x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რეტუში - სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები. (Photoshop CS 4 & 5)

 სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები

Spot Healing Brush (წერტილოვანი სამკურნალო ფუნჯი


სამკურნალო ჯგუფის ხელსაწყოებში რეტუშის ოთხი ხელსაწყო შედის (ნახ. 1): Spot Healing Brush (წერტილოვანი სამკურნალო ფუნჯი), Healing Brush (აღმდგენი ფუნჯი), Patch (დაკერება ანუ გადანერგვა) და Red Eye [(იხ. „წითელი თვალის“ ეფექტი და პალიტრა History (ისტორია). მარტივი კორექციები (Photoshop CS 4 & 5)]

სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები

Spot Healing Brush მოცემული ჯგუფის პირველი ხელსაწყოა და ის გამოსახულების წვრილმანი დეფექტების რედაქტირებისთვის გამოიყენება. ხელსაწყოს დარეგულირება შესაძლებელია პარამეტრების პანელით (ნახ. 2).


გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები

Brush ველში შეგვიძლია შევარჩიოთ ფუნჯის ზომა, რომელსაც მოცემული ხელსაწყოს გამოყენებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ის უნდა აღემატებოდეს სარედაქციო დეფექტს, მაგრამ არც ძალიან დიდი არ უნდა იყოს. ფუნჯის ზომის დარეგულირება პანელის გარდა, კლავიატურის კვადრატული ფრჩხილების საშუალებითაც შეიძლება: მივიტანოთ ხელსაწყო დეფექტურ უბანთან, დავარეგულიროთ მისი ზომა და დავაწკაპუნოთ მაუსის მარცხენა ღილაკზე. ფუნჯის შიგნით მოთავსებულ პიქსელებს ავტომატურად ჩაანაცვლებს ფუნჯის საზღვარზე მდებარე პიქსელების მსგავსი პიქსელები (ნახ. 3).

სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები

პარამეტრების პანელზე ფუნჯის ველის გვერდით მოთავსებულია Mode ჩამოსაშლელი მენიუ, ხელსაწყოს ფერის შერევის რეჟიმებით.

ხელსაწყო მუშაობს ორ რეჟიმში და რეჟიმებს შორის გადართვა შესაძლებელია Type (ტიპი) ველში:

I. Proximity Match (ახლო მსგავსება) – ავტომატურ რეჟიმში სწორედ ეს რეჟიმი არის ჩართული, რომლის დროსაც ხდება პრობლემური უბნის პიქსელების, ფუნჯის საზღვარზე მყოფი პიქსელების მსგავსი პიქსელებით ჩანაცვლება.

II. Create Texture (ტექსტურის შექმნა) -ამ რეჟიმში მუშაობის დროს, ხელსაწყო ასაშუალოებს ფუნჯის ქვემოთ მოქცეულ ყველა პიქსელის ფერს და ქმნის ერთიან ტექსტურას, რითაც ივსება სარედაქციო უბანი.

Sanple All Lauers (ნიმუში ყველა ფენიდან) გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ყველა ფენაზე მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ რედაქტირება შეგვიძლია ჩავატაროთ ცარიელ ფენაზე, მისი შემდგომი რედაქტირების მიზნით.

Photoshop CS5 ვერსიაში, Type ველში, ხელსაწყოს Content-Aware (შემცველობის გათვალისწინება) რეჟიმი დაემატა, რომლის გამოყენებით, შესაძლებელია პატარა ზომის ელემენტების წაშლა გამოსახულებიდან. ამ რეჟიმში ხელსაწყო საშლელივით მუშაობს და წაშლილი უბნების ადგილებს, გვერდით მდებარე პიქსელების მსგავსი პიქსელებით ავსებს:

I. ფოტოშოპში გამოსახულების გახსნის შემდეგ, უნდა ავირჩიოთ Spot Healing Brash ხელსაწყო > ჩავრთათ ხელსაწყოს ოპტიმიზაციის პანელზე Content-Aware გადამრთველი.

სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები

II. ხელსაწყო უნდა გადავატაროთ წასაშლელ ელემენტს ისე, რომ ძალიან ახლოს არ მივიდეთ იმ ელემენტთან, რომლის დატოვებასაც ვაპირებთ გამოსახულებაზე. როდესაც მაუსს თითს აუშვებთ, გადახაზული ელემენტები გამოსახულებიდან გაქრება.

სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები

III. გამოსახულებაზე დასატოვებელი ობიექტის სიახლოვეს დარჩენილი წასაშლელი ელემენტის ნაწილი, უნდა დავამუშაოთ Clone Stamp ხელსაწყოს გამოყენებით.

სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები


**********************************************************************************************************************************


Healing Brush ( აღმდგენი ფუნჯი)


Healing Brush ხელსაწყო გამოიყენება გამოსახულების დეფექტური ოლქების ავტომატური რეტუშისათვის, ძირითადად, სახის კანის რედაქტირებისთვის. ხელსაწყო მუშაობის წესით ძალიან ჰგავს Clone Stamp ხელსაწყოს მუშაობის წესს: I. Healing Brush ხელსაწყოს გააქტიურების შემდეგ, უნდა დავაჭიროთ კლავიატურის Alt ღილაკს და ავირჩიოთ ნიმუში, მაუსის მარცხენა ღილაკის გამოსახულებაზე დაწკაპუნებით.

 სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები

II. რედაქტირება უნდა ჩატარდეს პატარა ზომის ფუნჯით, წერტილოვანი დარტყმის მეთოდით, რაც იმას გულისხმობს რომ, ფუნჯი უნდა გადავუსვათ დეფექტურ ოლქს და ავუშვათ მაუსიდან თითი, რომ ნიმუშის მაჩვენებლის ნიშანი (ჯვარი), ყოველ ჯერზე, საწყის პოზიციაზე დაბრუნდეს და ერთიდაიგივე ნიმუშით მოხდეს რედაქტირება (რა თქმა უნდა, რედაქტირების პროცესში, შესაძლებელია ახალი ნიმიშის აღებაც). მსგავსი სახის ოპერაციის ჩატარების დროს, პარამეტრების პანელზე, გათიშული უნდა იყოს Aligned (გათანაბრება) გადამრველი.

 სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები

მიუხედავად იმისა, რომ Healing Brush და Clone Stamp ხელსაწყოები, მუშაობის წესით, ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, ამავდროულად, ფუნქციონალური თვალსაზრისით სრულიად განსხვავდებიან. განსხვავება ხელსაწყოებს შორის იმაში მდგომარეობს, რომ Clone Stamp ხელსაწყოს ნიმუში ავტომატურად გადააქვს გამოსახულების სხვა უბანზე, ხოლი Healing Brush-ი სწავლობს აღებული ნიმუშის ფაქტურას, ფერს, სიმკვეთრეს და გადატანისას, უთავსებს სარედაქციო ოლქის ფერსა და ფაქტურას. გარდა ამისა, Healing Brush ხელსაწყოს ფუნჯი, ნიმუშის გადატანისას, გვერდებიდან აფრქვევს საღებავს 10-12 პიქსელზე, რის გამოც ნიმუშის საზღვრები სინქრონულად უერთდება სარედაქციო ოლქს. ამ ხელსაწყოს გამოყენებისას, რეკომენდირებულია პატარა ზომის მაგარი ფუნჯით მუშაობა და რეკომენდირებული არ არის მისი გამოყენება სასაზღვრო უბნების რედაქტირების დროს (სხვადასხვა ფერების საზღვარზე მუშაობისას, უნდა გამოვიყენოთ Clone Stamp ხელსაწყო).

Healing Brush ხელსაწყო პარამეტრების პანელით იმართება, რომელზეც იგივე პარამეტრები არის მოთავსებული, რაც Clone Stamp ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე:

 სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები

Brush ველში შესაძლებელია ფუნჯის ზომისა და სიმაგრის შერჩევა.

