადაცემა „ექიმების“ წამყვანი კოტე მათითაშვილი, რუსთავი 2-ის თემას ეხმაურება და საკუთარ აზრს სოციალურ ქსელში აფიქსირებს.


„მოკლედ, არ ვიცი რა მოხდება დღეს... ის დრო რაც მე ჩემს კოლეგებთან ერთად ტელეკომპანია „რუსთავი-2“- ში გავატარე (ტელეპროექტი და საინეტრესო შოუ „ექიმები“) და იმედია კიდევ გავატარებ საკმაოდ აზარტული და საინტერესო არის, როგორც ჩვენთვის ასევე ტელემაყურებლისათვის, გამომდინარე ძლიერ და პროფესიონალ სატელევიზიო გუნდთან ერთად მუშაობიდან.


დღეს თუ ხვალ სავარაუდოდ რაღაც შეიცვლება.... ან არ შეიცვლება, ვიმედოვნებ ეს არ შეეხება: ჟურნალისტებს, ტელეპროექტებს, წარმატებულ შოუებს, ტელეწამყვანებს, პროფესიონალებს, ადამიანებს ვინც ჭეშმარიტად თავის საქმეს აკეთებდნენ და დღემდე აკეთებენ“ - წერს გადაცემა „ექიმების“ წამყვანი, კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 22 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმის განხილვას აგრძელებს – მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დღს გახდება ცნობილი.



სასამართლოში საქმის განხილვა აგვისტოს თვეში, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე დაიწყო, რომელიც ტელეკომპანიის ხალვაშის მფლობელობაში დაბრუნებას ეხებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა.


ტელეკომპანია, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულადაა განწყობილი, ბიზნესმენის ქმედებას ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ „რუსთავი 2“–ის ხელში ჩაგდების მცდელობად აფასებს. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთაა და სიტყვის თავისუფლების დარღვევა. ამიტომ „რუსთავი 2“–ის მხარდასაჭერად სასამართლოს შენობასთან დილიდანვე შეიკრიბა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. ექსპერტების აზრით, ამ აქციამ, შესაძლოა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მოახერხოს.




0
776
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
776
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0