x
image
ციცი
Mediator image
"ჩაახშო ტელევიზია, არ ნიშნავს იმას რომ ჩაახშობ ტრიბუნას..."-ნანუკა ჟორჟოლიანი
imageჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" გვერდზე მორიგ სტატუსს აქვეყნებს:


"უკვე ასი ათასზე მეტი გამომწერი მყავს, რაც ძალიან მიხარია... მგონი იმაზე მეტი, ვიდრე მაყურებელი. ამიტომ ჩაახშო ტელევიზია, არ ნიშნავს იმას რომ ჩაახშობ ტრიბუნას, საიდანაც ვიტყვი ჩემს სათქმელს.
მიხარია ამდენი რომ ხართ... ღმერთმა გამრავლოთ!"

როგორც ყველა სტატუსზე, აქაც კომენტარებში ქება-დიდება არ დაიშურეს მისმა მეგობრებმა:

"ვერ ვიტყვი, რომ ყველა გადაცემა მომწონს და მესმის რომ ეს შეუძლებელია. თქვენი გადაცემები ხალხისაა და ხან ერთს მოეწონება, ხან მეორეს. ზოგჯერ ჩაცმულობაც არ მომწონს, მაგრამ ყოველთვის მიხარია თქვენი გამოჩენა ეთერში იმიტომ, რომ გულწრფელობას და მართლა სიყვარულს ასხივებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეკრანზე და ცხოვრებაში ერთნაირი, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე, უშიშარი, ყოჩაღი, ერთგული და კეთილშობილი ჯიგარი გოგო ხართ. ბოდიში ფამილარობისთვის. რაღაც ძალიან შინაურულად გამომივიდა."


" შეუდარებელი ხართ! არამარტო როგორც ჟურნალისტი!"

"აქ იაქტიურეთ ცოტა მეტი ჟურნალისტებმა, მე მანდ ვეღარ ვცხოვრობ და ერთ-ერთი საინფორმაციო წყარო ფბ-ია. ტვ-ის ვერ ვუყურებ და ეგებ გაითვალისწინოთ ნანუკა ჩემი თხოვნა.
რა თქმა უნდა ხან მომეწონები და ხან არა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ყოველთვის ჩემი თავი არ მომწონს მე. მთავარია ობიექტურები და ცოტათი მეტი აქტიურები იყოთ აქ. ვიცი, რომ ძაან დატვირთულ რეჟიმში მუშაობთ, მაგრამ ეგ ხომ თქვენი არჩევანია?!
ჩვენ თქვენით გვექმნება წარმოდგენა და შთაბეჭდილება ამა თუ იმ მოვლენასა და პროცესზე და ამიტომაც გამადიდებელი შუშით ვუყურებთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
საინტერესო და შინაარსიანი ხარ, გგულშემატკივრობ და პატივს გცემ. გაიხარე და წარმატებები..."

" ჩემი საყვარელი გოგო ხარ შენ ნანუკა... რუსთავი=2ს ვერავინ ვერაფერს დააკლებს... ის ნომერპირველი ტელევიზიაა!!"

image


0
91
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0