x
image
K.P.
"და აი ისიც! დაზარალებული ზოოპარკის ტერიტორიის ახალი მფლობელი!"-პატრიარქის განცხადება დღის სკანდალად იქცა

image
"მოხდა საშინელი ტრაგედია საქართველოში. ღვარცოფის, ნიაღვრის და წვიმის შედეგად დაიღუპა ხალხი. განადგურდა ზოოპარკი. ცხოველები თავისი ადგილებიდან გადმოვიდნენ და ადამიანებისთვის საშიში გახდნენ. თქვენ ალბათ არც გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ იყო მცირე ინფორმაცია ზოოპარკის შესახებ.

როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანების და სამღვდელოების დევნა, ასევე ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყეს, დაიწერა ბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, ზოოპარკი დაარსებულიყო. ასე რომ, ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს.

ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული. ბევრს ეს არ ახსოვს და ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენს პრესაში არსებობდა.

ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს. აი, ამის შედეგი. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები"-ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას. ამ განცხადებას საზოგადოების ნაწილის დიდი პროტესტი მოჰყვა. image

"და აი ისიც! დაზარალებული ზოოპარკის ტერიტორიის ახალი მფლობელი! როდის მოვა ისეთი მთავრობა, საპატრიარქოს პრადოებს რომ გადაადნობს და იმ ფულით ახალ ზოოპარკს ააშენებს?"-წერს სოციალურ ქსელში დავით იმედაშვილი.image

მომხდართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს მსახიობი თინა მახარაძე: "რომ უნდა იმარჩიელო პირდაპირი მნიშვნელობით*, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ უყო პირი ადამიანებს, დათვი რომ ფანჯრიდან არის ჩამოსახსნელი, ვეფხვები რომ ტროტუარზე მიჩაჩანაკებენ, ლომებსა და აფთრებს ყიჟინით კლავენ ქუჩებში და გამზირებზე, ბეჰემოტი რომ ჭადარს წიწკნის, ბავშვების ხმაურის მაგივრად რომ ვერტმფრენებისა და ეკლესიის ზარების ხმა ისმის ეზოებიდან, მთა რომ მართლა მოწყდა და მივიდა მუჰამედთან და ამ დროს მუჰამედა საკვირაო ქადაგებაში აცხადებს, ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ამ ადგილზე ვერ გაიხარებს (ახია თქვენზეო), კია ეს ყველაფერი ცოტა კობო აბესა და ცოტაც კორტასარის სტილში აღსაწერი, ანდაც ბრიულოვის პომპეის უკანასკნელი დღის ტონებში ჩასახატი, მაგრამ ეს ის დროა, როცა ამ ყველაფრის რომანტიზირება/გაფენტეზება ნძრევაა მარტო და "უმიზეზო თესლდანთხევა", არც დადანაშაულება-თითის გაშვერა/მოკაკვა/ბრაწის ჩვენებაა დროული. ტრაკი უნდა ავწიოთ, ქუჩაში გავიდეთ და ერთმანეთს მივხედოთ. ერთმანეთი გვყავს საშველი, თორე საშველი თავისით არ არის."image

"ოთხ კედელში გამოკეტილ გიგი უგულავაზე ჯოხის გადატეხვა ძაან მდაბიო საქციელია! (ასე რომც იყოს 3 წელი იყო პრობლემის გამოსასწორებლად) ...და მე მაპატიეთ, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, ვერც პატრიარქის სიტყვები გავიგე...მაინცდამაინც დღეს გაჟღერებული ზოოპარკის უწმინდური მიწის შესახებ..."-წერს ნოე სულაბერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.image

საინტერესო მოსაზრება გააჩნია მამა პეტრეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ვინაიდან, ზოოპარკში ადგილები გამოთავისუფლდა, გალიაში ისინი ჩავსვათ, ვის გამოც ქალაქი წყალმა წაიღო. დროებით გვმართოს მტაცებლებმა, არ მგონია, უარესად დავშავდეთ, მაგრამ იმდენად გაუსაძლისი გახდა ამდენ სიცრუეში ცხოვრება, მგლებიც გარბიან... დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, 9 წლის მანძილზე ნაშენები თბილისი, წამებში როგორ დაიშალა. გზები და ხიდები მართლაც და წყალს წაუღია, მაგრამ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების წინაშე ვინ აგებს პასუხს?! დღევანდელი მდგომარეობა ფასადურმა მშენებლობამ, ქალაქის კეთილმოწყობის მიზეზით თანხების მითვისებამ, უცოდინრობამ და თვალში ნაცრის შეყრამ მოგვიტანა. რაღაც ეტაპზე, ღვთის წინაშე ყველა პასუხს ვაგებთ, რაც სტიქიას შეწირული ადამიანებისთვის ნუგეში ნამდვილად ვერ იქნება. მეწყერმა არა, სიხარბემ წაგვლეკა..."

2
9620
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
9620
  
2015, 16 ივნისი, 23:53
პატიებას ვთხოვ ამ პატივცემულ გვამებს ამ პოსტისთვის, მაგრამ იმედაშვილს, მახარაძეს, სულაბერიძეს და სამწუხაროდ, საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს, სამწუხაროდ აზროვნების ძალიან დიდი პრობლემა აქვს; პატრიარქს კი არ ვიცავ, მას ჩემი ადვოკატობა ნამდვილად არ სჭირდება, უბრალოდ იქნებ წყნარად, წესიერად წაიკითხოთ მისი ქადაგებიდან ეს ნაწილი და სუუუუულ ცოტათი გაატოკოთ ტვინები - ადამიანმა ძალიან მარტივი რამე თქვა, რომ დიდი ცოდვის ფასად დაარსდა ეს ზოოპარკიო, თუ არ გსმენიათ მსგავსი არაფერი. ვინ ახსენა, რომ ახია ვინმეზე რაც მოხდა. განა ეკლესიამ არ გადაიხადა პარაკლისები, არ მიუსამძიმრა ოჯახებს, არ გამოთქვა ინიციატივა უპატრონოს დაზარალებულ ოჯახებს? თქვენი გამოსვლები ტურების წკავწკავს მაგონებს და მაპატიეთ და თქვენნაირ ადამიანებს ბოროტ იდიოტებს ეძახიან
2015, 15 ივნისი, 17:24
რათქმაუნდა "თინაია" და მის ნაირები სხვანაირად ვერც გაიგებდნენ და ვერც გამორჩებოდნენ ტყუილები რომ არ წაემატებინათ :) ახია თქვენზეო საიდან მიამატა ამ გოგომ,სამარცხვინოა მსგავსი აბჟუტურება.
0 1 2