კომპიუტერები და პროგრამები გამოყოფის ოლქის საზღვრების მოდიფიცირება, ფენის ნიღაბში კონვერტირება და რედაქტირება. გამოყოფის ოლქის შექმნა ფენაზე განთავსებული ობიექტის საფუძველზე. ფონის ნაწილის წაშლა. (Photoshop CS 4 & 5) 2015, 15 ოქტომბერი, 16:35 გამოსახულებაზე გამოყოფის ოლქის შექმნის შემდეგ, შესაძლებელია გამოყოფის საზღვრების შეცვლა ანუ მოდიფიცირება. ამოსათვის, გამოყოფის Select მენიუში არის სპეციალური Modify ბრძანება, რომლის ქვემენიუში 5 პუნქტი არის მოთავსებული საზღვრების მოდიფიცირებისთვის (ნახ. 1).
გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას Modify ბრძანების ქვემენიუდან რომელიმე პუნქტის არჩევის შემდეგ, ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა, საზღვრების ცვლილების პარამეტრის დაფიქსირებლად: I. Border (საზღვარი) – გამოიყენება ჩარჩოს შესაქმნელად გამოყოფის ოლქის ირგვლივ. ჩარჩოს ზომის დიაპაზონი 1-დან – 200 – პიქსელამდეა. ბრძანების არჩევის შემდეგ, ეკრანზე გამოსულ სადიალოგო ფანჯარაში ჩაწერილი პარამეტრის ზომა შუაზე იყოფა და გამოყოფის კონტურს ემატება ორივე მხარეზე, ძველი კონტური ქრება და მის ადგილზე ჩნდება ორი ახალი კონტური. ამ მეთოდით შექმნილი ჩარჩოს გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სახის სტილიზირებული ჩარჩოების შესაქმნელად, გამოყოფის ოლქის ახალ ფენაზე კოპირებით (Ctrl+J) და ეფექტების გამოყენებით (ნახ. 2). II. Smooth (ოპტიმიზირება) – გამოიყენება გამოყოფის ოლქის საზღვრის კუთხოვანი ნაწილების მოსასწორებლად. პარამეტრის გამოყენების შემდეგ, გამოყოფის საზღვარი გლუვი და მოსწორებული ხდება (ნახ. 3). კარგი შედეგი მიიღება, დაბალი პარამეტრით, ბრძანების რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ (მაგ., თუ საჭიროა 50 პიქსელით მოსწორება, ბრძანება უნდა გამოვიყენოთ 5-ჯერ, 10 პიქსელიანი მოსწორების რადიუსით). პარამეტრის დიაპაზონი 1-დან – 100-პიქსელამდე მერყეობს. III. Expand (გაფართოება) – პროპორციულად ადიდებს გამოყოფის ოლქს. პარამეტრის დიაპაზონი 1-დან 100 -პიქსელამდეა. IV. Contract (შეკუმშვა) – პროპორციულად ამცირებს გამოყოფის ოლქს. პარამეტრის დიაპაზონი 1-დან 100 -პიქსელამდეა. V. Feather (გადარეცხვა) – ახდენს გამოყოფის საწღვრის შერბილებას (ნახ. 4). პარამეტრის დიაპაზონი 0, 2-დან – 250 -პიქსელამდეა. აღნიშნული პარამეტრი გამოყოფის ხელსაწყოების პარამეტრების პანელებზეც არის მოთავსებული. განსხვავება იმ და ამ პარამეტრებს შორის ის არის, რომ პარამეტრების პანელზე მაჩვენებლის დაფიქსირება უნდა მოხდეს გამოყოფის ოლქის შექმნამდე, ხოლო აქ – გამოყოფის შექმნის შემდეგ.
