x
image
K.P.
ნინა წკრიალაშვილს მამასთან სერიოზული უთანხმოება აქვს: "სამარცხვინო ვარ მისთვის! თუ მოვა ჩემთან მე მივიღებ"

image
ომღერალი ნინა წკრიალაშვილი უკვე წლებია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ახალბედა მომღერალმა პოპულარობა ჯერ კიდევ მაშინ მოიპოვა, როდესაც ჟურნალ "ფლეი ბოისთვის" გაშიშვლდა. ნინა აღიარებს, რომ მამამისს კარგი შემოსავალი აქვს, შესაბამისად ქალიშვილსაც ანებივრებს და მეტიც მისი ქართულ შოუბიზნესში დამკვიდებას მამის ეკონომიურმა მდგომარეობამაც შეუწყო ხელი. ნინა მომღერლობის გარდა დაკავებულია ტელეწამყვანობითაც, ის ტელეკომპანია "მარაო რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "გარდერობს" უძღვება. თავი მსახიობის ამპლუაშიც მოსინჯა, როდესაც პოპულარულ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" დოდოშკას როლი ითამაშა.

მამა შვილის დაპირისპირეა სახალხოდ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მიზეზი კი ქალაქ გორში სტალინის ძეგლის დაბრუნება იყო.

"გაბრაზებული ვარ, მამაჩემს სტალინის ძეგლის დაბრუნება რომ უნდა გორის ცენტრში. მაგრად მიტყდება. ეს ხალხი სხვა პრობლემას თუ ვერ ხედავს გორში და საქართველოში, როგორც ახლა ცხოვრობენ, უკეთესის ღირსები არც ყოფილან. მე სხვა მოთხოვნები მაქვს ჩემი ქვეყნისგან და ცხოვრებისგან"-განაცხადა მომღერალმა.image

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი აღნიშნავდა მამასთან უთანხმოება ხშირად აქვს, თუმცა ერთმანეთი ძალიან უყვართ და მალევე რიგდებიან. ამჟამად კი მამა-შვილს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული ჩანს. "ყველანაირად ვეცადე, ბოლომდე კონტაქტი მქონოდა მასთან. თურმე სამარცხვინო ვარ მისთვის, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი კაბები სცენაზე ლანდავს. თუ ოდესმე რამეში დავჭირდები, პირველი ვიდგები მის გვერდით. ალბათ კრიზისული ასაკი აქვს და გაუვლის. თუ მოვა ჩემთან მე მივიღებ. ყველაფრის მიუხედავად მე მეამაყება, რომ ის არის მამაჩემი. არაუშავს, უარესები გადამიტანია, ქმრის სიკვდილი გადავიტანე, ამასაც გავუძლებ"-ამტკიცებს ნინა.image

0
698
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
698
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0