x
image
ციცი
Mediator image
თბილისობის დღესასწაულის გარშემო ატეხილ სკანდალს ნინი ბადურაშვილიც ეხმაურება-"ერთი კონცერტის გამო ასე წყობიდან გამოსვლა ცოტა უხერხულია!"
image
ქართულ შოუბიზნესში დაპირისპირებაა, რაც თბილისობის დღესასწაულზე გამართულმა კონცერტმა გამოიწვია. უკმაყოფილო ქართველმა მომღერლებმა თავიანთი პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირეს. შოუბიზნესი ორად გაიყო-ერთ მხარს განაწყენებული მომღერლები არიან და მეორე მხარეს, ისინი ვისაც პატივი ერგოთ თბილის-ქალაქობაზე ემღერათ.

მომღერალი ნინო ჩხეიძე, რომელიც არ იყო მიწვეული თბილისობაზე გამართულ კონცერტზე დაინტერედა იმით, თუ ვინ შეადგინა მომღერალთა სია:

"თბილისობის კონცერტის სია ვინ შეადგინა ძალიან მაინტერესებს... მინდა გავესაუბრო...
ხუმრობის გარეშე მაინტერესებს..."




"მოგიტ.... ნთ კონცერტების სიების შემდგენი..."-ასეთი "თბილი" სიტყვებით შეამკო სიის შემდგენები მაიკო კაჭკაჭიშვილმა და შემდეგ სტატუსში აღნიშნა, რომ დაბოღმილი ადამიანი არ არის:


"სულ მიტყდება ხოლმე პროტესტის დაწერა იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ დასკვნა გამოაქვთ, რომ დაბოღმილი ვიყავი, არააა... ოოო ღმერთო... არააა... მინდა გითხრათ, რომ ყველაზე საშინელ სიგოიმეში გავჩნდიიი!!!!"


ახლა ის მომღერლები, რომლებიც კონცერტში მონაწილეობდნენ:

ანრი ჯოხაძე:

"წლების მანძილზე იყო კონცერტები, სადაც ჟანრობრივად და კონცეფციიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დაეძახათ ჩემთვის, მაგრამ რატომღაც არ ან ვერ ვახსენდებოდი ორგანიზატორებს, მაგრამ საჯაროდ არასოდეს გამილანძღავს იქ გამოსული მომღერლები და არც ორგანიზატორები, ასევე ყოველთვის მადლობელი ვიყავი იმ კონცერტებში მონაწილეობით სადაც მეპატიჟებოდნენ.
თუ ასეთი ცუდი კონცერტი იყო, როგორც ზოგიერთები ბედნიერად პოსტავთ, მაშინ გიხაროდეთ რომ არავის გაახსენდით.
ასეთი კომენტარებით პირდაპირ ხაზგასმით აღნიშნავთ საკუთარ "ლუზერობას"... უხერხულია ერთი კონცერტის გამო ერთმანეთის ასე მიჩათლახება."


თამარა გაჩეჩილაძე:

"გუშინდელი კონცერტის მერე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდნენ ბოღმა "კოლეგები". ალბათ ახალი წლის კონცერტის შარშანდელი ამბავიც განმეორდებაა. რამდენი ყოფილხართ ღმერთმანი... ძალიან უხერხულია და სასაცილო..."


აი მომღერალი ქრისტინე იმედაძე კი, რომელიც არ მიიწვიეს კონცერტზე, საერთოდ არ არის ნაწყენი:


"უი დედა! არ დამირეკეს, მაგრამ არც მწყენია ანუ მინდა არ მინდა განაწყნებულებში რად გამაწევრიანეთ?! არც თბილისზე სიმღერა არ გამაჩნია... უამრავი კონცერტი ჩატარებულა უჩემოდ... მერე რა მოხდა?! მე მიყვარს ჩემი კოლეგები... ნინასაც უყვარს, მაიკოსაც, ანრისაც, თაკოსაც, რატისაც და აგარ მახსოვს კიდე ვინ არის ნახსენები... არავინ არ გაყოფილა ორად!"


ამ დაპირისპირებაში მომღერალმა ნინი ბადურაშვილმაც გამოთქვა თავისი აზრი:

"საყვარელო კოლეგებო, მეგობრებო! ბევრი წელი მეც არ მიმღერია თბილისობის გალა კონცერტზე, მაგრამ არასდროს არ მიმიყენებია შეურაწყოფა იმ მომღერლებისთვის ვინც იმ კონცერტებში მღეროდა! ერთი კონცერტის გამო ასე წყობიდან გამოსვლა ცოტა უხერხულია! გისურვებთ წარმატებებს!"

imageimageimageimageimageimage

0
528
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0