********************************************************************************************************************************** გამოსახულებაზე გამოყოფის ოლქის შექმნის შემდეგ, შესაძლებელია მისი კონვერტირება ფენის ნიღაბში ანუ ფენის ნიღბის შექმნა გამოყოფის ოლქის საფუძველზე. ამ მოქმედებით, შესაძლებელია გამოყოფის ობიექტისათვის უკანა ფონის მოცილება, გამოსახულების დაზიანების გარეშე და გამოყოფის ოლქის შენახვა, შემდგომი რედაქტირების ან მისი სხვა ოპერაციებში გამოყენების მიზნით. ამრიგად, ფენის ნიღაბი იძლევა გამოყოფის ოლქის შენახვის საშუალებას, ალფა-არხებისგამოყენების გარეშე. გამოყოფის ოლქის შენახვა ფენის ნიღაბში გამოყოფის ოლქის საფუძველზე ფენის ნიღაბი იგივე წესით იქმნება, რა წესითაც ჩვეულებრივი ფენის ნიღაბი: I. Layers პალიტრაში გამოსახულების უკანა ფონის ფენა გადავაქციოთ სამუშაო ფენად ან მოვახდინოთ მისი კოპირება. II. შევქმნათ გამოყოფის ოლქი გამოსახულებაზე. III. Layers პალიტრაში, დავაჭიროთ ნიღბის შექმნის ღილაკს. გამოსახულების მინიატურის გვერდით გაჩნდება ნიღაბი, რომელზეც თეთრი ფერით ასახული იქნება გამოყოფის ოლქი, ხოლო შავი ფერით- დანარჩენი გამოსახულება. დოკუმენტის ფანჯარაში გაქრება გამოყოფის კონტური და გამოყოფილი ობიექტის უკანა ფონი. გამოყოფის ოლქის რედაქტირება ფენის ნიღაბზე გამოყოფის ოლქის ფენის ნიღაბში კონვერტირების შემდეგ, შესაძლებელია მისი რედაქტირება ხატვის და რეტუშის ხელსაწყოებით და Masks (ნიღბების პალიტრა) პალიტრის გამოყენებით: I. შევქმნათ გამოყოფის ოლქი გამოსახულების სამუშაო ფენაზე, მისი შემდგომი რედაქტირების გათვალისწინებით. II. შევქმნათ ნიღაბი გამოყოფის ოლქის საფუძველზე. III. ნიღბის აქტიურობის პირობებში გავხსნათ Masks პალიტრა. პალიტრის მეორე განყოფილებაში, მოთავსებულია ორი ღილაკი ნიღბის რედაქტირებისთვის: Mask Edge (ნიღბის საზღვრები) ღილაკს ეკრანზე გამოაქვს Refine Mask (ნიღბის დაზუსტება) სადიალოგო ფანჯარა, რომელიც არაფრით არ განსხვავდება საზღვრების დაზყსტების Refine Edge (Photoshop CS4 -ში; Photoshop CS5-ში) სადიალოგო ფანჯრისაგან და მუშაობის წესებიც ანალოგიურია, ხოლო Color Range (ფერის დიაპაზონი) ღილაკს ეკრანზე გამოაქვს სადიალოგო ფანჯარა Color Range, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ფერის დამატრბა და გამოკლება გამოყოფის ოლქის ფარგლებში. ჩავატაროთ ნიღბის რედაქტირება აღნიშნული ხელსაწყოებით. IV. ნიღბის რედაქტირების ბოლო ეტაპზე, უნდა გამოვიყენოთ ხატვის და რეტუშის (რეტუშის ხელსაწყოები სახელმძღვანელოს მომდევნო თავში იქნება განხილული) ხელსაწყოები, თუ ამის საჭიროება იქნება. თეთრი და შავი ფუნჯების გამოყენებით, შესაძლებელია გამოყოფის ოლქის გაზრდა ან შემცირება ფენის ნიღაბზე. იგივე ფუნჯები Overlay რეჟიმში აჩენენ ან მალავენ ნახევრად გამჭვირვალე პიქსელებს გამოსახულებაზე. ნიღაბზე მუშაობისას, ასევე გამოიყენება რეტუშის Dodge (განათება) და Burn (დამუქება) ხელსაწყოები. გამოყოფის ოლქის ჩატვირთვა ფენის ნიღბიდან გამოყოფის ოლქის ნიღაბში შენახვის