საზოგადოება როგორ მიულოცა ხატია სიჭინავამ რამაზ ნოზაძეს დაბადების დღე-"დიახ, მე მას საბანს ვუსწორებ როცა სძინავს, ვკოცნი მძინარეს..."(+ფოტოები და ვიდეო) 2015, 16 ოქტომბერი, 13:14 "დიახ, მე მას საბანს ვუსწორებ როცა სძინავს, ვკოცნი მძინარეს, ვდგები გვიან ღამით როცა მოშივდება, ვეხმარები ფეხსაცმლის გახდაში თუ დაღლილია, ავტომატიურად ვიღიმები როცა ის იცინის, ვცდილობ ხასიათი გამოვუკეთო როცა მოწყენილია... დიახ მე ვთვლი რომ ის ჩემთვის "პირველი შვილივითაა", რადგან მასზე ვისწავლე მზრუნველობა, ვფიქრობ დედურ ინსტიქტებზე არანაკლები ინსტიქტები მაქვს როცა მას ეხებიან! დიახ, მე მიყვარს ის ისე როგორც შემიძლია, ისე როგორც ღმერთმა ინება რომ მყვარებოდა... მე მას დაუფიქრებლად ვაჩუქებ ჩემი სიცოცხლის ნახევარს თუ მას ეს დასჭირდება, რადგან უიმისოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია... დიახ, მე ადრე მივულოცავ დაბადების დღეს, რადგან სულსწრაფი ვარ და არ მინდა ვინმემ დამასწროს... მილიონჯერ გეუბნები და კიდევ ერთხელ გეტყვი მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!!! გილოცავ დაბადების დღეს სიყვარულო!"-ასე მიულოცა ხატია სიჭინავამ სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მეუღლეს, რამაზ ნოზაძეს დაბადების დღე და თან ორიგინალური საწოლის ფორმის ტორტიც შეუკვეთა, რომელშიც მოსიყვარულე წყვილი ნებივრობს: ტორტი კი შვილებთან ერთად მიართვა მძინარე რამაზს საწოლში ყოფილი ერთ-ერთი სკანდალური და "სწერვა" წამყვანი ხატია სიჭინავა და მოჭიდავე რამაზ ნოზაძე ქართულ ცნობილ ოჯახებს შორის ყველაზე სტაბილურ და იდეალურ ოჯახად ითვლება. ხატია ნამდვილი ქართველი ცოლი და დედაა და სამ შვილს, სამ გოგონას უზრდის მეუღლეს. ჩვენც ვულოცავთ რამაზ ნოზაძე დაბადების დღეს და ბედნიერებას ვუსურვებთ ოჯახთან ერთად! 739 1-ს მოსწონს
|