"მაპატიე, 20 თეთრი დაგიხარჯე, სხვა გზა არ მქონდა" - ისტორია, რომელიც გულს გაგითბობთ
დღეს "ფეისბუქი" ერთ-ერთი მომხმარებლის გამოქვეყნებულმა პოსტმა მოიცვა. როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, გოგონამ საფულე დაკარგა, რის შემდეგაც ასეთი შეტყობინება მიიღო:
"გამარჯობა, დღეს ფილარმონიასთან ვიპოვე საფულე შიგ იდო პირადობა ID, ექსპრეს ბარათი სტუდენტური. სტუდენტობის ცნობა და კიდევ მგონი აფთიაქის რაღაც ბარათი იყო. ID-ზე ეწერა სალომე **** და სავარაუდოდ შენ უნდა იყო.
კიდე რაღაც ქვითარი იყო ბანკის, 100$-იანის, სადაც შენი მისამართი ეწერა, ნიკოლაძის **
როგორც მივხვდი მანდ ცხოვრობ ფილარმონიასთან. 50 ლარიანი იდო კიდევ და რაღაც ხურდა. მგონი სოწრად მოვიტანე მისამართზე. ფილარმონიასთან რომ ქუჩა ადის, როგორც ვიცი ეგაა ნიკოლაძე.
ვიღაც ქალი იყო და მან დაიტოვა შენი საფულე.
პ.ს. მაპატიე სტუდენტურზე 1.80 გქონდა და 20 თეთრი დაგიხარჯე სხვა გზა არ მქონდა", - ნათქვამია წერილში.
მართალია, სოციალური ქსელის ზოგიერთ მომხმარებელს ეჭვი ეპარება ამ შეტყობინების სიმართლეში: "20 თეთრი სად დახარჯა? ფილარმონიიდან ნიკოლაძემდე 300 მეტრია. ფეხით მივიდოდა" - ეჭვით ამბობს ზოგიერთი. მაგრამ უმეტესობაში ამ პოსტმა დადებითი ემოცია გამოიწვია.
უნდა აღნიშნოს, რომ მსგავსი ქმედებების შესახებ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვატყობინებენ სოციალურ ქსელში. სულ რაღაც 10 დღის წინ ვინმე ზურაბ ერისთავი მუშტაიდის ბაღში გადახდენილ ისტორიაზე წერდა - დაკარგული საფულე, რომელშიც 800 დოლარი და 300 ლარი ედო ორმა ბიჭმა იპოვა და პარკის ადმინისტრაციაში მიიტანა.
იქნებ აჯობებს ნუ ვეცდებით რაიმე ტყუილი დავინახოთ ამ ისტორიებში, რადგან დღევანდელ რეალობაში ამგვარი ქმედებები ადამიანის რწმენას გვიბრუნებს და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედს გვიჩენს, განსაკუთრებით, როცა ამ ყველაფერს ახალგაზრდები ჩადიან...