x
image
ერეკლე ცოცანიძე
ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს


image რუსთავი 2ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა სპეციალურ პირდაპირ ეთერში განაცხადა. "სულ ცოტა ხნის წინ რუსთავი 2 ში პროკურატურის წარმომადგენლები მოვიდნენ და ნიკა გვარამიას ოფიციალური უწყება გადასცეს, გამოძიება დაიწყო, ვნახოთ რა მოხდება" - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ნიკა გვარამია პროკურატუტაში, დღეს გავრცელებული იმ განცხადების გამო დაიბარეს, რომელშიც იგი, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს.

0
88
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0