x
image
K.P.
რატომ არ უზღვევენ საჯდომს საქართველოში თამო ვაშალომიძეს?!

image
მოდელი თამო ვაშალომიძე საზოგადოებამ სკანალურად გიცნო. მედავითნე, რომელიც გაშიშვლდა დღეების მანძილზე განხილვის საგნად იქცა. მოგვიანებით კი გადაცემა "პროფილში" პირდ ცხოვრებაზე, ოჯახსა და მძიმე ბავშვობაზე ისაუბრა:
"იყო კონფლიქტები ოჯახში, რის გამოც 9 წლის წინ წამოვედი სახლიდან. დედა ბებოს სცემდა, მეც ცუდად მექცეოდა - თმით მითრევდა, სიტყვიერად მემუქრებოდა. ბებიაჩემი მირეკავდა და მეუბნებოდა, გეხვეწები შვილო, სოფელში არ ჩამოხვიდე, ვინმე არ დაგხვდეს, რამე არ მოგივიდესო. იძულებული გავხდი პოლიციისთვის მიმემართა, რის შედეგად დედას აეკრძალა 30 დღით ჩვენთან მოახლოება. სულ იყო ძალადობა მისი მხრიდან. როგორც ბებიისგან გავიგე, მას ხან დანას ადებდა, ხან ბალიშით გუდავდა და ა.შ." დღეს პოპულარული სახეა, ქართულ შოუბიზზნესში თავი უკვე დაიმკვიდრა და ერთ-ერთი უკრაინული ჟურნალისთვისაც გადაიღო თამამი ფოტოები. image

თამო ვაშალომიძე სხეულს განსაკუთრებულად უვლის, ყოველდღიურად ვარჯიშობს და ჯანსაღად იკვებება. მან ცოტა ხნის წინ უკანალის დაზღვევა გადაწყვიტა: "რამდენიმე დღის წინ ვარჯიშიდან რომ მოვედი, სარკესთან ვპოზირებდი. მეგობრის დაბადების დღეზე მივიოდი. რატომღაც ისე მომეწონა ჩემი უკანალი, რომ გადავწყვიტე დამეზღვია."

თამო საკუთარი სხეულის მშვენების დაზღვევას ასიათასად აპირებს, თუმცა თანხის გაზრდასაც არ გამორიცხავს. თუმცა ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის, საქართველოში თამოს უკანალს არ აზღვევენ. მიზეზი კი ისაა, რომ ქართულ ბაზარზე არცერთ სადაზღვეო კომპანიას არ აქვს მსგავსი მომსახურება და შესაბამისი პირობები. ამ დაბრკოლებამ ფოტომოდელი არ დააყოვნა, ის საჯდომს საზღვარგარეთ, კერძოდ კი უკრაინაში დაიზღვევს. image

1
691
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
691
  
2015, 15 ოქტომბერი, 20:22
მე დავუზღვევ
0 1 1