შემდეგ, შესაძლებელია მისი ხელახალი ჩატვირთვა გამისახულებაზე. ამისათვის, უნდა დავაჭიროთ Ctrl ღილაკს და დავაწკაპუნოთ ფენის ნიღაბზე (ფენის ნიღაბთან მიახლოებისას, კურსორი მიიღებს ხელის ფორმას, მართკუთხა გამოყოფის ოლქით, ხოლო დაწკაპუნების შემდეგ, გამოსახულებაზე გაჩნდება გამოყოფის კონტური). შენიშვნა: ნიღაბზე მაუსის დაწკაპუნების წინ, აუცილებელი არ არის ნიღბის გააქტიურება. გამოყოფის ოლქის ჩატვირთვა, გაუაქტიურებელი ნიღბიდანაც შეიძლება. გამოყოფის ოლქის ჩატვირთვის შემდეგ, უნდა გავააქტიუროთ გამოსახულების ფენა, თუ აქტიური არის ფენის ნიღაბი და Ctrl+J ღილაკების კომბინაციით, გადავიტანოთ გამოყოფილი ობიექტი ახალ ფენაზე. ********************************************************************************************************************************** კლიპარტები ანუ გამჭვირვალე ფონებზე განთავსებული ობიექტების უმრავლესობა, გამოსახულებაზე შექმნილი გამოყოფის ოლქების საფუძველზე არის მიღებული. თავის მხრივ, კლიპარტების საფუძველზე შექმნილი გამოყოფის ოლქების გამოყენებით, შესაძლებელია ახალი გამოსახულების შექმნა ან გამოყოფის ოლქებთან დაკავშირებული მოქმედებების ჩატარება. გაკვეთილის თემაში მოცემული საკითხის განხილვის წინ, უნდა ჩავატაროთ მოსამზადებელი სამუშაოები: I. ავირჩიოთ (ან შევქმნათ) ფონი მომავალი გამოსახულებისთვის და გადავაქციოთ ის სამუშაო ფენად. II. დავამატოთ ორი ან ორზე მეტი კლიპარტი (ორი იმიტომ, რომ განსხვავებული წესით იქმნება გამოყოფის ოლქი, ერთი და რამდენიმე ობიექტის გამოყოფის დროს). III. ფონის ქვემოთ დავამატოთ ახალი თეთრი ფენა. ფენაზე განთავსებული ობიექტის საფუძველზე გამოყოფის ილქის შესაქმნელად, უნდა დავაჭიროთ Ctrl ღილაკს და დავაწკაპუნოთ ფენაზე განთავსებული ობიექტებიდან ერთ-ერთ მინიატურას, Layers პალიტრაში. მინიატურასთან მიახლოებისას კურსორი მიიღებს ხელის ფორმას, მართკუთხა გამოყოფის ოლქით, ხოლო დაწკაპუნების შემდეგ, დოკუმენტის ფანჯარაში გაჩნდება გამოყოფის ოლქი ფენაზე განთავსებული ობიექტის ირგვლივ. თუ საჭიროა გამოყოფის ოლქზე ახალი ოლქის დამატება, როგორც მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა ავიღოთ თითი Ctrl ღილაკიდან, პარალელურად დავაჭიროთ Shift ღილაკს და დავაწკაპუნოთ მეორე ობიექტის მინიატურაზე. მეორე მინიატურასთან მიახლოებისას, მაუსის მაჩვენებელს მართკუთხა გამოყოფის ოლქში „+“ დაემატება, ხოლო მინიატურაზე დაწკაპუნების შემდეგ, დოკუმენტის ფანჯარაში გაჩნდება დამატებითი გამოყოფის ოლქი. შენიშვნა: ფენაზე განთავსებული ობიექტის საფუძველზე გამოყოფის ოლქის შექმნის დროს, აუცილებელი არ არის იმ ფენის გააქტიურება, რომლის მინიატურაზეც ხდება დაწკაპუნება. გამოყოფასთან დაკავშირებული ოპერაციების ჩატარება მხოლოდ აქტიურ ფენაზე შეიძლება. ამიტომ, უნდა გავააქტიუროთ ის ფენა, რომელზეც გვინდა ფენის ნაწილი გაუქმება და დავაჭიროთ Delete ღილაკს. Ctrl+D ღილაკების კომბინაციით, გავაუქმოთ გამოყოფის კონტური და გავთიშოთ კლიპარტების „თვალები“ Layers პალიტრაში. 47 5-ს მოსწონს
|