საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას-"შენ ხარ ძალიან მაგარი ხელმძღვანელი!" 2015, 16 ოქტომბერი, 11:12 ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია. საქართველოში თუ მის ოჯახში მიმდინარე ყველა საკითხს "ფეისბუქზე" განიხილავს. მისი მორიგი სტატუსი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ეხება: "პირდაპირს ვუყურებდი პარლამენტიდან. ყველას გვარამია აკერია პირზე. მესმის, რომ ქანთარიებისთვის პრობლემა ხარ. მათ განათლებული ადამიანების ეშინიათ, მაგრამ ამის მიღმა არის ის, რისი თქმაც საჯაროდ მომინდა. შენ ხარ ძალიან მაგარი ხელმძღვანელი. ძალიან მაგარი უფროსი! ნიკა გვარამია!" ნიკა გვარამია: "ნუ როგორც ვაჟა იტყოდა, ხევი ხმაურობს, ესე იგი მდინარე დიდია..." სტატუს დიდი გამოხმაურება მოყვა. "ნიკა ყველაზე მაგარი და ღირსეული ადამიანი ხარ და ძალიან მიყვარხარ და იმედია მომეცემა შენთან მუშაობის საშუალება, როგორც შენს თანამშრომელს..." "ყველა სოხუმელი რომ ნიკათი ამაყობს, ჭკუაზე არ ვართ და გვიყვარს, ესეც იცის ალბათ "პროკურორმა" გვარამიამ..." "ნუუ, ნიკა გვარამიაზე რა უნდა ვთქვა, ვგიჟდები ამ ადამიანზე, ჯერ კიდევ იქედან როცა პირველად გამოჩნდა ინტელექტკლუბში... ეს იყო ძააან დიდი ხნის წინათ...პეტერბურგში... (სამწუხაროდ თავისი გვერდი კომენტარებისთვის შეზღუდული აქვს ბატონ ნიკას, რომ პირადად გამოვხატოთ საზოგადოების ძააააან დიდმა ნაწილმა მის მიმართ გამორჩეული პატივისცემა. გვიყვახარ ბატონო ნიკა და გაფასებთ როგორც გამორჩეულ ინტელექტუალს და საუკეთესო მოაზროვნეს!" 335 3-ს მოსწონს
|