პიქსელების შერევის რეჟიმების არჩევა შესაძლებელია Mode ჩამოსაშლელ მენიუში. Source (წყარო) ველში მოთავსებულია ორი გადამრთველი:

* Sampled (შერჩევა) – ავტომატურ რეჟიმში ეს გადამრთველი არის ჩართული და Alt ღილაკზე დაჭერის შემდეგ ხდება იმ პიქსელების შერჩევა, რომლებმაც სარედაქციო ოლქები უნდა ჩაანაცვლონ.

* Pattern (ტექსტურა) – ამ გადამრთველის გააქტიურების შემდეგ, აქტიური ხდება ტექსტურის ველი, რომელშიც მოთავსებულია პროგრამაში ინსტალირებული ტექსტურების პანელი. ველზე დაჭერისა და ეკრანზე გამოსული პანელიდან რომელიმე ტექსტურის არჩევის შემდეგ, შესაძლებელია გამოსახულების რედაქტირება ტექსტურის ნიმუშით, ისე როგორც Pattern Stamp ხელსაწყოს ხმარების დროს.

Aligned (გათანაბრება) გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, ნიმუშის აღება მოხდება, ფუნჯიდან, გარკვეულ დისტანციაზე და ყოველ დაწკაპუნებაზე ნიმუშის ნიშანი საწყის პოზიციაზე არ დაბრუნდება.

Sample (ნიმუში) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რომელი ფენები მიიღებენ რედაქტირების პროცესში მონაწილეობას:

* Current Layer (აქტიური ფენა) – რედაქტირება მოხდება აქტიურ ფენაზე.

* Current & Below (აქტიური და ქვემოთ მდებარე ფენა) – რედაქტირებაში მონაწილეობას მიიღებს აქტიური და მის ქვემოთ მდებარე ფენა, რაც იმას ნიშნავს, რომ რედაქტირების ჩატარება შეგვიძლია ცარიელ ფენაზე და თუ საჭირო გახდება, მისი შესწორება (რედაქტირების ამ ხერხს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სახის კანის რედაქტირების დროს).

* All Layers (ყველა ფენა) – რედაქტირებაში მონაწილეობს გამოსახულების ყველა ფენა.




**********************************************************************************************************************************


Patch (დაკერება)


Patch ხელსაწყო გამოიყენება გამოსახულების ერთი ოლქის, მეორე ოლქის გამოყენებით ან შაბლონით რედაქტირებისათვის. ხელსაწყოს მოხმარება ორი ეტაპისგან შედგება: 1- სარედაქციო ოლქის გამოყოდა და 2 – სარედაქციო უბნის შერჩევა. ხელსაწყოს მუშაობის წესი, პირველ იტაპზე, ჰგავს გამოყოფის ხელსაწყო lassos-ს მუშაობის წესს:

I. ხელსაწყოს გააქტიურების შემდეგ, უნდა მივიტანოთ კურსორი სარედაქციო უბანთან და შევქმნათ გამოყოფის ოლქი, მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერით და სარედაქციო უბნის შემოხაზვით.

სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები

II. რედაქტირების მეორე ეტაპზე, კურსორი უნდა მოვათავსოთ გამოყოფის ოლქის შიგნით, ის მიიღება მართკუთხა გამოყოფის ოლქისა და მოღუნული ისრის ფორმას დაკერების ფონზე. დავაჭიროთ მაუსის მარცხენა ღილაკს და გამოყოფის ოლქი გადავიტანოთ იმ უბანზე, რომლითაც ვაპირებთ გამოსახულების რედაქტირებას. გამოყოფის ოლქის გამოსახულებაზე გადაადგილებისას, პარალელურ რეჟიმში, გამოყოფის უბანში აისახება გამოსახულების ის ფრაგმენტი, რომელზეც გადაგვაქვს გამოყოფის ოლქი, რაც მისი კარგად შერჩევის საშუალებას იძლევა.

სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები

III. ოლქის არჩევის შემდეგ, უნდა აუშვათ თითი მაუსს და შერჩეული უბანი ავტომატურად ჩაჯდება გამოყოფის ოლქში. Ctrl+D ღილაკების კომბინაციით გავაუქმოთ გამოყოფის კონტური.

სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები

შენიშვნა # 1: გამოყოფის ოლქის შექმნა, გამოყოფის ნებისმიერი ხელსაწყოს გამოყენებით შეიძლება.

შენიშვნა # 2: აუცილებელი არ არის ჩასანაცვლებელი ფრაგმენტი ზუსტად ემთხვეოდეს სარედაქციო ოლქის ფერის ტონალობას. პროგრამა ანალიზს უკეთებს ორივე ოლქს, ფერებს უთავსებს და ისე სვამს ახალ ფრაგმენტს სარედაქციო ოლქში.

ხელსაწყო დარეგულირება შესაძლებელია პარამეტრების პანელით.

სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები

პანელის თავში, ისევე როგორც გამოყოფის ხელსაწყოების პარამეტრების პანელებზე, მოთავსებული არის გამოყოფის რეჟიმების ღილაკები. ხელსაწყო მუშაობს ოთხ რეჟიმში:

1) New seleсtion – ახალი გამოყოფის შექმნა;

2) Add to seleсtion – უკვე არსებულ გამოყოფაზე გამოყოფის მიმატება ან იმავე გამოსახულებაზე სხვა გამოყოფის შექმნა (ნებისმიერი რაოდენობის გამოყოფის შექმნა არის შესაძლებელი);

3) Subtract From seleсtion – არსებული გამოყოფიდან ნაწილის გამოკლება;

4) Intersect with seleсtion – გამოყოფის შექმნა ძაველ და ახალი გამოყოფის გადაკვეთაზე;

ხელსაწყოს რეჟიმებს შორის გადართვა პარამეტრების პანელის გარეშეც არის შესაძლებელი. გამოყოფის კონტურის შექმნის შემდეგ, ნებისმიერ რეჟიმში მყოფი ხელსაწყოს რეჟიმის შეცვლა შეიძლება კლავიატურის ღილაკების გამოყენებით:

Shift ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ხელსაწყო გადადის ახალი გამოყოფის დამატების რეჟიმში;

Alt ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ხელსაწყო გადადის გამოყოფის გამოკლების რეჟიმში;

Sift+Alt ღილაკებზე დაჭერის შემთხვევაში, ხელსაწყო გადადის გამოყოფის გადაკვეთის შექმნის რეჟიმში;

პარამეტრების პანელის Patch ველის გადამრთველები განსაზღვრავენ ფრაგმენტის ჩანაცვლების ხერხს:

* Source (წყარო) გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, საჭიროა გამოსახულების სარედაქციო ფრაგმენტის გამოყოფა და მისი გადატანა ჩასანაცვლებელ ოლქზე (როგორც ზემოთ განხილულ მაგალითში იყო).

* Destination (დანიშნულება) გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, ყველაფერი პირიქით ხდება: საჭიროა ფრაგმენტის გამოყოდფა, რომლითაც გვინდა რედაქციის ჩატარება და მისი გადატანა სარედაქციო უბანზე.

Transparent (გამჭვირვალე) პარამეტრი განსაზღვრავს ფრაგმენტის გაუმჭვირვალობის დონეს. მისი ჩართვის შემთხვევაში, არ ხდება ფერის კლონირება.

გამოყოფის ოლქის შექმნის შემდეგ, აქტიური ხდება პანელის ტექსტურების ველი. ტექსტურების ნაკრებიდან რომელიმე ნიმუშის არჩევის შემდეგ, შეგვიძლია დავაჭიროთ ამავე ველში მდებარე Use Pattern (ტექსტურა) ღილაკს და გამოყოფის ოლქის რედაქტირება, ჩვენს მიერ შეჩეული ტექსტურით მოხდება.

0
91
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0